სამართალდამცველებმა თბილისში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს - დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცხელ კვალზე ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 18 ნოემბერს თბილისში ნიკოლოზ ყიფშიძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მიწისქვეშა ავტოსადგომზე ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ნაცნობ მამაკაცს ჯერ ფიზიკურად დაუპირისპირდა, ხოლო შემდეგ ცივი იარაღის გამოყენებით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. დაპირისპირებისას დაშავდა თავად ბრალდებულიც.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში ბრალდებული პირი ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
1795017669
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: დღეს ევრობიუროკრატია აბსურდის თეატრში იმყოფება
საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი „დღის ქრონიკაში“ ევროკავშირის კვლევას გამოეხმაურა. „დღეს ევრობიუროკრატია აბსურდის თეატრში იმყოფება, რომელიც გამორიცხულია, რომ ვერ გრძნობდეს...
1795014989
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი: აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში განვიხილეთ ახალი შესაძლებლობები, რომლებიც კიდევ უფრო მეტად გაამყარებს ქვეყნებს შორის არსებულ დინამიკას
„აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრებისას ჩვენ ვისაუბრეთ ორ ქვეყანას შორის არსებულ აქტიურ და დინამიურად განვითარებად სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე“, - განაცხადა საქართველოს...
1795014495
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვს შეხვდა
საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვს შეხვდა. შეხვედრა ვიცე-პრემიერის აზერბაიჯანში ოფიციალური...
1795013019
ახალი ამბებიმარიამ ლაშხი დედისა და ბავშვის ჯანმრთელობის წიგნის პროექტთან დაკავშირებულ საინფორმაციო შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი დედისა და ბავ...
1795012075
ახალი ამბებისამსახურებრივი მდგომარეობის ძალადობით გადამეტების ფაქტზე სამ ყოფილ პოლიციელს ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე სამი ყოფილი პოლიციელი დამნაშავედ ცნო. ინფორმაცია...































