მარიამ ქვრივიშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა.
მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა, მიმდინარე ერთობლივი პროექტები და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. განსაკუთრებული აქცენტი რეგიონის სატრანსპორტო, ლოგისტიკური და ენერგეტიკული პოტენციალის მაქსიმალურად ათვისებასა და დაკავშირებადობის გაძლიერებაზე გაკეთდა.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების დინამიკას და აღინიშნა, რომ 2000 წლიდან აზერბაიჯანი სტაბილურად იკავებს ადგილს საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორთა ათეულში. გარდა ამისა, მხარეებმა დადებითად შეაფასეს მგზავრთნაკადის მნიშვნელოვანი ზრდა, რომელიც თბილისსა და ბაქოს შორის სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენას მოჰყვა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს ელჩი აზერბაიჯანში გიორგი ზაქარაშვილი და აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრი მიქაელ ჯაბაროვი.
1794924440
ახალი ამბებიბექა ძამაშვილი BridgeGap-ის კვლევაზე: 2012 წლის შემდეგ ერთი შემთხვევაც არ ყოფილა, როდესაც საქართველოს დარღვევა დაუდგინდა სასამართლო სისტემაში დამოუკიდებლობის მიმართულებით არსებული რაიმე ხარვეზის გამო
„ამ კვლევით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველო ევროპის მასშტაბით მოწინავე ადგილს იკავებს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის და გამჭვირვალობის კომპონენტში“, - ასე აფასებს იუსტიციის მინისტრის პირვ...
1794924305
ახალი ამბებირატი იონათამიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიცია გადასულია მართლების რეჟიმში, ვინც ქვეყნის ინტერესებს და კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, საკუთარ საქმიანობას მძიმედ ამთავრებს
„საკონსტიტუციო სასამართლოში რაც დრო გადის და მეტად ლაპარაკობენ, საკუთარ თავებს უფრო მძიმე, უხერხულ მდგომარეობაში იყენებენ“, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ...
1794922373
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე: ხატია დეკანოიძე სხდომათა დარბაზიდან გაძევებულია სასამართლოს უპატივცემულობისთვის - „ნაცი“ თავის ბუნებას არასდროს იცვლის
„ხატია დეკანოიძე სხდომათა დარბაზიდან გაძევებულია სასამართლოს უპატივცემულობისა და თავმჯდომარის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის“, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდ...
1794921966
ახალი ამბებიზვიად შალამბერიძე: ადამიანები ურცხვად და უტიფრად ცდილობენ, რომ გაემიჯნონ არათუ ლიდერებს, არამედ საკუთარ განცხადებებს, რომელსაც ტელეარქივი უხვად ინახავს
„საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან სიცრუეს ვისმენთ რას ვხედავთ? ეს ადამიანები ურცხვად და უტიფრად ცდილობენ, რომ გაემიჯნონ არათუ ლიდერებს, არამედ საკუთარ განცხადებებს, რომლებ...
1794921058
ახალი ამბებილარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 17 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5928 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5931 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რ...































