პრემიერი - ეუთო გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ იყო ჩართული კოორდინირებულ თავდასხმაში ქართველი ხალხის წინააღმდეგ და ახლა ეს ინსტიტუტიც გარიეს ამ ყველაფერში
„ეუთო გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ იყო ჩართული კოორდინირებულ თავდასხმაში ქართველი ხალხის წინააღმდეგ და ახლა ეს ინსტიტუტიც გარიეს ამ ყველაფერში, ამის გამოხატულებაა სიცრუით და აბსურდით გაჯერებული ის რეზოლუცია, რომელიც დამტკიცდა საპარლამენტო ასამბლეაში“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ის ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, ეს რეზოლუცია არის მორიგი მტრული აქტი ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ.
„რაღაც დროის განმავლობაში, სხვათა შორის, ეუთოს უფრთხილდებოდნენ, შედარებით, ასე ვთქვათ, დაცული იყო ამ გავლენის ეფექტისგან, მაგრამ ვხედავთ, რომ პირდაპირ ეუთოც ჩართეს უკვე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სახით კოორდინირებულ შეტევაში ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ამის გამოხატულებაა სიცრუით და აბსურდით გაჯერებული რეზოლუცია, რომელიც დამტკიცდა საპარლამენტო ასამბლეაში. ეს არის ჯო უილსონის მიერ ინიცირებული პროექტი, რაც ძალიან სამწუხაროა.
კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეუთო გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ იყო ჩართული კოორდინირებულ თავდასხმაში ქართველი ხალხის წინააღმდეგ და ახლა ეს ინსტიტუტიც უკვე გარიეს ამ ყველაფერში. ეს არის მორიგი აქტი, რომელიც განსაკუთრებულ ჩაღრმავებულ შეფასებას არც იმსახურებს, არის მორიგი მტრული აქტი ქართველი ხალხის წინააღმდეგ და ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ,” - აღნიშნა პრემიერმა.
1784233350
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე - ქართველი ხალხი ხედავს, რომ ევროპული ბიუროკრატია მას ემტერება, არის განწყობილი მტრულად ქართველი ხალხის მიმართ და ამას გამოხატავს კონკრეტული ნაბიჯებით
„ქართველი ხალხი ხედავს, რომ ევროპული ბიუროკრატია მას ემტერება, არის განწყობილი მტრულად ქართველი ხალხის მიმართ და ამას გამოხატავს კონკრეტული ნაბიჯებით, ასეთ დროს, ნდობა უკიდურესად მცირდება ევროპული ბიუ...
1784233294
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში საშუალოდ 100 მილიონ დოლარს ხარჯავდნენ USAID-ის ხაზებით და ამდენივეს, დაახლოებით 100 მილიონ ევროს - ევროკავშირიდან, ეს იყო ძირითადად NGO-ების დაფინანსება
„სინამდვილეში საქართველოს ფეხზე დაყენებისთვის არაფერი არ კეთდებოდა, მაშინაც კი, როდესაც ამბობდნენ, რომ არავითარი პრობლემა არა ჰქონდათ ჩვენს ხელისუფლებასთან, ხალხთან, ქვეყანასთან. არაფერს არ აკეთებდნენ...
1784232121
ახალი ამბებიპრემიერი: ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ კონკრეტული ნაბიჯები, რაც იდგმება კონკრეტულ ქვეყნებთან მიმართებით, არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს ევროინტეგრაციის დაჩქარებას
„ევროპული ბიუროკრატია უნდა იყოს დაკავებული არა მარტივი პოლიტიკური თამაშებით, არამედ რეალურად უნდა ზრუნავდეს, მაგალითად, უკრაინაზე, სად ნახეთ ზრუნვა უკრაინისთვის“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მი...
1784231988
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე - საქართველოს შეუძლია თურქმენეთისთვის ძალიან კარგი როლის შესრულება დაკავშირებადობის თვალსაზრისით, რაც მომგებიანი იქნება ორივე სახელმწიფოსთვის, ორივე ქვეყნის ხელისუფლება ვაცნობიერებთ თანამშრომლობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას
„თურქმენეთს აქვს ჩვენთვის ძალიან საინტერესო გეოგრაფიული მდებარეობა, ისიც არის დაკავშირებული კასპიის ზღვასთან და ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, ჩვენი ორი ქვეყნის მჭიდრო სავაჭრო-ეკონომიკ...
1784231909
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე - ჩვენს ქვეყანას აქვს ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2031 წლის ჩათვლით ჩვენ გვექნება საშუალოდ 5.4 % ეკონომიკური ზრდა, რაც ევროპაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია
„რაც შეეხება შუა დერეფანს, რაც შეეხება დაკავშირებადობას, ჩვენს სატრანზიტო ფუნქციას, მაქსიმუმი კეთდება და ამის შედეგიც არის ის, რომ ქვეყანას აქვს ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი“, - ამის შესახებ საქართვ...































