პრემიერი - როდესაც ხედავ, რომ 30%-დან შენი, ევროკავშირის წილი გლობალურ ეკონომიკაში შემცირდა 17,5%-მდე და მაღალი ალბათობით შეიძლება კიდევ უფრო შემცირდეს
„როდესაც ხედავ, რომ 30 %-დან შენი, ევროკავშირის წილი გლობალურ ეკონომიკაში შემცირდა 17,5 %-მდე და მაღალი ალბათობით შეიძლება კიდევ უფრო მეტად შემცირდეს, ამასობაში ძალიან სწრაფად გაიზარდა ამერიკის ეკონომიკა, ჩინეთის ეკონომიკა და ორივე ჩრდილავს უკვე ევროკავშირს ეკონომიკური თვალსაზრისით, ასეთ დროს რაღაც მომენტში უნდა გამოფხიზლდნენ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ის ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, კონკრეტული პროგნოზის გაკეთება რთულია, თუმცა ქართული მხარის ოპტიმიზმი ეფუძნება იმას, რომ ვიღაც უნდა გამოფხიზლდეს და გააცნობიეროს ევროპულ ბიუროკრატიაში, რომ სუვერენული პოლიტიკის დროა და აღარ არის გარე ძალების კარნახით მოქმედების დრო.
„მე კონკრეტული პროგნოზის გაკეთება ძალიან გამიჭირდება - რა შეიძლება მოხდეს, როდის შეიძლება მოხდეს, როგორ შეიძლება მოხდეს. ყველაფერი არის აბსოლუტურად არაპროგნოზირებადი. მთელი სამყარო გახდა, სამწუხაროდ, არაპროგნოზირებადი. უკრაინის ომთან დაკავშირებით მილიონი პროგნოზი კეთდებოდა, მაგრამ ვეღარავინ ვეღარ ამბობს უკვე, როდის შეიძლება ეს ომი დასრულდეს. ასეთი ომი საერთოდ გაუგონარია - ფრონტის ხაზი არის პრაქტიკულად ერთ დონეზე გაჩერებული უკვე ამდენი წლის განმავლობაში. რაც, გაუგებარი რამეა. ასევე ირანის გარშემო გაუგებრად ვითარდება მოვლენები.
არაპროგნოზირებადი გახდა ზოგადად გლობალური პოლიტიკა. ასეთივე არაპროგნოზირებადია ევროკავშირი.რაც შეეხება ოპტიმიზმს, ეს არის უბრალოდ ზოგადი ოპტიმიზმი, რაც ეფუძნება რას, რომ რაღაც მომენტში ვიღაცამ უნდა დაინახოს, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება. როდესაც ხედავ, რომ 30 %-დან ევროკავშირის წილი გლობალურ ეკონომიკაში შემცირდა 17,5 %-მდე და მაღალი ალბათობით შეიძლება კიდევ უფრო მეტად შემცირდეს. ამასობაში ძალიან სწრაფად გაიზარდა ამერიკის ეკონომიკა, ჩინეთის ეკონომიკა და ორივე ჩრდილავს უკვე ევროკავშირს ეკონომიკური თვალსაზრისით. ასეთ დროს რაღაც მომენტში უნდა გამოფხიზლდნენ.ან როდესაც ხედავ, რომ საერთოდ ჩაგეკეტა წვდომა იაფ ბუნებრივ რესურსებზე, რასაც ეწირება პირდაპირ ევროპული ინდუსტრიები - მაგალითად, გერმანული ავტოინდუსტრია არის უმძიმესი კრიზისის ქვეშ, რაც არის ზუსტად ამ ყველაფრის შედეგი და გამოხატულება.
რაღაც მომენტში, ჩვენი ოპტიმიზმი ეფუძნება იმას, რომ ვიღაც უნდა გამოფხიზლდეს, ვიღაცამ უნდა შეხედოს სხვანაირად მოვლენებს, ვიღაცამ უნდა გააცნობიეროს, რომ სუვერენული პოლიტიკის დროა და აღარ არის იმის დრო, რომ გარე ძალების კარნახით იმოქმედოს ევროპულმა ბიუროკრატიამ. ეს ზოგადი ოპტიმიზმი ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ,” - აღნიშნა პრემიერმა.
1784233294
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში საშუალოდ 100 მილიონ დოლარს ხარჯავდნენ USAID-ის ხაზებით და ამდენივეს, დაახლოებით 100 მილიონ ევროს - ევროკავშირიდან, ეს იყო ძირითადად NGO-ების დაფინანსება
„სინამდვილეში საქართველოს ფეხზე დაყენებისთვის არაფერი არ კეთდებოდა, მაშინაც კი, როდესაც ამბობდნენ, რომ არავითარი პრობლემა არა ჰქონდათ ჩვენს ხელისუფლებასთან, ხალხთან, ქვეყანასთან. არაფერს არ აკეთებდნენ...
1784232272
ახალი ამბებიპრემიერი - ეუთო გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ იყო ჩართული კოორდინირებულ თავდასხმაში ქართველი ხალხის წინააღმდეგ და ახლა ეს ინსტიტუტიც გარიეს ამ ყველაფერში
„ეუთო გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ იყო ჩართული კოორდინირებულ თავდასხმაში ქართველი ხალხის წინააღმდეგ და ახლა ეს ინსტიტუტიც გარიეს ამ ყველაფერში, ამის გამოხატულებაა სიცრუით და აბსურდით გაჯერებული...
1784232121
ახალი ამბებიპრემიერი: ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ კონკრეტული ნაბიჯები, რაც იდგმება კონკრეტულ ქვეყნებთან მიმართებით, არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს ევროინტეგრაციის დაჩქარებას
„ევროპული ბიუროკრატია უნდა იყოს დაკავებული არა მარტივი პოლიტიკური თამაშებით, არამედ რეალურად უნდა ზრუნავდეს, მაგალითად, უკრაინაზე, სად ნახეთ ზრუნვა უკრაინისთვის“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მი...
1784231988
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე - საქართველოს შეუძლია თურქმენეთისთვის ძალიან კარგი როლის შესრულება დაკავშირებადობის თვალსაზრისით, რაც მომგებიანი იქნება ორივე სახელმწიფოსთვის, ორივე ქვეყნის ხელისუფლება ვაცნობიერებთ თანამშრომლობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას
„თურქმენეთს აქვს ჩვენთვის ძალიან საინტერესო გეოგრაფიული მდებარეობა, ისიც არის დაკავშირებული კასპიის ზღვასთან და ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, ჩვენი ორი ქვეყნის მჭიდრო სავაჭრო-ეკონომიკ...
1784231909
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე - ჩვენს ქვეყანას აქვს ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2031 წლის ჩათვლით ჩვენ გვექნება საშუალოდ 5.4 % ეკონომიკური ზრდა, რაც ევროპაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია
„რაც შეეხება შუა დერეფანს, რაც შეეხება დაკავშირებადობას, ჩვენს სატრანზიტო ფუნქციას, მაქსიმუმი კეთდება და ამის შედეგიც არის ის, რომ ქვეყანას აქვს ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი“, - ამის შესახებ საქართვ...































