არასრულწლოვანის გაუპატიურების, მის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების, გარყვნილი ქმედების და იძულების ფაქტებზე ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვანის გაუპატიურების, მის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების, გარყვნილი ქმედების და იძულების ფაქტებზე ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვანის გაუპატიურების, სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების, გარყვნილი ქმედების და იძულების ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა არასრულწლოვანი სხვადასხვა დროს გააუპატიურა და მის მიმართ განახორციელა გარყვნილი და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებები. ასევე, ბრალდებული დაზარალებულის მიმართ ფსიქიკურ იძულებას ახორციელებდა, რა დროსაც მოკვლით ემუქრებოდა, თუ მის მიმართ განხორციელებული ფაქტების შესახებ ვინმეს ეტყოდა.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (გაუპატიურება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ (ორი ეპიზოდი)), 138-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკის მიუღწეველი პირის მიმართ), 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით (გარყვნილი ქმედება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ (ორი ეპიზოდი)) და 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (იძულება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ (ორი ეპიზოდი) წარედგინა.
ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
1795010463
ახალი ამბებილევან მახაშვილი: მცდელობებია, სასამართლოზე თუ სხვა ინსტიტუტზე გარე კონტროლი დაამყარონ, არასწორ შეფასებებს შეგნებულად იყენებენ, რათა საქართველოს ხელისუფლებას რეპუტაცია შეულახონ
საზოგადოებამ ის ორმაგი სტანდარტი არაერთხელ დაინახა, რასაც ბრიუსელში ზოგიერთი აჟიტირებული ბიუროკრატი ეწევა, - ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა განაცხადა....
1795009744
ახალი ამბებიკახა კალაძე საბურთალოს რაიონში წყალსადენის დაზიანებაზე: ყველა ოჯახის ზარალი ანაზღაურდება, ეს შეეხება სარემონტო სამუშაოებს თუ ავეჯის შეძენას
თბილისის მერი კახა კალაძე გამრეკელის ქუჩაზე, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ 1200 მმ-იანი მაგისტრალური წყალსადენის დაზიანების ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. მისი განმარ...
1795009393
ახალი ამბებიკახა კალაძე: ცრუ განცხადებები, პიარკამპანიები, ტალახის სროლა ცხოველთა თავშესაფარზე, კატეგორიულად მიუღებელია
დედაქალაქის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრის საქმიანობა აბსოლუტურად გამჭვირვალეა და უწყების მისამართით გამოთქმული ბოლოდროინდელი ბრალდებები უსაფუძვლოა. მისი განმარტებით,...
1795008017
ახალი ამბებიკახა კალაძე „ლელოზე“: პირდაპირ მოწოდებები კეთდებოდა ამ უსამშობლო აგენტურის მხრიდან, თუნდაც მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით
რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ოპოზიციის მხრიდან პირდაპირი მოწოდებები კეთდებოდა, რომ საქართველო ომში ჩართულიყო, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის პასუხად...
1795007929
ახალი ამბებიკახა კალაძე ვაგონების შეკეთების საქმეზე: გამოძიება ჩვენივე შესაბამისი სამსახურების მოკვლევის საფუძველზე დაიწყო
თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ მეტროს ვაგონების სარემონტოდ გამოყოფილი თანხების სავარაუდო გაფლანგვის საქმეზე მოკვლევა მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურების მიერ ჩატარდა და მასალები შემდგომი...































