პრემიერი: ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ კონკრეტული ნაბიჯები, რაც იდგმება კონკრეტულ ქვეყნებთან მიმართებით, არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს ევროინტეგრაციის დაჩქარებას
„ევროპული ბიუროკრატია უნდა იყოს დაკავებული არა მარტივი პოლიტიკური თამაშებით, არამედ რეალურად უნდა ზრუნავდეს, მაგალითად, უკრაინაზე, სად ნახეთ ზრუნვა უკრაინისთვის“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ის ეთერში განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ეს კონკრეტული ნაბიჯები, რაც იდგმება კონკრეტულ ქვეყნებთან მიმართებით, არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს ევროინტეგრაციის დაჩქარებას და ამის უამრავი მაგალითი არსებობს.
„გზა სად გაივლის, ამას წყვეტს გეოგრაფია და ამ გზას რეალურად ალტერნატივა, რეალური ალტერნატივა არა აქვს, შესაბამისად ვერავინ შეცვლის გეოგრაფიას. ეს არის მარტივი რაღაც პოლიტიკური გზავნილები, რომლებიც არის გათვლილი მოკლევადიან ეფექტზე. სხვა მეტი დატვირთვა ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, ვერ ექნება. იგივე შეეხება ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით, ე.წ. სუპერ სამშაბათს. ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ეს კონკრეტული ნაბიჯები, რაც იდგმება კონკრეტულ ქვეყნებთან მიმართებით, არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს ევროინტეგრაციის დაჩქარებას და ამის უამრავი მაგალითი არსებობს.
არის ქვეყნები, რომლებიც 15 წელია არიან მოლაპარაკებების რეჟიმში, მინიჭებული აქვთ კანდიდატის სტატუსი, თუმცა მათ ნაწილს საერთოდ არავითარი პროგრესი არა აქვს. ამიტომ ეს მთლიანად ფორმალობებია, მთლიანად განკუთვნილია რაღაც მოკლევადიან პოლიტიკურ ეფექტზე, არავითარი არც ეკონომიკური და არც სხვა რაიმე არსებითი პოლიტიკური შედეგი არ მოაქვს ამ ყველაფერს შესაბამისი ქვეყნებისთვის. არის კიდევ ერთხელ მარტივი პოლიტიკური თამაშები, რაც ძალიან სამწუხაროა. ევროპული ბიუროკრატია უნდა იყოს დაკავებული არა ასეთი მარტივი პოლიტიკური თამაშებით, არამედ რეალურად უნდა ზრუნავდეს, მაგალითად, უკრაინაზე. სად ნახეთ თქვენ ზრუნვა უკრაინისთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
1784233294
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში საშუალოდ 100 მილიონ დოლარს ხარჯავდნენ USAID-ის ხაზებით და ამდენივეს, დაახლოებით 100 მილიონ ევროს - ევროკავშირიდან, ეს იყო ძირითადად NGO-ების დაფინანსება
„სინამდვილეში საქართველოს ფეხზე დაყენებისთვის არაფერი არ კეთდებოდა, მაშინაც კი, როდესაც ამბობდნენ, რომ არავითარი პრობლემა არა ჰქონდათ ჩვენს ხელისუფლებასთან, ხალხთან, ქვეყანასთან. არაფერს არ აკეთებდნენ...
1784232272
ახალი ამბებიპრემიერი - ეუთო გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ იყო ჩართული კოორდინირებულ თავდასხმაში ქართველი ხალხის წინააღმდეგ და ახლა ეს ინსტიტუტიც გარიეს ამ ყველაფერში
„ეუთო გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ იყო ჩართული კოორდინირებულ თავდასხმაში ქართველი ხალხის წინააღმდეგ და ახლა ეს ინსტიტუტიც გარიეს ამ ყველაფერში, ამის გამოხატულებაა სიცრუით და აბსურდით გაჯერებული...
1784231988
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე - საქართველოს შეუძლია თურქმენეთისთვის ძალიან კარგი როლის შესრულება დაკავშირებადობის თვალსაზრისით, რაც მომგებიანი იქნება ორივე სახელმწიფოსთვის, ორივე ქვეყნის ხელისუფლება ვაცნობიერებთ თანამშრომლობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას
„თურქმენეთს აქვს ჩვენთვის ძალიან საინტერესო გეოგრაფიული მდებარეობა, ისიც არის დაკავშირებული კასპიის ზღვასთან და ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, ჩვენი ორი ქვეყნის მჭიდრო სავაჭრო-ეკონომიკ...
1784231909
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე - ჩვენს ქვეყანას აქვს ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2031 წლის ჩათვლით ჩვენ გვექნება საშუალოდ 5.4 % ეკონომიკური ზრდა, რაც ევროპაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია
„რაც შეეხება შუა დერეფანს, რაც შეეხება დაკავშირებადობას, ჩვენს სატრანზიტო ფუნქციას, მაქსიმუმი კეთდება და ამის შედეგიც არის ის, რომ ქვეყანას აქვს ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი“, - ამის შესახებ საქართვ...
1784231424
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: 2031 წლისთვის პრაქტიკულად ყველა ჩქაროსნული ავტომაგისტრალი უკვე აშენებული იქნება, გრძელდება რკინიგზის მოდერნიზაცია, ვაშენებთ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს, ვითარდება აეროპორტების ინფრასტრუქტურა
„სერიოზული ინვესტიციები ხორციელდება დაკავშირებადობის მიმართულებით - ჩვენი გეგმის თანახმად, 2031 წლისთვის პრაქტიკულად ყველა ჩქაროსნული ავტომაგისტრალი უკვე აშენებული იქნება“, - ამის შესახებ საქართველოს...































