ქუვეითი აცხადებს, რომ ირანის საჰაერო თავდასხმა მოიგერია

ქუვეითმა და ბაჰრეინმა განაცხადეს, რომ 17-18 ნოემბრის ღამეს ირანის საჰაერო თავდასხმები მოიგერიეს, იუწყება BBC.

ირანმა ქუვეითის მიმართულებით დრონები გაუშვა. აღსანიშნავია, რომ ეს ირანის მიერ ქუვეითზე  განხორციელებული პირველი ავიაიერიში იყო ბოლო ორ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში. ირანის არმიის განცხადებით, მათ სამიზნეს „ალი ალ-სალემის“ ავიაბაზა წარმოადგენდა, სადაც აშშ-ის ძალებია განლაგებული, თუმცა ქუვეითის ხელისუფლებას ზარალის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

აშშ-ის სამხედრო წარმომადგენლების ცნობით, ქუვეითზე იერიში მას შემდეგ განხორციელდა, რაც აშშ-ის საბრძოლო თვითმფრინავებმა ჰორმუზის სრუტეში მდებარე კუნძულ ქეშმზე ირანის სარაკეტო გამშვებ ობიექტს დაარტყეს.

ამავდროულად, არაბეთის გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო ნავთობკომპანიამ განაცხადა, რომ 17 ნოემბერს სპარსეთის ყურის წყლებში კომპანიის ერთ-ერთ ტანკერზე თავდასხმა განხორციელდა, რის შედეგადაც ეკიპაჟის ერთი წევრი დაიკარგა.

18 ნოემბერს ბაჰრეინის სამხედრო უწყებამ ასევე განაცხადა, რომ ქვეყნის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ირანის ავიაიერიში მოიგერია. აღსანიშნავია, რომ ეს ბოლო ექვსი დღის განმავლობაში ბაჰრეინზე ირანის მიერ განხორციელებული მეოთხე თავდასხმაა.

„მხარეებს შორის ბოლოდროინდელმა ცეცხლის გაცვლამ, ისევე, როგორც სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების ჩიხში შესვლამ, ცხრა თვის განმავლობაში მიმდინარე ომის მასშტაბური ესკალაციის საფრთხე წარმოშვა“, - წერს BBC.

კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც თებერვლის ბოლოს აშშ-მა და ისრაელმა ირანზე საჰაერო იერიშები განახორციელეს. საპასუხოდ ირანმა რაკეტებითა და დრონებით შეუტია ისრაელსა და სპარსეთის ყურის იმ არაბულ სახელმწიფოებს, სადაც აშშ-ის სამხედრო ობიექტები და პერსონალია განლაგებული. მან ასევე იერიში მიიტანა ათობით კომერციულ გემზე ჰორმუზის სრუტესა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე. აღსანიშნავია, რომ სწორედ ჰორმუზის სრუტეზე გადის მსოფლიო ნავთობისა და გაზის გადაზიდვების მეხუთედი. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1795020687

ახალი ამბები

რევაზ სოხაძე: მომდევნო ხუთ წელიწადში ქვეყნის ძირითადი მაგისტრალური გზების მშენებლობის დასრულება იგეგმება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის რევაზ სოხაძის განცხადებით, მომდევნო ხუთ წელიწადში დაგეგმილია ყველა იმ ძირითადი მაგისტრალური გზის მშენებლობის დასრულება, რომელზეც სამუშა...

რევაზ სოხაძე:

1795020137

ახალი ამბები

„გაძვირება უნდა მომხდარიყო აქამდეც, თუ გვინდა, რომ იყოს ეს ავტონომიური ორგანიზაცია და იყოს განვითარებაზე ორიენტირებული, უნდა აწიოს“ - კურორტ გოდერძის ყოფილი მენეჯერი გურო ალაფიშვილი

„იქიდან გამომდინარე, რომ კურორტების ეკიპირება, ანუ რითაც არის აღჭურვილი მთის კურორტი - ეს არის საბაგირო, სატკეპნი მანქანები, გათოვლიანება, ღამის სრიალი - აბსოლუტურად ლოგიკური იყო ამის გაძვირება. გაძვი...

გურო ალაფიშვილი

1795019638

ახალი ამბები

არასრულწლოვანის გაუპატიურების, მის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების, გარყვნილი ქმედების და იძულების ფაქტებზე ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვანის გაუპატიურების, მის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების, გარყვნილი ქმედების და იძულების ფაქტებზე ბრალდებულს 18 წლით თა...

პროკურატურაპროკურატურა

1795017669

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი: დღეს ევრობიუროკრატია აბსურდის თეატრში იმყოფება

საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი „დღის ქრონიკაში“ ევროკავშირის კვლევას გამოეხმაურა. „დღეს ევრობიუროკრატია აბსურდის თეატრში იმყოფება, რომელიც გამორიცხულია, რომ ვერ გრძნობდეს...

 დავით მათიკაშვილი

1795014989

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილი: აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში განვიხილეთ ახალი შესაძლებლობები, რომლებიც კიდევ უფრო მეტად გაამყარებს ქვეყნებს შორის არსებულ დინამიკას

„აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრებისას ჩვენ ვისაუბრეთ ორ ქვეყანას შორის არსებულ აქტიურ და დინამიურად განვითარებად სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე“, - განაცხადა საქართველოს...

მარიამ ქვრივიშვილი