მაკა ბოჭორიშვილი: იმ სიტუაციაში, როდესაც შუა დერეფანი იძენს იმ დატვირთვას, რა დატვირთვაც შეიძინა თუნდაც რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის შემდგომ, ან ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების პირობებში, ამის უგულებელყოფა წარმოუდგენელია

საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ისაუბრა რეგიონის წინაშე მდგარ ისტორიულ შანსზე, იქცეს უმნიშვნელოვანეს დერეფნად და უმნიშვნელოვანეს გეოპოლიტიკურ ადგილად, არამარტო დაკავშირებადობის კუთხით, არამედ ეკონომიკური პროექტების მიმართულებით.

„გეოპოლიტიკურად, კონტექსტი რაც თანამედროვე სიტუაციაში ჩვენ გვაქვს, არის ის რომ იცვლება მიწოდების ჯაჭვები თუნდაც, იცვლება გეოპოლიტიკური მოცემულობა. იმ სიტუაციაში, როდესაც შუა დერეფანი იძენს იმ დატვირთვას, რა დატვირთვაც შეიძინა თუნდაც რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის შემდგომ, ან ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების პირობებში, ამის უგულებელყოფა წარმოუდგენელია, ამის არ დანახვა არ შეიძლება.

ამას ემატება ის განვითარება, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტი დასრულდა და ორივე მხარე ცდილობს, რომ იპოვოს თანამშრომლობის გზები და ითანამშრომლონ თუნდაც ამ რეგიონული პროექტების კონტექსტში.

რაც არის ახალი მოცემულობა ჩვენთვის, ბუნებრივია, ეს არის ახალი შესაძლებლობები რეგიონისთვის. ანუ შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთის მხრივ მშვიდობა და სტაბილურობა რეგიონში, მეორეს მხრივ ეს ურთიერთობები რაც არსებობს მეზობლებს შორის, ამ შემთხვევაში ვსაუბრობ საქართველო-სომხეთს, საქართველო-აზერბაიჯანს, ახლა უკვე აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობებზე, რა თქმა უნდა, გადამწყვეტ როლს ითამაშებს შუა დერეფნის განვითარებაში, რაც შეიძლება მართლა ვთქვათ, რომ არის ისტორიული შანსი ჩვენი რეგიონისთვის, რომ მართლაც იქცეს უმნიშვნელოვანეს დერეფნად და უმნიშვნელოვანეს გეოპოლიტიკურ ადგილად, არამარტო დაკავშირებადობის კუთხით, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ეკონომიკაზე, ეკონომიკურ პროექტებზე.

რა თქმა უნდა ამის უკან დგას პოლიტიკა და ამის უკან არის გარკვეული პოლიტიკური მნიშვნელობა, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ეკონომიკური პროექტების განხორციელებაზე“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1772640881

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი: ხელისუფლება და საელჩოები ყველაფერს აკეთებენ, რომ მუდმივად იყვნენ ხაზზე საქართველოს მოქალაქეებთან და ამ შემთხვევაში, ვერ მივიღებთ ვერანაირ კრიტიკას იმასთან დაკავშირებით, რომ რაიმე ნიშნით ხდება მოქალაქეების შერჩევა

საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება უზრუნველყოს საქართველოს მოქალაქეების დაბრუნება ქვეყანაში იმ ქვეყნებიდან, სადაც ფრენები შეფერხებულია....

მაკა ბოჭორიშვილი

1772637859

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოსა და სომხეთს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო ახალ ძალას და ახალ მნიშვნელობას იძენს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა საქართველო-სომხეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. მინისტრის...

მაკა ბოჭორიშვილი

1772636283

მსოფლიო

აშშ-ის თავდაცვის მდივანი ირანში მიმდინარე ოპერაციაზე: ჩვენ მხოლოდ ახლა ვიწყებთ

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ოპერაციის დაწყებიდან მეოთხე დღეს, პროცესი კვლავ „ადრეულ“ ეტაპზეა - ამავდროულად, მან...

აშშ-ის თავდაცვის მდივანი

1772634643

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი: საელჩოების მხრიდან მაქსიმალური კომუნიკაციაა საქართველოს მოქალაქეებთან, ჩვენ ვცდილობთ, რომ ისინი უსაფრთხო გზებით მოვახვედროთ სამშობლოში. იმედი მაქვს, დღევანდელი რეისიც ისეთივე მშვიდობიანი იქნება, როგორიც გუშინდელი

წუხილით ვადევნებთ თვალს, რაც ხდება ახლო აღმოსავლეთის რეგიონსა და ბევრ ქვეყანაში. მიმდინარე მოვლენების ფონზე საჰაერო სივრცე არაერთ ქვეყანაში დაიხურა და შეიქმნა გადაადგილების და მგზავრობის შეფერხებები,...

მაკა ბოჭორიშვილი

1772634204

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე ოპოზიციაზე: ჩვენ ოპონენტები არ გვყავს - ეს ადამიანები საქართველოს სახელმწიფოებრიობის ოპონენტები არიან და ებრძვიან საქართველოს, როგორც დამოუკიდებელ და სუვერენულ ქვეყანას

ჩვენ ოპონენტები არ გვყავს - ეს ადამიანები საქართველოს სახელმწიფოებრიობის ოპონენტები არიან და ებრძვიან საქართველოს, როგორც დამოუკიდებელ და სუვერენულ ქვეყანას, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ პარლამენტის...

არჩილ გორდულაძე