მარნეულში ახალგაზრდებთან ჟურნალ „არჩევნები 360˚“-ის პრეზენტაცია გაიმართა
მარნეულში ჟურნალ „არჩევნები 360˚“-ის აზერბაიჯანულენოვანი გამოცემის პრეზენტაცია გაიმართა.
ცესკოს ინფორმაციით, შეხვედრა ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა გახსნა და ახალგაზრდებს სიტყვით მიმართა.
გიორგი კალანდარიშვილმა ახალგაზრდებთან ისაუბრა სანდო ინფორმაციის მნიშვნელობასა და არჩევნებში ახალგაზრდების ჩართულობის აუცილებლობაზე.
მისი თქმით, საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობა მხოლოდ არჩევნების ორგანიზებით არ შემოიფარგლება და ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და საარჩევნო საკითხებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა.
ასევე, აღინიშნა, რომ ინფორმირებული ახალგაზრდები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ აქტიური სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებაში, ხოლო საარჩევნო საკითხების ცოდნა და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა მათი გააზრებული სამოქალაქო მონაწილეობის მნიშვნელოვანი წინაპირობაა.
სწორედ ამ მიზანს ემსახურება ცესკოს პერიოდული გამოცემა „არჩევნები 360˚“, რომელიც მკითხველს აქტუალურ საარჩევნო თემებზე მრავალმხრივ, ამომწურავ და სანდო ინფორმაციას სთავაზობს. ჟურნალი სხვადასხვა აუდიტორიისთვის ხელმისაწვდომია როგორც ბეჭდური, ისე ელექტრონული სახით და ქართულ-ინგლისურ, ქართულ-სომხურ და ქართულ-აზერბაიჯანულ ენებზე გამოიცემა.
გამოცემის წარდგენა მიზნად ისახავს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდებისთვის საარჩევნო საკითხებზე სანდო და ამომწურავი ინფორმაციის მათთვის გასაგებ ენაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, რაც ხელს უწყობს მათ ინფორმირებულობასა და საარჩევნო პროცესებში თანაბარი მონაწილეობის შესაძლებლობების შესახებ ცნობიერების ამაღლებას.
ღონისძიების ფარგლებში ახალგაზრდებს ასევე მიეწოდათ ინფორმაცია საარჩევნო ადმინისტრაციის მიმდინარე საქმიანობის, განხორციელებული პროექტებისა და მნიშვნელოვანი სიახლეების შესახებ.
ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მომუშავე ჯგუფის საქმიანობის შესახებ ახალგაზრდებს დეტალური ინფორმაცია ცესკოში შექმნილი ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელმა გიორგი სანტურიანმა მიაწოდა. საუბარი ასევე შეეხო იმ ღონისძიებებსა და ინიციატივებს, რომლებიც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის საარჩევნო სერვისებისა და ინფორმაციის თანაბარ ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს, რისი ერთ-ერთი დასტური და შედეგიც სწორედ საარჩევნო ჟურნალის მათთვის გასაგებ ენებზე თარგმნა, დაბეჭდვა და გავრცელებაა.
დეზინფორმაციაზე რეაგირების მიმართულებით ცესკოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებსა და დეზინფორმაციის რეესტრის ფუნქციონირებაზე კი ცესკოს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა ისაუბრა.
ახალგაზრდებს ასევე შესაძლებლობა ჰქონდათ მათთვის საინტერესო საკითხებზე მიეღოთ ინფორმაცია და საკუთარი მოსაზრებები ცესკოს წარმომადგენლებისთვის გაეზიარებინათ.
პრეზენტაცია მარნეულში, კოლეჯ ,,მოდუსში“ 10 ნოემბერს გაიმართა და მას 100-ზე მეტი ახალგაზრდა დაესწრო - მარნეულიდან, ბოლნისიდან, დმანისიდან და გარდაბნიდან. ახალგაზრდებთან ერთად შეხვედრას ასევე სკოლის პედაგოგები დაესწრნენ.
ჟურნალის პრეზენტაციას ასევე ესწრებოდა ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მომუშავე ჯგუფის მდივანი ქეთი ქარენაშვილი, მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ლელა ქრისტესიაშვილი, საოლქო საარჩევნო კომისიის სხვა წარმომადგენლები და რეგიონული კოორდინატორი კობა ასანიძე.
1794989524
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე: 2023 წლის 17 მარტს გიორგი გახარიას მიერ „დოიჩე ველესთვის“ მიცემული ინტერვიუს ქართული თარგმანი გავრცელდა, მან მარტის თვის ძალადობრივი აქციების მხარდასაჭერად, აქციებს მშვიდობიანი უწოდა
„ქართული ოცნების“ მიერ ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელის წარდგენა ახალ ეტაპზე გადავიდა, რომლის ფარგლებში, იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორ...
1794988691
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი „ლელოზე“: ტყუილს მართლა მოკლე ფეხები აქვს, ეს არის თაღლითების მიერ, თაღლითური მიზნით შექმნილი პარტია
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პარტია „ლელოს“ წევრის ირაკლი კუპრაძის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტია წარსულში როგორც რუსეთისთვის სანქციების დაწესებას, ის...
1794988224
ახალი ამბებიკახა კალაძე: „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაური“ საბურთალოს რაიონში წყლის მილის დაზიანებით დაზარალებულ მოქალაქეებს ზარალს სრულად აუნაზღაურებს
საბურთალოს რაიონში, მიცკევიჩისა და გამრეკელის ქუჩების კვეთაზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ (GWP) 1 200 მმ-იანი მაგისტრალური წყალსადენის დაზიანების შედეგად დაზარალებულებს ზარალი სრულად აუნაზღაუ...
1794987507
ახალი ამბებინინო წილოსანი: სასიამოვნოა, როდესაც ევროკავშირის კვლევა საქართველოს ეკონომიკურ ზრდას პოზიტიურად აფასებს, ეს გვაფიქრებს, როგორ აცდენილია ევროკავშირის კვლევები თავად ევრობიუროკრატების განცხადებებთან
ევროკავშირის კვლევაში ნათლად ჩანს, რომ როგორც სხვა სხვა კანდიდატ სახელმწიფოებში, ისე ევროკავშირის წევრი ქვეყნების ეკონომიკური ზრდაც არ არის დამაიმედებელი, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო...
1794986627
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრს შეხვდა
საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრს, ფარვიზ შაჰბაზოვს შეხვდა. შეხვედრა ვიცე-პრემიერის აზერბაიჯანის რესპუბლიკაშ...































