ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე - 2012 წელსაც ისინი იყვნენ აგენტურა, მაგრამ შემოვიდა პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილი და ჩაუტარა ჭადრაკის პარტია, თავი რომ რაღაც ეგონათ, აჩვენა, ვინ იყო რეალურად ნამდვილი გროსმეისტერი

„მინდა გითხრათ, რომ 2012 წელსაც ისინი იყვნენ აგენტურა, მაგრამ შემოვიდა პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილი და ჩაუტარა ჭადრაკის პარტია და თავი რომ რაღაცა ეგონათ, აჩვენა ვინ იყო რეალურად ნამდვილი გროსმეისტერი“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ოპოზიციის ქმედებებთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოში არიან პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ ისე, რომ ხალხის თვალში დაკარგონ საკუთარი რეპუტაცია.

„ყოველ ჯერზე, როდესაც სხვადასხვა ტიპის კომუნიკაცია შედგება ხოლმე, ისინი წყენას ვერ მალავენ. ეს არც არის მაინცდამაინც საინტერესო. რაც შეეხება მათ მიდგომას - ეს არის მნიშვნელოვანი და ამას ხაზი მინდა გავუსვა - რატომ ვერ შედგება ასეთი პოლიტიკური ძალებით ვერასდროს ჯანსაღი დემოკრატიული სისტემა, ნებისმიერი პოლიტიკური პარტია ჯანსაღ სისტემაში, ჯანსაღი პოლიტიკური პარტია არის ორიენტირებული ხალხის სიმპატიების დამსახურებაზე. ნებისმიერი, სადაც არ უნდა წახვიდეთ, ყველა ცდილობს, რომ ხალხს მოაწონოს თავი, რომ მერე ხმა მიიღოს, ნდობა გამოუცხადონ და ასე შემდეგ. საქართველოში არიან პოლიტიკური პარტიები, რომლებიც საერთოდ არ არიან ამაზე ორიენტირებული და პირიქით, ყველაფერს აკეთებენ ისე, რომ ხალხის თვალში დაკარგონ საკუთარი, ასე ვთქვათ, რეპუტაცია. ერთადერთი, ვის მიმართაც ცდილობენ თავის მოწონებას, ეს არის გარე ძალები. ეს არის აბსოლუტურად გაუგონარი მოვლენა. რატომ? ეს არ არის ოპოზიცია, ეს არის ჩვეულებრივად უცხოური აგენტურა, შესაბამისად, აგენტურა ვერ იქნება ორიენტირებული ხალხზე, იქნება ორიენტირებული მხოლოდ საკუთარ პატრონებზე. ეს არის საერთო სურათი.

თუმცა, მე მინდა გითხრათ, რომ 2012 წელსაც ისინი იყვნენ აგენტურა, მაგრამ შემოვიდა პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილი და ჩაუტარა ჭადრაკის პარტია და თავი რომ რაღაცა ეგონათ, აჩვენა ვინ იყო რეალურად ნამდვილი გროსმეისტერი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, 2012 წლის შემდეგაც, მათ მუდმივად ჰქონდათ საკუთარი პატრონების მხარდაჭერა.

„ყოველ ჯერზე, როცა ჩვენ მივდიოდით, ჯერ კიდევ მე მახსოვს 2016-2017 წლები, იქ გვხვდებოდნენ ხოლმე დამძიმებული სახეებით ევროპარლამენტარები, აღმასრულებელი სტრუქტურების წარმომადგენლები, იგივე ხდებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. სამაგიეროდ ოპოზიცია ყოველთვის იყო ხოლმე კარგად მიღებული. რატომ? იმიტომ, რომ ეს არის აგენტურა. არავითარი კავშირი არა აქვს ამას არაფერთან. ჩვენ ბრიფინგზეც ვთქვით, რომ საერთოდ არც დემოკრატიის ხარისხი აინტერესებთ, არც ადამიანის უფლებები აინტერესებთ. დემოკრატია და ადამიანის უფლებები რომ ყოფილიყო მათი ინტერესის საგანი, რა თქმა უნდა, 2004-2012 წლებში მხარს არ დაუჭერდნენ მაშინდელ ხელისუფლებას. ეს საერთოდ არ აინტერესებთ. არც სხვა ქვეყნებში არ აინტერესებთ, არც მოლდოვაში, მაგალითად, არც ადამიანის უფლებები აინტერესებთ, არც დემოკრატია, არც დემოკრატიული არჩევნები, არაფერი არ აინტერესებთ. ყველა ძალიან კარგად ხედავს ამას.

