ირაკლი კობახიძე - აგენტურა არ შეიძლება იყოს პოლიტიკური სპექტრის ნაწილი, ჯერ წესია საქმე, მერე საქმეა საქმე, უნდა დავიცვათ ეს წესი და ამ წესის დაცვას ემსახურება, ის სარჩელი, რომელიც არის შეტანილი საკონსტიტუციო სასამართლოში
„აგენტურა არ შეიძლება იყოს პოლიტიკური სპექტრის ნაწილი, ჯერ წესია საქმე, მერე საქმეა საქმე. უნდა დავიცვათ ეს წესი და ამ წესის დაცვას ემსახურება, ის სარჩელი, რომელიც არის შეტანილი საკონსტიტუციო სასამართლოში“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ის ეთერში განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ოპოზიციას რესურსი არა აქვს არც ქუჩაში, რესურსი არა აქვს არც არჩევნებზე.
„რეალურად, ნახეთ რა სიტუაციაა - ერთმანეთი არ მოსწონთ და ხალხს როგორ უნდა მოაწონონ თავი. მინიმუმ ხომ ერთმანეთი უნდა მოგწონდეს, რომ მერე გამოხვიდე, ყველა ერთად და ხალხს მოაწონო თავი. ერთს მეორე არ მოსწონს, მეორეს მესამე, მესამეს მეოთხე, მეოთხეს მეხუთე და ეს ყველაფერი ხდება თან ხალხის თვალწინ. ხალხი ხომ ამ ყველაფერს უყურებს და როცა ერთმანეთი არ მოსწონთ ერთი ძალის წარმომადგენლებს, რეალურად ყველა ხომ ერთი ძალაა. როცა ხალხი ამას ხედავს, რომ მათ ერთმანეთი არ მოსწონთ, როგორ შეიძლება, რომ ხალხმა მოიწონოს ასეთი ეკლექტური პოლიტიკური ძალა. თავი რომ დავანებოთ იმას, რომ მათი აგენტობა ყველამ გაშიფრა უკვე. შესაბამისად, მათ არავითარი რესურსი არა აქვთ. რესურსი არა აქვთ არც ქუჩაში, რესურსი არა აქვთ არც არჩევნებზე. მაგრამ ეს არ არის მთავარი. მთავარია, როგორც ცნობილი გამონათქვამი გვეუბნება: „ჯერ წესია საქმე და მერე საქმეა საქმე“.
ჩვენ უნდა მივყვეთ წესს. წესი არის ის, რომ აგენტურის ადგილი არ შეიძლება იყოს პოლიტიკურ სისტემაში. არსებობს თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის კონცეფცია, რომელიც გეუბნება, რომ დემოკრატიულ სივრცეში ადგილი არ უნდა დარჩეს დემოკრატიის მტერს. ძალიან მარტივი, ჰანს კელზენის მიერ განვითარებული ცნობილი კონცეფცია. და ეს არის წესი, რომელიც უნდა იყოს დაცული.
თუ ეს წესი არ იქნება დაცული, ქვეყანა მუდმივად იქნება ამ პოლიტიკური ტერორის რეჟიმში, რაც ჩვენ გამოვიარეთ. კი, დავამშვიდეთ ახლა ქვეყანა, ოთხი წლის განმავლობაში იყო ხუთი რევოლუციის მცდელობა, მივიღეთ შემდეგ კანონმდებლობა: გამჭვირვალობის კანონი, გრანტების შესახებ კანონი, შეკრებების შესახებ კანონი, სხვა საკანონმდებლო აქტები. ამის ხარჯზე დამშვიდდა ქვეყანა. მაგრამ ეს ყველაფერი ვერ მოგვადუნებს. იმისათვის, რომ ბოლომდე დამშვიდდეს ჩვენი ქვეყანა, უნდა დავიცვათ მარტივი წესი, რომ დემოკრატიის მტრები არ უნდა იყვნენ წარმოდგენილი დემოკრატიულ სისტემაში, რასაც გვეუბნება ცნობილი თეორია, რომელიც არის დაფუძნებული სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპზე. აგენტურა არ შეიძლება იყოს პოლიტიკური სპექტრის ნაწილი. ჯერ წესია საქმე, მერე საქმეა საქმე. უნდა დავიცვათ ეს წესი და ამ წესის დაცვას ემსახურება, კიდევ ერთხელ, ის სარჩელი, რომელიც არის შეტანილი საკონსტიტუციო სასამართლოში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
1784233294
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში საშუალოდ 100 მილიონ დოლარს ხარჯავდნენ USAID-ის ხაზებით და ამდენივეს, დაახლოებით 100 მილიონ ევროს - ევროკავშირიდან, ეს იყო ძირითადად NGO-ების დაფინანსება
„სინამდვილეში საქართველოს ფეხზე დაყენებისთვის არაფერი არ კეთდებოდა, მაშინაც კი, როდესაც ამბობდნენ, რომ არავითარი პრობლემა არა ჰქონდათ ჩვენს ხელისუფლებასთან, ხალხთან, ქვეყანასთან. არაფერს არ აკეთებდნენ...
1784232272
ახალი ამბებიპრემიერი - ეუთო გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ იყო ჩართული კოორდინირებულ თავდასხმაში ქართველი ხალხის წინააღმდეგ და ახლა ეს ინსტიტუტიც გარიეს ამ ყველაფერში
„ეუთო გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ იყო ჩართული კოორდინირებულ თავდასხმაში ქართველი ხალხის წინააღმდეგ და ახლა ეს ინსტიტუტიც გარიეს ამ ყველაფერში, ამის გამოხატულებაა სიცრუით და აბსურდით გაჯერებული...
1784232121
ახალი ამბებიპრემიერი: ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ კონკრეტული ნაბიჯები, რაც იდგმება კონკრეტულ ქვეყნებთან მიმართებით, არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს ევროინტეგრაციის დაჩქარებას
„ევროპული ბიუროკრატია უნდა იყოს დაკავებული არა მარტივი პოლიტიკური თამაშებით, არამედ რეალურად უნდა ზრუნავდეს, მაგალითად, უკრაინაზე, სად ნახეთ ზრუნვა უკრაინისთვის“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მი...
1784231988
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე - საქართველოს შეუძლია თურქმენეთისთვის ძალიან კარგი როლის შესრულება დაკავშირებადობის თვალსაზრისით, რაც მომგებიანი იქნება ორივე სახელმწიფოსთვის, ორივე ქვეყნის ხელისუფლება ვაცნობიერებთ თანამშრომლობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას
„თურქმენეთს აქვს ჩვენთვის ძალიან საინტერესო გეოგრაფიული მდებარეობა, ისიც არის დაკავშირებული კასპიის ზღვასთან და ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, ჩვენი ორი ქვეყნის მჭიდრო სავაჭრო-ეკონომიკ...
1784231909
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე - ჩვენს ქვეყანას აქვს ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2031 წლის ჩათვლით ჩვენ გვექნება საშუალოდ 5.4 % ეკონომიკური ზრდა, რაც ევროპაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია
„რაც შეეხება შუა დერეფანს, რაც შეეხება დაკავშირებადობას, ჩვენს სატრანზიტო ფუნქციას, მაქსიმუმი კეთდება და ამის შედეგიც არის ის, რომ ქვეყანას აქვს ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი“, - ამის შესახებ საქართვ...































