ირაკლი კობახიძე - საქართველოს შეუძლია თურქმენეთისთვის ძალიან კარგი როლის შესრულება დაკავშირებადობის თვალსაზრისით, რაც მომგებიანი იქნება ორივე სახელმწიფოსთვის, ორივე ქვეყნის ხელისუფლება ვაცნობიერებთ თანამშრომლობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას
„თურქმენეთს აქვს ჩვენთვის ძალიან საინტერესო გეოგრაფიული მდებარეობა, ისიც არის დაკავშირებული კასპიის ზღვასთან და ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, ჩვენი ორი ქვეყნის მჭიდრო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ის ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, ვიზიტები შედგა ასევე საქართველოდან შუა აზიის ქვეყნებში და შუა აზიის ქვეყნებიდან საქართველოში და ბოლო პერიოდის განმავლობაში ორ ძალიან პრინციპულ შეთანხმებას მოეწერა ხელი - სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას ყაზახეთთან და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას უზბეკეთთან.
„თურქმენეთი არის ბუნებრივი რესურსებით მდიდარი ქვეყანა, შესაბამისად საქართველოს შეუძლია კონკრეტულად თურქმენეთისთვის ძალიან კარგი როლის შესრულება დაკავშირებადობის თვალსაზრისით, რაც მომგებიანი იქნება ბუნებრივია ჩვენი ქვეყნისთვის, ორმხრივად მომგებიანი იქნება ორივე სახელმწიფოსთვის. შესაბამისად ამ რესურსის გათვალისწინებით, ორივე ქვეყანა, ორივე ქვეყნის ხელისუფლება ვაცნობიერებთ ჩვენი თანამშრომლობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას და ამის დასტურია ის ვიზიტი, რომელიც დღეს ხორციელდება თურქმენეთის პრეზიდენტის მხრიდან საქართველოში.გარდა იმისა, რომ ვიზიტები შედგა ჩვენგან შუა აზიის ქვეყნებში და შუა აზიის ქვეყნებიდან საქართველოში, ჩვენ ორ ძალიან პრინციპულ შეთანხმებას მოვაწერეთ ხელი ამ პერიოდის განმავლობაში: ეს იყო სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება ყაზახეთთან და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება უზბეკეთთან. ეს არის ორი უმსხვილესი ეკონომიკა შუა აზიის სივრცეში. აქედან გამომდინარე ეს შეთანხმებები განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს ჩვენი სავაჭრო-ეკონომიკური პოტენციალის ათვისების თვალსაზრისით. ეს არ არის უბრალოდ ვიზიტები, შეხვედრები, ეს არის ვიზიტები და შეხვედრები, რომლებსაც მოაქვთ ძალიან კონკრეტული, ხელშესახები შედეგები.
ასევე ჩინეთთან ჩვენ ჯერ ორი წლის წინ დაახლოებით ხელი მოვაწერეთ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას და ახლა უკვე ხელი მოვაწერეთ ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას. ამ ორი წლის განმავლობაში, მას შემდეგ რაც გაფორმდა სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება, ჩვენ გვქონდა სხვადასხვა მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი შედეგები.
ეს არის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, ეს ეხება როგორც იმპორტს, ასევე ქართული პროდუქციის ექსპორტს ჩინეთში. საშუალოდ, დაახლოებით, 20 %-ით იზრდება ბოლო სამი წლის განმავლობაში ჩვენი სავაჭრო ბრუნვა ჩინეთთან. ასევე, უვიზო რეჟიმი შემოვიღეთ ორმხრივად. უკვე ხორციელდება პირდაპირი ფრენები საქართველოსა და ჩინეთს შორის –გუშინ შესრულდა პირველი პირდაპირი რეისი თბილისსა და შანხაის შორის. რა თქმა უნდა, ეს არის კონკრეტული ხელშესახები შედეგები, რაც მოიტანა ჩვენმა შეთანხმებამ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან,”- განაცხადა პრემიერმა.
1784233294
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში საშუალოდ 100 მილიონ დოლარს ხარჯავდნენ USAID-ის ხაზებით და ამდენივეს, დაახლოებით 100 მილიონ ევროს - ევროკავშირიდან, ეს იყო ძირითადად NGO-ების დაფინანსება
„სინამდვილეში საქართველოს ფეხზე დაყენებისთვის არაფერი არ კეთდებოდა, მაშინაც კი, როდესაც ამბობდნენ, რომ არავითარი პრობლემა არა ჰქონდათ ჩვენს ხელისუფლებასთან, ხალხთან, ქვეყანასთან. არაფერს არ აკეთებდნენ...
1784232272
ახალი ამბებიპრემიერი - ეუთო გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ იყო ჩართული კოორდინირებულ თავდასხმაში ქართველი ხალხის წინააღმდეგ და ახლა ეს ინსტიტუტიც გარიეს ამ ყველაფერში
„ეუთო გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ იყო ჩართული კოორდინირებულ თავდასხმაში ქართველი ხალხის წინააღმდეგ და ახლა ეს ინსტიტუტიც გარიეს ამ ყველაფერში, ამის გამოხატულებაა სიცრუით და აბსურდით გაჯერებული...
1784232121
ახალი ამბებიპრემიერი: ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ კონკრეტული ნაბიჯები, რაც იდგმება კონკრეტულ ქვეყნებთან მიმართებით, არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს ევროინტეგრაციის დაჩქარებას
„ევროპული ბიუროკრატია უნდა იყოს დაკავებული არა მარტივი პოლიტიკური თამაშებით, არამედ რეალურად უნდა ზრუნავდეს, მაგალითად, უკრაინაზე, სად ნახეთ ზრუნვა უკრაინისთვის“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მი...
1784231909
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე - ჩვენს ქვეყანას აქვს ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2031 წლის ჩათვლით ჩვენ გვექნება საშუალოდ 5.4 % ეკონომიკური ზრდა, რაც ევროპაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია
„რაც შეეხება შუა დერეფანს, რაც შეეხება დაკავშირებადობას, ჩვენს სატრანზიტო ფუნქციას, მაქსიმუმი კეთდება და ამის შედეგიც არის ის, რომ ქვეყანას აქვს ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი“, - ამის შესახებ საქართვ...
1784231424
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: 2031 წლისთვის პრაქტიკულად ყველა ჩქაროსნული ავტომაგისტრალი უკვე აშენებული იქნება, გრძელდება რკინიგზის მოდერნიზაცია, ვაშენებთ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს, ვითარდება აეროპორტების ინფრასტრუქტურა
„სერიოზული ინვესტიციები ხორციელდება დაკავშირებადობის მიმართულებით - ჩვენი გეგმის თანახმად, 2031 წლისთვის პრაქტიკულად ყველა ჩქაროსნული ავტომაგისტრალი უკვე აშენებული იქნება“, - ამის შესახებ საქართველოს...































