თამარ ტალიაშვილი ენდრიუ ბეიკერთან შეხვედრაზე: ეს შეხვედრა უდავოდ ითამაშებს თავის მნიშვნელოვან როლს ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების თვალსაზრისით
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა უკვე გამართა, - ამის შესახებ აშშ-ში საქართველოს ელჩმა თამარ ტალიაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ვიზიტის ფარგლებში საქართველოს დელეგაცია მნიშვნელოვან შეხვედრებს მომდევნო დღეებშიც გამართავს.
„განსაკუთრებით გამოვყოფდი შეხვედრას, რომელიც ახლახან დასრულდა თეთრ სახლში, უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილესთან, ენდრიუ ბეიკერთან. ამ შეხვედრის დროს ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა გვესაუბრა ყველა იმ პრინციპულ და არსებით საკითხთან დაკავშირებით, რომელიც აუცილებელია ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაძლიერების, გადატვირთვისა და ახალი ფურცლიდან დაწყებისთვის.
ჩვენ უკვე გვაქვს საკმაოდ აქტიური დინამიკა ამ ურთიერთობების განახლების და ეს შეხვედრა უდავოდ ითამაშებს თავის მნიშვნელოვან როლს ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების თვალსაზრისით“, - აღნიშნა თამარ ტალიაშვილმა.
1772651232
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ჩვენი ხელისუფლების დამსახურება, რომ უწყვეტი მშვიდობის დეკადა გვაქვს მაშინ, როდესაც ყველა ლოგიკით ომში უნდა ვყოფილიყავით სხვადასხვა მომენტში, ბოლო 14 წლის განმავლობაში
„წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი აღარ არსებობს, მოშლილია. ის, რაზეც საუბარი იყო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, რომ არსებობს რაღაც ჩარჩო, ეს ჩარჩო რეალურად აღარ არსებობს“, - ამის შესახებ პარლამენტ...
1772650207
ახალი ამბებიდიდ დიღომში ხანძარია - ცეცხლი სასაწყობე ფართს უკიდია
დიდ დიღომში ხანძარია. როგორც „ექსკლუზივს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი სასაწყობე ფართს უკიდია. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები და ამ ეტაპზე ცეცხლის ქრობ...
1772649358
ახალი ამბებივახტანგ თოფურია სამხარაძე-ბეიკერის შეხვედრაზე: აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის მოადგილე ენდი ბეიკერი, ტრამპის ადმინისტრაციაში „რუხი კარდინალია“, ის აყალიბებს ვიცე-პრეზიდენტ ვენსის საგარეო პოლიტიკურ აზროვნებას
ანალიტიკოსი ვახტანგ თოფურია, ვაშინგტონში, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძისა და მარკო რუბიოს მოადგილის, ენდრიუ ბეიკერის შეხვედრას, სოციალურ ქსელში ა...
1772646987
ახალი ამბებინიკოლოზ სამხარაძე თეთრ სახლში უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეს ხვდება
ნიკოლოზ სამხარაძე თეთრ სახლში უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეს ხვდება. დღესვე დაგეგმილია შეხვედრები კონგრესმენებთან. „დღეს დაგეგმილი გვაქვს შეხვედრა თეთრ სახლში, უშიშროების საბჭოში. ასევე ვაგრძელებ...
1772645570
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი: იმ სიტუაციაში, როდესაც შუა დერეფანი იძენს იმ დატვირთვას, რა დატვირთვაც შეიძინა თუნდაც რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის შემდგომ, ან ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების პირობებში, ამის უგულებელყოფა წარმოუდგენელია
საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ისაუბრა რეგიონის წინაშე მდგარ ისტორიულ შანსზე, იქცეს უმნიშვნელოვანეს დერეფნად და უმნიშვნელოვანეს გეოპოლიტიკურ ადგილად, არამარტო და...































