დავით მათიკაშვილი: „ლელოში“ ფიქრობენ, რომ საზოგადოებას ამნეზია აქვს, არ ახსოვს ფაქტები და ჩანაწერებიც გაქრა, გვახსოვს, როგორ ითხოვდნენ მებრძოლი მოხალისეების უკრაინაში გაგზავნას
პარლამენტის საპროცედურო კომიტეტის თავმჯდომარის დავით მათიკაშვილის განცხადებით, „ლელოს“ მთელი პროცესი აწყობილი ჰქონდა რუსეთისთვის სანქციების დაწესების კუთხით, ამაში ხედავდნენ საქართველოს წინსვლის ერთადერთ გზას, დღეს კი ფიქრობენ, რომ საზოგადოებას აღნიშნული ფაქტები არ ახსოვს.
მისი თქმით, „ლელოს“ მხრიდან ვისმენთ ცრუ განცხადებებს, რადგან სწორედ ტყუილებში ხედავენ მათ მიერვე შექმნილი ლაბირინთებიდან გამოსავალს.
„ლელოში“ ფიქრობენ, რომ საზოგადოებას რაღაც მასობრივი ამნეზია აქვს, არ ახსოვს თვალსაჩინო ფაქტები და ჩანაწერებიც გაქრა, ის განცხადებები, რომლებიც ამ პარტიის წევრების მხრიდან ისმოდა, პარლამენტში, თუ საარჩევნო კამპანიისას. გვახსოვს, როგორ ითხოვდნენ მებრძოლი მოხალისეების უკრაინაში გაგზავნას.
„ლელოს“ მთელი პროცესი აწყობილი ჰქონდა სწორედ რუსეთისთვის სანქციების დაწესების თვალსაზრისით. ისინი ამბობდნენ, რომ ეს იყო საქართველოს გადარჩენის და წინსვლის ერთადერთი გზა. დღეს კი, ბედავენ და ტყუილებით გაჯერებულ მესიჯებს ისვრიან. მათი გამოუვალი და უმძიმესი მდგომარეობა გასაგებია, რადგან თავიანთი ლაბირინთებიდან გამოსავალს მხოლოდ ტყუილებში ნახულობენ.
ტყუილს მოკლე ფეხები აქვს, არქივი ყველას ახსოვს. ტყუილების და თითის გაშვერის ნაცვლად, სჯობს, მოიფიქრონ არგუმენტი, რომელიც სასამართლოში გამოადგებათ, მაგრამ ასეთი არგუმენტი ბუნებაში არ არის. ამიტომაც უწევთ ტყუილების თქმა. მათ ჰგონიათ, რომ ყველას პოლიტიკური ამნეზია აქვს. სინამდვილეში, ესაა პოლიტიკური უტიფრობა და მორალისგან დაცლა. სიმართლე რომ ილაპარაკონ, მათ წინააღმდეგ იქნება გაკეთებული, როგორც აღიარებითი ჩვენება არაკონსტიტუციურობის შესახებ“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.
1794990383
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: მოლდოვაში ვეტინგის კომისიის წევრი არის ნონა წოწორია, რომელიც ადეიშვილის პერიოდში იყო გენპროკურორის მოადგილე - ასეთი წარსულის ადამიანი ამოწმებს კეთილსინდისიერებას, რომელიც აქ წამების სისტემის შექმნის თანამონაწილე იყო
„მოლდოვაში ვეტინგის კომისიის წევრი არის ნონა წოწორია, რომელიც ადეიშვილის პერიოდში იყო გენპროკურორის მოადგილე“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. „როდესაც...
1794989524
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე: 2023 წლის 17 მარტს გიორგი გახარიას მიერ „დოიჩე ველესთვის“ მიცემული ინტერვიუს ქართული თარგმანი გავრცელდა, მან მარტის თვის ძალადობრივი აქციების მხარდასაჭერად, აქციებს მშვიდობიანი უწოდა
„ქართული ოცნების“ მიერ ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელის წარდგენა ახალ ეტაპზე გადავიდა, რომლის ფარგლებში, იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორ...
1794988691
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი „ლელოზე“: ტყუილს მართლა მოკლე ფეხები აქვს, ეს არის თაღლითების მიერ, თაღლითური მიზნით შექმნილი პარტია
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პარტია „ლელოს“ წევრის ირაკლი კუპრაძის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტია წარსულში როგორც რუსეთისთვის სანქციების დაწესებას, ის...
1794988224
ახალი ამბებიკახა კალაძე: „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაური“ საბურთალოს რაიონში წყლის მილის დაზიანებით დაზარალებულ მოქალაქეებს ზარალს სრულად აუნაზღაურებს
საბურთალოს რაიონში, მიცკევიჩისა და გამრეკელის ქუჩების კვეთაზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ (GWP) 1 200 მმ-იანი მაგისტრალური წყალსადენის დაზიანების შედეგად დაზარალებულებს ზარალი სრულად აუნაზღაუ...
1794987507
ახალი ამბებინინო წილოსანი: სასიამოვნოა, როდესაც ევროკავშირის კვლევა საქართველოს ეკონომიკურ ზრდას პოზიტიურად აფასებს, ეს გვაფიქრებს, როგორ აცდენილია ევროკავშირის კვლევები თავად ევრობიუროკრატების განცხადებებთან
ევროკავშირის კვლევაში ნათლად ჩანს, რომ როგორც სხვა სხვა კანდიდატ სახელმწიფოებში, ისე ევროკავშირის წევრი ქვეყნების ეკონომიკური ზრდაც არ არის დამაიმედებელი, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო...































