პრემიერ-მინისტრი რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულებს, მუნიციპალიტეტების მერებს და საკრებულოების თავმჯდომარეებს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულებს, მუნიციპალიტეტების მერებს და საკრებულოების თავმჯდომარეებს შეხვდა.
მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა გრძელვადიან პერსპექტივაში რეგიონების განვითარებაზე და ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის კოორდინაციის მნიშვნელობაზე, რაც ხელს შეუწყობს მნიშვნელოვანი პროექტების ეფექტიანად განხორციელებას. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო სტრუქტურულ ერთეულებში ოპტიმიზაციას.
„ძალიან მნიშვნელოვანია მჭიდრო კოორდინაცია ცენტრალურ ხელისუფლებასა და ადგილობრივ თვითმმართველობებს შორის. ძალიან ბევრი პროექტი ხორციელდება სამინისტროების მხრიდან ადგილობრივ დონეზე და მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტების ჩართულობა. ასევე, შევეხეთ სოციალური დახმარების საკითხებს. საჭიროა ამ ბაზების გადახედვა და ამ თემაზე აქტიურად ვიმუშავებთ მუნიციპალიტეტების ჩართულობით. ასევე, ყურადღება გავამახვილეთ კორუფციის პრევენციის მნიშვნელობაზე. ამ კუთხით ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზეც მაქსიმალურად შევძლოთ კორუფციული პრაქტიკის პრევენცია“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, რეგიონული განვითარების მინისტრი კახაბერ გულედანი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მამუკა მდინარაძე, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი, კომიტეტის წევრი დიმიტრი სამხარაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე.
1771514256
ახალი ამბებიირაკლი ქადაგიშვილი: სახელმწიფო განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს თვითმმართველობის არა მარტო ინსტიტუციურ განვითარებას, არამედ მისი ფინანსური შესაძლებლობების გაზრდას ინსტიტუციური ზრდის მიმართულებით
სახელმწიფო განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს თვითმმართველობის არა მარტო ინსტიტუციურ განვითარებას, არამედ მისი ფინანსური შესაძლებლობების გაზრდას, ინსტიტუციური ზრდის მიმართულებით, - ამის შესახებ პარლამენტ...
1771511913
ახალი ამბებიშოთა ბერეკაშვილი: ჩვენი მიდგომა იქნება, რომ ადგილობრივ წარმოებას მოვეხმაროთ, გავხადოთ კონკურენტუნარიანი და იმაზე ძლიერი, ვიდრე იმპორტული პროდუქციაა, დარწმუნებული ვართ, ჯამში მივიღებთ სერიოზულ კორექციას ფასების კლების მიმართულებით
„ის 6 პრობლემა რაც არის, რომელიც დიდწილად განაპირობებს ფასნამატის ზრდას, აქვე უნდა ვთქვა, რომ ფასნამატი არ არის ერთსაფეხურიანი პროცესი. ეს არის სულ ცოტა სამ საფეხურიანი პროცესი, რომელიც შედგება მწარმო...
1771509427
ახალი ამბებიპრემიერი: გიორგი ბაჩიაშვილმა აღიარა მის მიერ ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, აანაზღაურა ზიანი და ამ მაგალითზეც კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სპეკულაციებს არ ჰქონდა არავითარი საფუძველი
გიორგი ბაჩიაშვილმა აღიარა მის მიერ ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, აანაზღაურა ზიანი, შესაბამისად, დადასტურდა, რომ სპეკულაციებს არ ჰქონდა არავითარი საფუძველი და კიდევ ერთხელ ამითაც აჩვე...
1771508688
ახალი ამბებიპროკურატურამ ქრთამის აღების ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ქრთამის აღების ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ქა...
1771508090
ახალი ამბებითეა ახვლედიანი ქვემო ქართლის რეგიონს ეწვია და მხარის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა
შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი ქვემო ქართლს ეწვია, რომლის ფარგლებშიც სამუშაო შეხვედრა გამართა მხარის სახელმწიფო რწმუნებულთან და ეთნიკური უმცირესობებ...






























