ნინო წილოსანი 26 მაისს ოპოზიციის დაანონსებულ აქციაზე: ექნებათ მცდელობა, სურვილი მაინც, რომ რაღაც დოზით გაიფართხალონ
ექნებათ მცდელობა, სურვილი მაინც, რომ რაღაც დოზით გაიფართხალონ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა 26 მაისს, ოპოზიციის დაანონსებულ აქციაზე.
მისი თქმით, მათ გააზრებული უნდა ჰქონდეთ, რომ დესტრუქციული სცენარები აღარ მუშაობს.
„არ ვიცი ვის აშინებენ ამ თავისი გამოსვლით. როგორც გამოვლენ, ისე შევლენ. ყოველ შემთხვევაში ნამდვილად არ ექნებათ იმედი, რომ ხალხმრავალ აქციას მოაწყობენ. თუ რაიმე დესტრუქციული სცენარები აქვთ, არც იმის იმედი ექნებათ ნამდვილად, რომ ეს სცენარები გაუვათ იმიტომ, რომ ბოლო განვითარებულმა პროცესებმა, მათ შორის 4 ოქტომბრის წარმატებულად ჩატარებულმა ოპერაციამ, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან თითქმის სრულყოფილად იყო ჩატარებული, კიდევ უკეთ დაანახა მათ და დაარწმუნა, რომ ეს მათი დესტრუქცია და მავნებლური სცენარები აღარ მუშაობს. რა თქმა უნდა გამოვიდეს ყველა, ვისაც უნდა, რომ აღნიშნოს დამოუკიდებლობის დღე, თუმცა ამ აგენტურას და ქვეყნის მოღალატე ადამიანებს ნამდვილად არაფერი ესაქმებათ 26 მაისს, ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს. რადგან მათი მთელი მორალი და ძალისხმევა მიემართება იმისკენ, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს ვიღაცაზე დამოკიდებული. რომ ემონებოდეს ოდიოზურ სახელმწიფოებს, ოდიოზურ პირებს, უცხოელ ლიდერებს, უცხოელ ძალებს და ეს არის მათი შინაარსი. ამ პირობებში ეჭვი მეპარება, რომ ისინი 26 მაისს აღნიშნავდნენ. თუმცა, რა თქმა უნდა ექნებათ მცდელობა, სურვილი მაინც, რომ რაღაც დოზით გაიფართხალონ“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.
1778776553
ახალი ამბებიგანათლების სამინისტრო სასკოლო ფორმების შესყიდვასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ეხმიანება სასკოლო ფორმების შესყიდვასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, განათლების, მეცნი...
1778775387
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს მიერ ინიცირებული შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგიული პროექტია არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ რეგიონისა და ევროკავშირისთვის
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საბერძნეთის დედაქალაქში გამართულ ენერგეტიკულ პანელზე დისკუსიის მიმდინარეობისას ენერგეტიკული დაკავშირებადობის, ევროპის ენერგოუსაფრთხოებ...
1778772838
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი: საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეგიონული ენერგეტიკული დაკავშირებადობის მიმართულებით და არაერთი სტრატეგიული ინფრასტრუქტურა სწორედ ჩვენს ქვეყანაზე გადის
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, საქართველოს აღმოსავლეთ-დასავლეთის ენერგეტიკულ დერეფანში სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პოზიცია უკავია და რეგიონული ენერგეტიკული...
1778770914
ახალი ამბებიმათიკაშვილი მოლდოვის გადაწყვეტილებაზე: საკუთარ ქვეყანაში ტელევიზიას ტელევიზიაზე ხურავენ, პოლიტიკურ პარტიას პოლიტიკურ პარტიაზე ხურავენ და ახლა გადაწყვიტეს, სხვა ქვეყნის თავისუფალ მოცემულობაში ხელები აფათურონ
„რა უნდა გაგიკვირდეს იმ ქვეყნის ხელისუფლებისა და ოფიციალური პირებისგან, საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა რომ არაფრად მიაჩნიათ? რა უნდა გაგიკვირდეს იმ ქვეყნის ხელისუფლებისა და ოფიციალური...
1778770259
ახალი ამბებიფოჩხუა: 1000 დოლარს რომ გადაუხდიან ნაცები, ჯო უილსონი გამოვარდება და საქართველოს მთავრობას კომუნისტური ჩინეთის გავლენის ქვეშ მყოფად მოიხსენიებს, თითქოს ნანახი არ ჰქონდეს მისი ქვეყნის პრეზიდენტის დითირამბები სი ძინპინთან
„ხვალ რომ 1000 დოლარს გადაუხდიან ნაცები, ჯო უილსონი გამოვარდება და საქართველოს მთავრობას კომუნისტური ჩინეთის გავლენის ქვეშ მყოფ ძალად მოიხსენიებს“, - ასე ეხმიანება ექსპერტი ნინო ფოჩხუა, ტრამპისა და სი...































