გივი მიქანაძემ კორეის ელჩთან შეხვედრა გამართა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოში კორეის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ჰიონდუ კიმთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
მხარეებმა ორ ქვეყანას შორის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სფეროებში პარტნიორობის გაფართოების შესაძლებლობები განიხილეს და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.
გივი მიქანაძემ ელჩს კორეაში დაგეგმილი სამუშაო ვიზიტის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომლის ფარგლებში მინისტრი კორეის რესპუბლიკის განათლების სამინისტროს მიწვევით ხელოვნური ინტელექტის თემაზე გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას.
მინისტრის განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია განათლების სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმის გაფორმება, რაც ხელს შეუწყობს საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის პარტნიორობის გაღრმავებას.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ერთობლივი ინოვაციური ICT ინტეგრირებული საკლასო ოთახის პროექტზე, რომელიც ხელს უწყობს საქართველოს საჯარო სკოლებში სწავლების თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვასა და მასწავლებელთა ციფრული კომპეტენციების გაძლიერებას.
შეხვედრის დასასრულს მხარეებმა აქტიური თანამშრომლობის გაგრძელების მზადყოფნა გამოთქვეს.
1794988224
ახალი ამბებიკახა კალაძე: „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაური“ საბურთალოს რაიონში წყლის მილის დაზიანებით დაზარალებულ მოქალაქეებს ზარალს სრულად აუნაზღაურებს
საბურთალოს რაიონში, მიცკევიჩისა და გამრეკელის ქუჩების კვეთაზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ (GWP) 1 200 მმ-იანი მაგისტრალური წყალსადენის დაზიანების შედეგად დაზარალებულებს ზარალი სრულად აუნაზღაუ...
1794987507
ახალი ამბებინინო წილოსანი: სასიამოვნოა, როდესაც ევროკავშირის კვლევა საქართველოს ეკონომიკურ ზრდას პოზიტიურად აფასებს, ეს გვაფიქრებს, როგორ აცდენილია ევროკავშირის კვლევები თავად ევრობიუროკრატების განცხადებებთან
ევროკავშირის კვლევაში ნათლად ჩანს, რომ როგორც სხვა სხვა კანდიდატ სახელმწიფოებში, ისე ევროკავშირის წევრი ქვეყნების ეკონომიკური ზრდაც არ არის დამაიმედებელი, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო...
1794986627
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრს შეხვდა
საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრს, ფარვიზ შაჰბაზოვს შეხვდა. შეხვედრა ვიცე-პრემიერის აზერბაიჯანის რესპუბლიკაშ...
1794985476
ახალი ამბებიგიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღება იწყება
გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაქვემდებარებაში არსებული ყველა პენიტენციური დაწესებულება ბრალდებულებისთვის/მსჯავრდებულებისთვის დამატებით ამანათების მიღებას იწ...
1794984964
ახალი ამბებიდასახლებულ პუნქტებში 23:00-დან 08:00 საათამდე ავტომობილის მოძრაობისას წარმოქმნილი ხმაურის დასაშვები ნორმა 80-დან 100 დეციბალამდე გაიზარდა
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული ცვლილების თანახმად, სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დასაშვები ზღვარი 80-დან 100 დეციბალამდე გაიზარდა. ინფორმაც...































