ირაკლი კობახიძე - ქართველი ხალხი ხედავს, რომ ევროპული ბიუროკრატია მას ემტერება, არის განწყობილი მტრულად ქართველი ხალხის მიმართ და ამას გამოხატავს კონკრეტული ნაბიჯებით

„ქართველი ხალხი ხედავს, რომ ევროპული ბიუროკრატია მას ემტერება, არის განწყობილი მტრულად ქართველი ხალხის მიმართ და ამას გამოხატავს კონკრეტული ნაბიჯებით, ასეთ დროს, ნდობა უკიდურესად მცირდება ევროპული ბიუროკრატიის მიმართ და სამწუხაროდ ეს გადადის ნდობაზე ევროკავშირის მიმართაც“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ის ეთერში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის გამოთქვამს იმედს, რომ ეს ყველაფერი შემოტრიალდება და ევროპული ბიუროკრატია დაიწყებს სუვერენული გადაწყვეტილებების მიღებას.

„ქართველ ხალხს პირდაპირ ემტერებიან, მაგრამ არანაკლებ ემტერებიან მოლდოველ ხალხს და უკრაინელ ხალხს. მათ რომ ნდომებოდათ მოლდოველი ხალხის დახმარება, დაეხმარებოდნენ მოლდოვის ეკონომიკას ფეხზე დადგომაში. არ გააკეთეს და ამის შედეგი ნახეთ რა არის - რეფერენდუმი წააგო ევროკავშირმა მოლდოვაში. მოლდოვის მაცხოვრებელი მოსახლეობის მხოლოდ 45%-მა დაუჭირა მხარი ევროინტეგრაციას. მოლდოველი ხალხიც ხედავს, რომ სინამდვილეში ხალხს არავინ ეხმარება და ამის შედეგია უმძიმესი ეკონომიკური კრიზისი, რომელშიც არის გახვეული დღეს მოლდოვა. მოლდოვის პრეზიდენტმა წააგო არჩევნები და ბარიერი გადალახა მხოლოდ ემიგრანტების ხარჯზე. ანუ რეალურად ქვეყნის გარეთ ვინც ცხოვრობს, იმან მისცა ხმა, და ქვეყნის შიგნით ვინც ცხოვრობს, იმან არ დაუჭირა მხარი 50-ზე მეტი პროცენტით პრეზიდენტის არჩევას.

მოლდოველი ხალხიც კი არ აინტერესებთ, რომელთანაც ფორმალურად მათ არ აქვთ არავითარი დაპირისპირება. ქართველ ხალხთან მათ უკვე გაფორმებული აქვთ დაპირისპირება, შესაბამისად, რა თქმა უნდა, ისინი ქართველ ხალხზე არავითარ შემთხვევაში არ ზრუნავენ. თვითონ „ევრობარომეტრის“ გამოკითხვაც აჩვენებს, მათივე ჩატარებული გამოკითხვაც, რომ ევროპული სტრუქტურების მიმართ, ზოგადად ევროკავშირის მიმართ ნდობაც არის შემცირებული. ამ ყველაფერს ხედავს საზოგადოება. განსაკუთრებით როცა ეკითხები ხალხს გამოკითხვებში, რას ფიქრობენ ევროპულ ბიუროკრატიასთან დაკავშირებით - ნდობა არის დაახლოებით იმავე დონეზე, რაც არის NGO-ების მიმართ ნდობა.

ეს არის ძალიან დაბალი მაჩვენებელი, დაახლოებით 15-20 პროცენტის ფარგლებში მერყეობს.ეს არის, იმ პოლიტიკის შედეგი, რომელსაც ხედავს საზოგადოება ქართველი ხალხი ხედავს, რომ ევროპული ბიუროკრატია მას ემტერება. არის განწყობილი მტრულად ქართველი ხალხის მიმართ და ამას გამოხატავს კონკრეტული ნაბიჯებით. ასეთ დროს, რა თქმა უნდა, ნდობა უკიდურესად მცირდება ევროპული ბიუროკრატიის მიმართ და სამწუხაროდ ეს გადადის ნდობაზე ევროკავშირის მიმართაც, რაც კვლევებით დასტურდება, მათ შორის „ევრობარომეტრის“ კვლევებით, რაც ძალიან დასანანია. ჩვენ გვაქვს იმედი, რომ რაღაც მომენტში ეს ყველაფერი შემოტრიალდება და ევროპული ბიუროკრატია დაიწყებს სუვერენული გადაწყვეტილებების მიღებას“, - განაცხადა პრემიერმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1784233294

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში საშუალოდ 100 მილიონ დოლარს ხარჯავდნენ USAID-ის ხაზებით და ამდენივეს, დაახლოებით 100 მილიონ ევროს - ევროკავშირიდან, ეს იყო ძირითადად NGO-ების დაფინანსება

„სინამდვილეში საქართველოს ფეხზე დაყენებისთვის არაფერი არ კეთდებოდა, მაშინაც კი, როდესაც ამბობდნენ, რომ არავითარი პრობლემა არა ჰქონდათ ჩვენს ხელისუფლებასთან, ხალხთან, ქვეყანასთან. არაფერს არ აკეთებდნენ...

ირაკლი კობახიძე

1784232272

ახალი ამბები

პრემიერი - ეუთო გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ იყო ჩართული კოორდინირებულ თავდასხმაში ქართველი ხალხის წინააღმდეგ და ახლა ეს ინსტიტუტიც გარიეს ამ ყველაფერში

„ეუთო გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ იყო ჩართული კოორდინირებულ თავდასხმაში ქართველი ხალხის წინააღმდეგ და ახლა ეს ინსტიტუტიც გარიეს ამ ყველაფერში, ამის გამოხატულებაა სიცრუით და აბსურდით გაჯერებული...

ირაკლი კობახიძე

1784232121

ახალი ამბები

პრემიერი: ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ კონკრეტული ნაბიჯები, რაც იდგმება კონკრეტულ ქვეყნებთან მიმართებით, არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს ევროინტეგრაციის დაჩქარებას

„ევროპული ბიუროკრატია უნდა იყოს დაკავებული არა მარტივი პოლიტიკური თამაშებით, არამედ რეალურად უნდა ზრუნავდეს, მაგალითად, უკრაინაზე, სად ნახეთ ზრუნვა უკრაინისთვის“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მი...

ირაკლი კობახიძე

1784231988

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე - საქართველოს შეუძლია თურქმენეთისთვის ძალიან კარგი როლის შესრულება დაკავშირებადობის თვალსაზრისით, რაც მომგებიანი იქნება ორივე სახელმწიფოსთვის, ორივე ქვეყნის ხელისუფლება ვაცნობიერებთ თანამშრომლობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას

„თურქმენეთს აქვს ჩვენთვის ძალიან საინტერესო გეოგრაფიული მდებარეობა, ისიც არის დაკავშირებული კასპიის ზღვასთან და ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, ჩვენი ორი ქვეყნის მჭიდრო სავაჭრო-ეკონომიკ...

ირაკლი კობახიძე

1784231909

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე - ჩვენს ქვეყანას აქვს ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2031 წლის ჩათვლით ჩვენ გვექნება საშუალოდ 5.4 % ეკონომიკური ზრდა, რაც ევროპაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია

„რაც შეეხება შუა დერეფანს, რაც შეეხება დაკავშირებადობას, ჩვენს სატრანზიტო ფუნქციას, მაქსიმუმი კეთდება და ამის შედეგიც არის ის, რომ ქვეყანას აქვს ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი“, - ამის შესახებ საქართვ...

ირაკლი კობახიძე