ირაკლი კობახიძე: 2031 წლისთვის პრაქტიკულად ყველა ჩქაროსნული ავტომაგისტრალი უკვე აშენებული იქნება, გრძელდება რკინიგზის მოდერნიზაცია, ვაშენებთ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს, ვითარდება აეროპორტების ინფრასტრუქტურა
„სერიოზული ინვესტიციები ხორციელდება დაკავშირებადობის მიმართულებით - ჩვენი გეგმის თანახმად, 2031 წლისთვის პრაქტიკულად ყველა ჩქაროსნული ავტომაგისტრალი უკვე აშენებული იქნება“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ის ეთერში განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, დაკავშირებადობის მიმართულებით მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება.
„ჩვენი გეგმის თანახმად, 2031 წლისთვის პრაქტიკულად ყველა ჩქაროსნული ავტომაგისტრალი უკვე აშენებული იქნება, ერთი კონკრეტული მონაკვეთის გარდა. გარდა ამისა, აქტიურად გრძელდება რკინიგზის მოდერნიზაცია, რკინიგზის რესურსების გაძლიერება. ვაშენებთ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს და აქაც აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები. აეროპორტების ინფრასტრუქტურა ვითარდება — ეს ეხება სამივე საერთაშორისო აეროპორტს, რომელიც ფუნქციონირებს ჩვენს ქვეყანაში. ეს არის ძალიან მასშტაბური ინვესტიციები, რაც ხორციელდება ინფრასტრუქტურაში და ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის კიდევ უფრო მეტად განვითარებას. ამასთან ერთად ვაღრმავებთ ჩვენს ურთიერთობებს შესაბამის ქვეყნებთან, ეს არის ჩვენი რეგიონის ქვეყნები, ჩვენი მეზობელი ქვეყნები. გვაქვს არაჩვეულებრივი ურთიერთობები ჩვენს სამ მეზობელ ქვეყანასთან, ეს არის აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთი და ამ ყველაფერს აქვს საკვანძო როლი სწორედ დაკავშირებადობის, სატრანზიტო ფუნქციის თვალსაზრისით“, - განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძის თქმით, ბოლო პერიოდის განმავლობაში მთავრობა აქტიურად მუშაობს შუა აზიის ქვეყნებთან ჩვენი ურთიერთობების განვითარებაზე.
„მე მქონდა მარტო ბოლო დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში სამი ვიზიტი შუა აზიის სამ ქვეყანაში და ორი პრეზიდენტი ეწვია საქართველოს იმავე პერიოდში. ხუთივე ქვეყანასთან შუა აზიაში ჩვენ მაქსიმალურად ვაღრმავებთ ურთიერთობებს. პოტენციალი ძალიან დიდია და მთავარია, რომ ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ამ პოტენციალის მაქსიმალურად ათვისებისთვის“, - განაცხადა პრემიერმა.
1784233350
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე - ქართველი ხალხი ხედავს, რომ ევროპული ბიუროკრატია მას ემტერება, არის განწყობილი მტრულად ქართველი ხალხის მიმართ და ამას გამოხატავს კონკრეტული ნაბიჯებით
„ქართველი ხალხი ხედავს, რომ ევროპული ბიუროკრატია მას ემტერება, არის განწყობილი მტრულად ქართველი ხალხის მიმართ და ამას გამოხატავს კონკრეტული ნაბიჯებით, ასეთ დროს, ნდობა უკიდურესად მცირდება ევროპული ბიუ...
1784233294
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში საშუალოდ 100 მილიონ დოლარს ხარჯავდნენ USAID-ის ხაზებით და ამდენივეს, დაახლოებით 100 მილიონ ევროს - ევროკავშირიდან, ეს იყო ძირითადად NGO-ების დაფინანსება
„სინამდვილეში საქართველოს ფეხზე დაყენებისთვის არაფერი არ კეთდებოდა, მაშინაც კი, როდესაც ამბობდნენ, რომ არავითარი პრობლემა არა ჰქონდათ ჩვენს ხელისუფლებასთან, ხალხთან, ქვეყანასთან. არაფერს არ აკეთებდნენ...
1784232272
ახალი ამბებიპრემიერი - ეუთო გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ იყო ჩართული კოორდინირებულ თავდასხმაში ქართველი ხალხის წინააღმდეგ და ახლა ეს ინსტიტუტიც გარიეს ამ ყველაფერში
„ეუთო გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ იყო ჩართული კოორდინირებულ თავდასხმაში ქართველი ხალხის წინააღმდეგ და ახლა ეს ინსტიტუტიც გარიეს ამ ყველაფერში, ამის გამოხატულებაა სიცრუით და აბსურდით გაჯერებული...
1784232121
ახალი ამბებიპრემიერი: ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ კონკრეტული ნაბიჯები, რაც იდგმება კონკრეტულ ქვეყნებთან მიმართებით, არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს ევროინტეგრაციის დაჩქარებას
„ევროპული ბიუროკრატია უნდა იყოს დაკავებული არა მარტივი პოლიტიკური თამაშებით, არამედ რეალურად უნდა ზრუნავდეს, მაგალითად, უკრაინაზე, სად ნახეთ ზრუნვა უკრაინისთვის“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მი...
1784231988
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე - საქართველოს შეუძლია თურქმენეთისთვის ძალიან კარგი როლის შესრულება დაკავშირებადობის თვალსაზრისით, რაც მომგებიანი იქნება ორივე სახელმწიფოსთვის, ორივე ქვეყნის ხელისუფლება ვაცნობიერებთ თანამშრომლობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას
„თურქმენეთს აქვს ჩვენთვის ძალიან საინტერესო გეოგრაფიული მდებარეობა, ისიც არის დაკავშირებული კასპიის ზღვასთან და ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, ჩვენი ორი ქვეყნის მჭიდრო სავაჭრო-ეკონომიკ...