ანუ, ამ ხალხს ყოველთვის ჰქონდა გარე მხარდაჭერა, ინსტიტუტების დონეზეც. რატომ? იმიტომ, რომ ისინი იყვნენ აგენტურა და ასე იმართებოდა პროცესები. მაგრამ ამან არ უშველა მათ არც 2012 წელს და არც 2012 წლის შემდეგ. 2012 წელს მიიღეს ერთი ჭადრაკის პარტია და 2012 წლის შემდეგ მიიღეს კიდევ ზევიდან 9 დამატებითი ჭადრაკის პარტია და ასე გაგრძელდება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1784233294

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში საშუალოდ 100 მილიონ დოლარს ხარჯავდნენ USAID-ის ხაზებით და ამდენივეს, დაახლოებით 100 მილიონ ევროს - ევროკავშირიდან, ეს იყო ძირითადად NGO-ების დაფინანსება

„სინამდვილეში საქართველოს ფეხზე დაყენებისთვის არაფერი არ კეთდებოდა, მაშინაც კი, როდესაც ამბობდნენ, რომ არავითარი პრობლემა არა ჰქონდათ ჩვენს ხელისუფლებასთან, ხალხთან, ქვეყანასთან. არაფერს არ აკეთებდნენ...

ირაკლი კობახიძე

1784232272

ახალი ამბები

პრემიერი - ეუთო გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ იყო ჩართული კოორდინირებულ თავდასხმაში ქართველი ხალხის წინააღმდეგ და ახლა ეს ინსტიტუტიც გარიეს ამ ყველაფერში

„ეუთო გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ იყო ჩართული კოორდინირებულ თავდასხმაში ქართველი ხალხის წინააღმდეგ და ახლა ეს ინსტიტუტიც გარიეს ამ ყველაფერში, ამის გამოხატულებაა სიცრუით და აბსურდით გაჯერებული...

ირაკლი კობახიძე

1784232121

ახალი ამბები

პრემიერი: ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ კონკრეტული ნაბიჯები, რაც იდგმება კონკრეტულ ქვეყნებთან მიმართებით, არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს ევროინტეგრაციის დაჩქარებას

„ევროპული ბიუროკრატია უნდა იყოს დაკავებული არა მარტივი პოლიტიკური თამაშებით, არამედ რეალურად უნდა ზრუნავდეს, მაგალითად, უკრაინაზე, სად ნახეთ ზრუნვა უკრაინისთვის“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მი...

ირაკლი კობახიძე

1784231988

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე - საქართველოს შეუძლია თურქმენეთისთვის ძალიან კარგი როლის შესრულება დაკავშირებადობის თვალსაზრისით, რაც მომგებიანი იქნება ორივე სახელმწიფოსთვის, ორივე ქვეყნის ხელისუფლება ვაცნობიერებთ თანამშრომლობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას

„თურქმენეთს აქვს ჩვენთვის ძალიან საინტერესო გეოგრაფიული მდებარეობა, ისიც არის დაკავშირებული კასპიის ზღვასთან და ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, ჩვენი ორი ქვეყნის მჭიდრო სავაჭრო-ეკონომიკ...

ირაკლი კობახიძე

1784231909

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე - ჩვენს ქვეყანას აქვს ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2031 წლის ჩათვლით ჩვენ გვექნება საშუალოდ 5.4 % ეკონომიკური ზრდა, რაც ევროპაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია

„რაც შეეხება შუა დერეფანს, რაც შეეხება დაკავშირებადობას, ჩვენს სატრანზიტო ფუნქციას, მაქსიმუმი კეთდება და ამის შედეგიც არის ის, რომ ქვეყანას აქვს ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი“, - ამის შესახებ საქართვ...

ირაკლი კობახიძე