რევაზ სოხაძე: მომდევნო ხუთ წელიწადში ქვეყნის ძირითადი მაგისტრალური გზების მშენებლობის დასრულება იგეგმება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის რევაზ სოხაძის განცხადებით, მომდევნო ხუთ წელიწადში დაგეგმილია ყველა იმ ძირითადი მაგისტრალური გზის მშენებლობის დასრულება, რომელზეც სამუშაოები უკვე მიმდინარეობს, ან უახლოეს პერიოდში დაიწყება.
მინისტრის თქმით, უახლოეს თვეებში რამდენიმე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტის დაწყებაა დაგეგმილი, რომლებიც ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებასა და შიდა მობილობის გაუმჯობესებას შეუწყობს
ხელს.
„იანვარ-თებერვალში, სავარაუდოდ, დაიწყება სარფის მიმართულებით დაახლოებით 8-კილომეტრიანი გვირაბის მშენებლობა, რომელიც გონიოსა და მიმდებარე ტურისტულ ტერიტორიებს სატრანზიტო მოძრაობისგან განტვირთავს. უახლოეს თვეებში დაიწყება თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობაც, რომელიც მნიშვნელოვანი იქნება როგორც აღმოსავლეთ–დასავლეთის სატრანზიტო დერეფნისთვის, ისე დედაქალაქში სატრანსპორტო ნაკადების განტვირთვისთვის“, — განაცხადა რევაზ სოხაძემ.
მინისტრის ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში დაგეგმილია კახეთის მაგისტრალის ბადიაური–ბაკურციხის მონაკვეთების, რუსთავი–სადახლოსა და რუსთავი–წითელი ხიდის მიმართულებების, ასევე, გურჯაანი–თელავისა და წნორი–ლაგოდეხის გზების სამშენებლო სამუშაოების დაწყება. ბადიაურის მიმდინარე მონაკვეთის დასრულება კი
მომავალი წლის ზაფხულისთვის იგეგმება.
რევაზ სოხაძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებში ქართული სამშენებლო კომპანიების ჩართულობის მნიშვნელობაზე.
„ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ქართული კომპანიები იყვნენ ჩართული, მათ შორის, საერთაშორისო პროექტებში. ეს მნიშვნელოვანია დასაქმების, ცოდნისა და გამოცდილების შეძენის თვალსაზრისით. ჩვენი მიზანია, ქართულმა კომპანიებმა ისეთი გამოცდილება და შესაძლებლობები შეიძინონ, რომ მომავალში სხვა ქვეყნებშიც შეძლონ რთული საინჟინრო პროექტების განხორციელება“, — აღნიშნა მინისტრმა.
მისივე განცხადებით, საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება მომდევნო ხუთი წლის შემდეგაც გაგრძელდება, რათა ახალი სატრანსპორტო ქსელის შექმნამ ხელი შეუწყოს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასა და განვითარებას.
1795012075
ახალი ამბებისამსახურებრივი მდგომარეობის ძალადობით გადამეტების ფაქტზე სამ ყოფილ პოლიციელს ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე სამი ყოფილი პოლიციელი დამნაშავედ ცნო. ინფორმაცია...
1795010719
ახალი ამბებითბილისში ყიფშიძის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა
თბილისში, ყიფშიძის ქუჩაზე ერთი ადამიანი მოკლეს. როგორც ახალი ამბების სააგენტო „ექსკლუზივს “შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც...
1795010463
ახალი ამბებილევან მახაშვილი: მცდელობებია, სასამართლოზე თუ სხვა ინსტიტუტზე გარე კონტროლი დაამყარონ, არასწორ შეფასებებს შეგნებულად იყენებენ, რათა საქართველოს ხელისუფლებას რეპუტაცია შეულახონ
საზოგადოებამ ის ორმაგი სტანდარტი არაერთხელ დაინახა, რასაც ბრიუსელში ზოგიერთი აჟიტირებული ბიუროკრატი ეწევა, - ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა განაცხადა....
1795009744
ახალი ამბებიკახა კალაძე საბურთალოს რაიონში წყალსადენის დაზიანებაზე: ყველა ოჯახის ზარალი ანაზღაურდება, ეს შეეხება სარემონტო სამუშაოებს თუ ავეჯის შეძენას
თბილისის მერი კახა კალაძე გამრეკელის ქუჩაზე, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ 1200 მმ-იანი მაგისტრალური წყალსადენის დაზიანების ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. მისი განმარ...
1795009393
ახალი ამბებიკახა კალაძე: ცრუ განცხადებები, პიარკამპანიები, ტალახის სროლა ცხოველთა თავშესაფარზე, კატეგორიულად მიუღებელია
დედაქალაქის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრის საქმიანობა აბსოლუტურად გამჭვირვალეა და უწყების მისამართით გამოთქმული ბოლოდროინდელი ბრალდებები უსაფუძვლოა. მისი განმარტებით,...































