მარიამ ქვრივიშვილი აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრს, ფარვიზ შაჰბაზოვს შეხვდა. შეხვედრა ვიცე-პრემიერის აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

მხარეებმა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ენერგეტიკის სექტორში არსებული თანამშრომლობა და მისი გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.

ყურადღება გამახვილდა რეგიონული დაკავშირებადობის მნიშვნელობაზე სამხრეთ კავკასიაში.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მწვანე ენერგეტიკული დერეფნის პროექტს (აზერბაიჯანი, საქართველო, რუმინეთი, უნგრეთი), რომელიც 4000 მგვტ სიმძლავრის ელექტროგადამცემი ხაზის განვითარებას ითვალისწინებს.

აღინიშნა, რომ პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს რეგიონული ენერგეტიკული კავშირების გაძლიერებასა და ევროპულ ბაზრებთან დაკავშირებადობის განვითარებას.

მინისტრებმა ასევე ისაუბრეს ელექტროენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განვითარებისა და გაფართოების საკითხებზე.

შეხვედრას ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები გენადი არველაძე და ინგა ფხალაძე, ასევე საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის გენერალური დირექტორი დავით ვარდიაშვილი და საქართველოს ელჩი აზერბაიჯანში გიორგი ზაქარაშვილი. შეხვედრაში, ასევე, მონაწილეობდნენ აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტროს და სახელმწიფო ელექტროენერგეტიკული კომპანიების ხელმძღვანელი პირები. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794979799

ახალი ამბები

ზურაბ ქადაგიძე: „მოლოტოვის კოქტეილი“ თავის თავში უკვე გულისხმობს დანაშაულს, ვნახეთ, რომ საფრანგეთში ეს პირდაპირ მკვლელობის მცდელობად ფასდება

„მოლოტოვის კოქტეილი“ თავის თავში უკვე გულისხმობს დანაშაულს, - ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ზურაბ ქადაგიძემ პირველი არხის გადაცემაში „დისკუსია აქტუალურ თ...

ზურაბ ქადაგიძე

1794978084

ახალი ამბები

ნინო წილოსანი სასამართლოს გამჭვირვალობის შესახებ ევროკავშირის რეიტინგზე: რადიკალების მიერ სასამართლოს დისკრედიტაციის მცდელობის მიუხედავად, გამოქვეყნებული ანგარიშები ყველაზე მეტად აბათილებს ამ ცრუ ნარატივს

კიდევ ერთი აღიარება საქართველოს სწორი პოლიტიკის - ასე ეხმაურებიან მმართველ გუნდში ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგს სასამართლოს გამჭვირვალობასთან დაკავშირებით. „ქართულ ოცნებაში“, ამბობენ რომ მს...

ნინო წილოსანი

1794977225

ახალი ამბები

როგორი ამინდია მოსალოდნელი 18 ნოემბერს საქართველოში

18 ნოემბერს ქუთაისში მცირე ნალექი იქნება, დღისით +21 და ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება. მცირე წვიმაა მოსალოდნელი ოზურგეთში. დღისით +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსი იქნება. ბათუმშიც წვიმა...

ამინდი      ამინდი

1794948603

მსოფლიო

CNN: აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს გასაიდუმლოებული შიდა ქსელი გათიშულია

„აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს (NSA) შიდა კომუნიკაციებისთვის განკუთვნილი, მკაცრად გასაიდუმლოებული ქსელი გათიშულია“, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ექვს წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. წყაროებ...

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებ

1794948140

ახალი ამბები

გარდაიცვალა პოეტი ალექსანდრე (საშა) გველესიანი

58 წლის ასაკში გარდაიცვალა პოეტი ალექსანდრე (საშა) გველესიანი. ინფორმაციას ახლობლები სოციალურ ქსელში ავრცელებენ. ალექსანდრე (საშა) გველესიანმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი დაამთავრა. გველესიანი...

ალექსანდრე (საშა) გველესიანი