პრემიერი სააკაშვილზე - მთავარი მიზეზი, რატომაც ის აბსოლუტურად არაადეკვატურად მოქმედებს არის ის, რომ ბოლომდე დაკარგულია, როგორც პოლიტიკური ფიგურა, ეს ადამიანი პოლიტიკური გადმოსახედიდან მაინცდამაინც საინტერესო არ არის

„სააკაშვილი საერთოდ დაკარგული ფიგურაა და ამის გამოხატულებაა მისი ყველა ქმედება, ის ხედავს, რომ ფიგურად აღარ აღიქმება არც ოპოზიციაში, არც საკუთარ პარტიაში, პარტიის წევრების უმრავლესობის მხრიდან“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ის ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილი ცდილობს, რომ დარჩენილი რესურსი მაქსიმალურად გამოიყენოს, თუმცა არც საზოგადოების ნდობა აქვს და საკუთარ პოლიტიკურ ძალაშიც დაკარგა ფიგურის სტატუსი.

„მთავარი მიზეზი, რატომაც ის აბსოლუტურად არაადეკვატურად მოქმედებს, მათ შორის საკუთარი ინტერესების გადმოსახედიდან რომ შევაფასოთ, არის ის, რომ ის ბოლომდე დაკარგულია როგორც პოლიტიკური ფიგურა. არც საზოგადოების ნდობა აქვს და საკუთარ ძალაშიც კი, პოლიტიკურ ძალაშიც კი, დაკარგა რეალურად ფიგურის სტატუსი. საინტერესო არ არის მაინცდამაინც ეს ადამიანი პოლიტიკური გადმოსახედიდან. სამედიცინო გადმოსახედიდან შეიძლება იყოს საინტერესო,” - აღნიშნა პრემიერმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1784233294

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში საშუალოდ 100 მილიონ დოლარს ხარჯავდნენ USAID-ის ხაზებით და ამდენივეს, დაახლოებით 100 მილიონ ევროს - ევროკავშირიდან, ეს იყო ძირითადად NGO-ების დაფინანსება

„სინამდვილეში საქართველოს ფეხზე დაყენებისთვის არაფერი არ კეთდებოდა, მაშინაც კი, როდესაც ამბობდნენ, რომ არავითარი პრობლემა არა ჰქონდათ ჩვენს ხელისუფლებასთან, ხალხთან, ქვეყანასთან. არაფერს არ აკეთებდნენ...

ირაკლი კობახიძე

1784232272

ახალი ამბები

პრემიერი - ეუთო გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ იყო ჩართული კოორდინირებულ თავდასხმაში ქართველი ხალხის წინააღმდეგ და ახლა ეს ინსტიტუტიც გარიეს ამ ყველაფერში

„ეუთო გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ იყო ჩართული კოორდინირებულ თავდასხმაში ქართველი ხალხის წინააღმდეგ და ახლა ეს ინსტიტუტიც გარიეს ამ ყველაფერში, ამის გამოხატულებაა სიცრუით და აბსურდით გაჯერებული...

ირაკლი კობახიძე

1784232121

ახალი ამბები

პრემიერი: ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ კონკრეტული ნაბიჯები, რაც იდგმება კონკრეტულ ქვეყნებთან მიმართებით, არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს ევროინტეგრაციის დაჩქარებას

„ევროპული ბიუროკრატია უნდა იყოს დაკავებული არა მარტივი პოლიტიკური თამაშებით, არამედ რეალურად უნდა ზრუნავდეს, მაგალითად, უკრაინაზე, სად ნახეთ ზრუნვა უკრაინისთვის“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მი...

ირაკლი კობახიძე

1784231988

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე - საქართველოს შეუძლია თურქმენეთისთვის ძალიან კარგი როლის შესრულება დაკავშირებადობის თვალსაზრისით, რაც მომგებიანი იქნება ორივე სახელმწიფოსთვის, ორივე ქვეყნის ხელისუფლება ვაცნობიერებთ თანამშრომლობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას

„თურქმენეთს აქვს ჩვენთვის ძალიან საინტერესო გეოგრაფიული მდებარეობა, ისიც არის დაკავშირებული კასპიის ზღვასთან და ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, ჩვენი ორი ქვეყნის მჭიდრო სავაჭრო-ეკონომიკ...

ირაკლი კობახიძე

1784231909

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე - ჩვენს ქვეყანას აქვს ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2031 წლის ჩათვლით ჩვენ გვექნება საშუალოდ 5.4 % ეკონომიკური ზრდა, რაც ევროპაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია

„რაც შეეხება შუა დერეფანს, რაც შეეხება დაკავშირებადობას, ჩვენს სატრანზიტო ფუნქციას, მაქსიმუმი კეთდება და ამის შედეგიც არის ის, რომ ქვეყანას აქვს ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი“, - ამის შესახებ საქართვ...

ირაკლი კობახიძე