ვახტანგ თოფურია სამხარაძე-ბეიკერის შეხვედრაზე: აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის მოადგილე ენდი ბეიკერი, ტრამპის ადმინისტრაციაში „რუხი კარდინალია“, ის აყალიბებს ვიცე-პრეზიდენტ ვენსის საგარეო პოლიტიკურ აზროვნებას
ანალიტიკოსი ვახტანგ თოფურია, ვაშინგტონში, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძისა და მარკო რუბიოს მოადგილის, ენდრიუ ბეიკერის შეხვედრას, სოციალურ ქსელში აფასებს.
თოფურია, „პოლიტიკოზე“ აყრდნობით წერს, რომ ბეიკერი ტრამპის ადმინისტრაციაში „რუხი კარდინალია“ და ის აყალიბებს ჯეი დი ვენსის საგარეო პოლიტიკურ აზროვნებას, ასევე, გავლენას ახდენს თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების ზოგიერთ უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებაზე.
„აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის მოადგილე ენდი ბეიკერი, რომელიც ნაკლებად არის ცნობილი აშშ-სა და რამდენიმე ევროპული დედაქალაქის გარეთ , ტრამპის ადმინისტრაციაში „რუხი კარდინალია“. ის აყალიბებს ვიცე-პრეზიდენტ ჯ.დ. ვენსის საგარეო პოლიტიკურ აზროვნებას და გავლენას ახდენს თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების ზოგიერთ უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებაზე, განსაკუთრებით ევროპასთან დაკავშირებით. ის თავისუფლად ფლობს რუსულს და მნიშვნელოვან როლს ასრულებს უკრაინასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში“, - წერს თოფურია.
1772646987
ახალი ამბებინიკოლოზ სამხარაძე თეთრ სახლში უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეს ხვდება
ნიკოლოზ სამხარაძე თეთრ სახლში უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეს ხვდება. დღესვე დაგეგმილია შეხვედრები კონგრესმენებთან. „დღეს დაგეგმილი გვაქვს შეხვედრა თეთრ სახლში, უშიშროების საბჭოში. ასევე ვაგრძელებ...
1772645570
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი: იმ სიტუაციაში, როდესაც შუა დერეფანი იძენს იმ დატვირთვას, რა დატვირთვაც შეიძინა თუნდაც რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის შემდგომ, ან ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების პირობებში, ამის უგულებელყოფა წარმოუდგენელია
საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ისაუბრა რეგიონის წინაშე მდგარ ისტორიულ შანსზე, იქცეს უმნიშვნელოვანეს დერეფნად და უმნიშვნელოვანეს გეოპოლიტიკურ ადგილად, არამარტო და...
1772645209
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი: როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სამხრეთ კავკასიის რეგიონზე და შუა დერეფანზე, აქ რა თქმა უნდა, აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული თითოეულ ქვეყანასთან ევროკავშირის ურთიერთობები
„პოლიტიკური და ამ შემთხვევაში ეკონომიკური საკითხები ერთმანეთთან ძალიან მჭიდროდ არის დაკავშირებული. ის ეკონომიკური საკითხები უკავშირდება, რა თქმა უნდა, დიდ პოლიტიკას და ამას ერთმანეთისგან ვერ განვასხვა...
1772644780
ახალი ამბებინინო წილოსანმა და გელა სამხარაულმა „სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების შემცირების და სურსათის შეწირულების შესახებ“ კანონის აღსრულების საკითხზე შეხვედრა გამართეს
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა და სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარემ გელა სამხარაულმა „სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების შემცირების და სურსათის შეწირულების შესახებ“ კა...
1772642139
ახალი ამბებითურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ირანის ელჩი დაიბარეს
ირანის ელჩი მოჰამედ ჰასან ჰაბიბოლაზადე თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს ბალისტიკური რაკეტის თავდასხმის შესახებ, რომელიც ნატოს საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ჩამოაგდეს. თურქეთის საგარეო საქ...































