საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს კათოლიკოს-პატრიარქს აირჩევს
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 11 მაისს, 142-ე კათოლიკოს-პატრიარქს აირჩევს.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საეკლესიო კრება სამების საკათედრო ტაძარში 13:00 საათზე დაიწყება და მას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო მუჯირი გახსნის. ისტორიაში ყველაზე წარმომადგენლობით გაფართოებულ კრებას ეპარქიებიდან, სასულიერო აკადემიებიდან და სემინარიებიდან მოწვეული 1 200 დელეგატი დაესწრება.
სამების საკათედრო ტაძარში დასწრება მხოლოდ სპეციალური სიებით იქნება შესაძლებელი, ხოლო დელეგატებისა და სტუმრების იდენტიფიცირება პირადობის მოწმობების საფუძველზე მოხდება. სტუმრების მიღება დილის 10:00 საათიდან დაიწყება.
საარჩევნო პროცესს სპეციალური კომისიები უხელმძღვანელებენ, სადაც ფარულ კენჭისყრამდე სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა ექნება პატრიარქობის სამ კანდიდატს - მეუფე შიოს, მეუფე იობსა და მეუფე გრიგოლს, ასევე, ეპარქიების წარმომადგენლებსა და დელეგატებს.
სიტყვით სარგებლობის შემდეგ ჩატარდება დახურული კენჭისყრა, რომელშიც მონაწილეობას მხოლოდ მღვდელმთავრები მიიღებენ. გამარჯვებულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც 39 ეპისკოპოსის მინიმუმ 20 ხმას დააგროვებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ხელახალი კენჭისყრა დაინიშნება.
კრება დახურული იქნება, საზოგადოებრივი მაუწყებელი პირდაპირ ეთერში კრების გახსნის, კენჭისყრის პროცესისა და შედეგების გამოცხადების ტრანსლაციას უზრუნველყოფს.
ახალ პატრიარქს ყველა ის ტიტული გადაეცემა რასაც ილია მეორე ატარებდა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ამავდროულად ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი იქნება.
ინტრონიზაციის ცერემონია მოგვიანებით სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში გაიმართება, სადაც მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიების დელეგაციებს ელოდებიან.
1778427976
ახალი ამბებიანდრია ჯაღმაიძე: ეკლესიის გაფართოებული კრება, რომელზეც პატრიარქს აირჩევენ, ნაწილობრივ გაშუქდება ტელევიზიით, პირველი არხის საშუალებით, საბოლოო შედეგი პირდაპირ ეთერში გამოცხადდება
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ მედიას, 11 მაისს ჩანიშნული საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრების დღის წესრიგი და ღონისძიების დეტალ...
1778426339
ახალი ამბებიანდრია ჯაღმაიძე: ხვალ საქართველოს ეკლესიას ეყოლება ახალი კათოლიკოს-პატრიარქი - კენჭისყრის შედეგები ხვალვე გამოცხადდება
„ხვალ საქართველოს ეკლესიას ეყოლება ახალი კათოლიკოს-პატრიარქი“, - განაცხადა პრესკონფერენციაზე საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა, ანდრია ჯაღმაიძემ. მისივე თქმ...
1778424097
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: საქართველოსგან მტრის ხატს ნუ ქმნიან, ბრიუსელის მხრიდან უნდა შეწყდეს აგრესიული რიტორიკა, ეს არანაირად არ ჯდება იმ იდეალებში, რომელსაც ევროკავშირი უნდა ემსახურებოდეს
მნიშვნელოვანია, რომ ბრიუსელის მხრიდან შეწყდეს აგრესიული რიტორიკა, ეს არანაირად არ ჯდება იმ იდეალებში, რომელსაც ევროკავშირი უნდა ემსახურებოდეს, უნდა შეწყდეს მავნე პოლიტიკა, რომლის უკანაც დგას პოლიტიკუ...
1778422528
ახალი ამბებიპროკურატურამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 8 მაისს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ...
1778420715
ახალი ამბებიპაპუაშვილი ეკლესიაზე თავდასხმაზე: ზოგადად არის მცდელობა, რომ ნებისმიერი მნიშვნელოვანი საკითხი გამოიყენონ, რომ საზოგადოება გაყონ - ასეთი მომენტები არის კარგი ინდიკატორი იმისთვის, რომ ამოვიცნოთ, ვინ არის, ვინც ქართულ საზოგადოებას მტრობს
ზოგადად არის მცდელობა, რომ ნებისმიერი მნიშვნელოვანი საკითხი გამოიყენონ იმისთვის, რომ საზოგადოება გაყონ და შეიტანონ დაპირისპირება. ამიტომ ასეთი მომენტები არის კარგი ინდიკატორი იმისთვის, რომ ამოვიცნოთ,...































