გურამ მაჭარაშვილი: დაახლოებით ერთი წელია რაც ახალი, რეგიონული განვითარების სამინისტრო შეიქმნა, სადაც ხდება გარკვეული საკითხების კონცენტრაცია, შესაბამისად დადგა სახელმწიფო რწმუნებულის ინსტიტუტების მართებულობის საკითხი
„ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა რეგიონებში გადაწყვეტილებების აღსრულების ეფექტურობაზე ისაუბრა. ამით ის გამოეხმაურა პარტიის თავმჯდომარის, სოზარ სუბარის მიერ გაჟღერებულ ინიციატივას სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის შესაძლო გაუქმებასთან დაკავშირებით.
გურამ მაჭარაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ინიციატივა არ იყო მიმართული რომელიმე უწყების წინააღმდეგ. თუმცა, როგორც მან აღნიშნა, რეგიონებში გამართული შეხვედრებისას იკვეთება საკითხების გადაჭრის გაჭიანურების ტენდენცია.
„თითოეული ჩვენგანი კარგად ვიცნობთ თვითმმართველობის ინსტიტუტის, 2018 წლიდან მაჟორიტარი ვიყავი. ყოფილი მაჟორიტარი არ არსებობს და დღემდე ურთიერთობა მაქვს საზოგადოებასთან, გუბერნატორის ინსტიტუტთან და ბუნებრივია, ხელისუფლებასთან. სოზარ სუბარის გამოსვლაში რაც იყო პირველი გამოწვევა მდგომარეობდა იმაში, რომ თვითმმართველობის ორგანოებიდან მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების პროცესი გაჭიანურებულია.
დაახლოებით ერთი წელია რაც ახალი, რეგიონული განვითარების სამინისტრო შეიქმნა, სადაც ხდება გარკვეული კონცენტრაცია საკითხების. შესაბამისად დადგა საკითხი სახელმწიფო რწმუნებულის ინსტიტუტების მართებულობის.
ჩვენ ვიცით, რომ კანონმდებლობით, პრემიერს შეუძლია არ ჰყავდეს რომელიმე რეგიონში რწმუნებული. ჩვენი მიზანი კი იყო და არის ის, რომ გადაწყვეტილებების აღსრულების პროცესი იყოს ეფექტური. არცერთი ინსტიტუტის მიმართ არ გვაქვს საწინააღმდეგო, მაგრამ არაერთ მუნიციპალიტეტში დავდივართ, ვეცნობით ვითარებას და თითქმის ყველგან ვხვდებით საკითხების გაჭიანურებას.
საკითხი არ დამდგარა ისე, რომ გაუქმებულიყო სახელმწიფო რწმუნებულის ინსტიტუტი და დარჩეს რეგიონული განვითარების სამინისტრო. სამინისტროს შექმნით, კიდევ ერთი რგოლი დაემატა ცენტრალურ ხელისუფლებამდე თვითმმართველობის ორგანოებს. არ ვიცი როგორ მოხდება და შეძლებს თუ არა ხელისუფლება ეფექტური გახდეს არსებული სისტემა - თვითმმართველობა-სახელმწიფო ინსტიტუტი-სამინისტრო-პრემიერის აპარატი. ამ ოთხ რგოლში, თუკი ყველა დარჩება, ჩვენ ვფიქრობთ, ცოტა რთული იქნება გადაწყვეტილებების მიღება“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
1771514628
ახალი ამბებიპრემიერ-მინისტრი რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულებს, მუნიციპალიტეტების მერებს და საკრებულოების თავმჯდომარეებს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულებს, მუნიციპალიტეტების მერებს და საკრებულოების თავმჯდომარეებს შეხვდა. მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა გრძელვადიან პე...
1771514256
ახალი ამბებიირაკლი ქადაგიშვილი: სახელმწიფო განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს თვითმმართველობის არა მარტო ინსტიტუციურ განვითარებას, არამედ მისი ფინანსური შესაძლებლობების გაზრდას ინსტიტუციური ზრდის მიმართულებით
სახელმწიფო განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს თვითმმართველობის არა მარტო ინსტიტუციურ განვითარებას, არამედ მისი ფინანსური შესაძლებლობების გაზრდას, ინსტიტუციური ზრდის მიმართულებით, - ამის შესახებ პარლამენტ...
1771511913
ახალი ამბებიშოთა ბერეკაშვილი: ჩვენი მიდგომა იქნება, რომ ადგილობრივ წარმოებას მოვეხმაროთ, გავხადოთ კონკურენტუნარიანი და იმაზე ძლიერი, ვიდრე იმპორტული პროდუქციაა, დარწმუნებული ვართ, ჯამში მივიღებთ სერიოზულ კორექციას ფასების კლების მიმართულებით
„ის 6 პრობლემა რაც არის, რომელიც დიდწილად განაპირობებს ფასნამატის ზრდას, აქვე უნდა ვთქვა, რომ ფასნამატი არ არის ერთსაფეხურიანი პროცესი. ეს არის სულ ცოტა სამ საფეხურიანი პროცესი, რომელიც შედგება მწარმო...
1771509427
ახალი ამბებიპრემიერი: გიორგი ბაჩიაშვილმა აღიარა მის მიერ ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, აანაზღაურა ზიანი და ამ მაგალითზეც კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სპეკულაციებს არ ჰქონდა არავითარი საფუძველი
გიორგი ბაჩიაშვილმა აღიარა მის მიერ ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, აანაზღაურა ზიანი, შესაბამისად, დადასტურდა, რომ სპეკულაციებს არ ჰქონდა არავითარი საფუძველი და კიდევ ერთხელ ამითაც აჩვე...
1771508688
ახალი ამბებიპროკურატურამ ქრთამის აღების ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ქრთამის აღების ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ქა...






























