შალვა პაპუაშვილი: რასაც ჩვენ ვთავაზობთ ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციას, ეს არის რეალური სტრატეგიული პარტნიორობა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გადაცემა „ღამის კურიერის“ ეთერში ვაშინგტონში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტზე საუბრობს.

შალვა პაპუაშვილის თქმით, რასაც საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციას სთავაზობს, ეს არის რეალური სტრატეგიული პარტნიორობა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ქართული მხარე ამერიკულ მხარეს პარტნიორობას სთავაზობს იმ მხრივ, რომ პარტნიორობა ცხადად ორიენტირებული უნდა იყოს ორივე ერის ინტერესებზე.

„ჩვენ ვსაუბრობთ ახალ სტრატეგიულ პარტნიორობაზე, რომელიც განსხვავებით წინა შემთხვევისგან, რომელიც ერთის მხრივ, ყველამ უნდა ვაღიაროთ, რომ ის სტრატეგიული პარტნიორობა, თუ გავიხსენებთ კონტექსტს როგორც ეს ჩამოყალიბდა, იყო 2008 წლის ომის შემდეგ, 2009 წელს, გარკვეული კომპენსაცია ომით დაზარალებული ქვეყნისთვის, რომ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას მოეწერა ხელი, რომელიც სინამდვილეში პრაქტიკაში არ რეალიზდა არანაირად და ეს იყო ფურცელზე ჩაწერილი სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაცია, რომელიც ვნახეთ, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ შეეცადა კიდეც, რომ ქართველი ხალხის წინააღმდეგაც გამოეყენებინა იმ მხრივ, რომ ამის გაუქმება გარკვეულწილად, საქართველოში დესტაბილიზაციის წამქეზებელი ყოფილიყო.

რასაც ჩვენ ვთავაზობთ ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციას, ეს არის რეალური სტრატეგიული პარტნიორობა, ისეთი, როგორიც ქართველებმა ვიცით და ეს არაერთხელ ვაჩვენებთ ამერიკელებს, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი ის კი არ არის, ფურცელზე რა იყო, ჩვენ საქმით ვაჩვენეთ ეს. ეს შეგვიძლია ჩვენ, როგორც მცირე ქვეყანას ზომით თუ ეკონომიკით, ჩვენი საქმით ვაჩვენოთ. ეს ვაჩვენეთ ყველგან, სადაც კი შეგვეძლო. ჩვენ ამერიკელების გვერდში ვიდექით იქ, სადაც მათი ერთგული პარტნიორები - მაგალითად ნატოდან, გაეცალნენ.

ვგულისხმობ როგორც სამშვიდობო მისიებს, ისე ვგულისხმობ მაგალითად, ავღანეთიდან როდესაც ჯარების გამოყვანა იყო, საქართველომ შესთავაზა ყველაზე მოკლე და უსაფრთხო მარშრუტი იმისთვის, რომ ჯარები გამოეყვანათ საქართველოს ტერიტორიის გავლით.

ჩვენ ყველანაირად გვერდში ვუდგავართ, ვაჩვენებდით ყოველთვის, თუ რას ნიშნავს სტრატეგიული პარტნიორობა ქართულად. ასე რომ, ჩვენ ამ ქართულ პარტნიორობას კიდევ ერთხელ ვთავაზობთ იმ მხრივ, რომ იყოს პარტნიორობა, რომელიც არის ცხადად ორიენტირებული ორივე ერის ინტერესებზე, და ეს არის რაც ჩვენ გვაძლევს იმედს იმ პოლიტიკაში, რაც აქვს ტრამპის ადმინისტრაციას, მათ შორის, მარკო რუბიოს განცხადება, რომ ისინი აღიარებენ სხვა ერების ინტერესებს და ისინი სხვა ერების ინტერესების აღიარებით ამყარებენ მათთან კავშირს, იმისთვის, რომ ნახონ იქ სადაც არის საერთო წერტილები, იქ ჰქონდეთ პარტნიორობა, იქ სადაც არის შეუთანხმებლობა, დიპლომატიური გზით მოხდეს გადაწყვეტა ამ საკითხების“, - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1772651232

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: ჩვენი ხელისუფლების დამსახურება, რომ უწყვეტი მშვიდობის დეკადა გვაქვს მაშინ, როდესაც ყველა ლოგიკით ომში უნდა ვყოფილიყავით სხვადასხვა მომენტში, ბოლო 14 წლის განმავლობაში

„წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი აღარ არსებობს, მოშლილია. ის, რაზეც საუბარი იყო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, რომ არსებობს რაღაც ჩარჩო, ეს ჩარჩო რეალურად აღარ არსებობს“, - ამის შესახებ პარლამენტ...

შალვა პაპუაშვილი

1772650207

ახალი ამბები

დიდ დიღომში ხანძარია - ცეცხლი სასაწყობე ფართს უკიდია

დიდ დიღომში ხანძარია. როგორც „ექსკლუზივს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი სასაწყობე ფართს უკიდია. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები და ამ ეტაპზე ცეცხლის ქრობ...

ხანძარი ბათუმში

1772649358

ახალი ამბები

ვახტანგ თოფურია სამხარაძე-ბეიკერის შეხვედრაზე: აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის მოადგილე ენდი ბეიკერი, ტრამპის ადმინისტრაციაში „რუხი კარდინალია“, ის აყალიბებს ვიცე-პრეზიდენტ ვენსის საგარეო პოლიტიკურ აზროვნებას

ანალიტიკოსი ვახტანგ თოფურია, ვაშინგტონში, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძისა და მარკო რუბიოს მოადგილის, ენდრიუ ბეიკერის შეხვედრას, სოციალურ ქსელში ა...

ვახტანგ თოფურია

1772646987

ახალი ამბები

ნიკოლოზ სამხარაძე თეთრ სახლში უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეს ხვდება

ნიკოლოზ სამხარაძე თეთრ სახლში უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეს ხვდება. დღესვე დაგეგმილია შეხვედრები კონგრესმენებთან. „დღეს დაგეგმილი გვაქვს შეხვედრა თეთრ სახლში, უშიშროების საბჭოში. ასევე ვაგრძელებ...

ნიკოლოზ სამხარაძე

1772645570

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი: იმ სიტუაციაში, როდესაც შუა დერეფანი იძენს იმ დატვირთვას, რა დატვირთვაც შეიძინა თუნდაც რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის შემდგომ, ან ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების პირობებში, ამის უგულებელყოფა წარმოუდგენელია

საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ისაუბრა რეგიონის წინაშე მდგარ ისტორიულ შანსზე, იქცეს უმნიშვნელოვანეს დერეფნად და უმნიშვნელოვანეს გეოპოლიტიკურ ადგილად, არამარტო და...

მაკა ბოჭორიშვილი