სადღობელაშვილი ოპოზიციის ალიანსზე: სხვადასხვა პატრონი ჰყავდათ, მაგრამ მიზანი ყოველთვის იყო - ერთმანეთთან დაპირისპირებული საქართველო, გვარამიას განცხადებები და კოლექტიური გახარიების გააქტიურებაც ამ სცენარის ნაწილია
„ეს ადამიანები დიდი ხანია, ერთ თამაშს თამაშობენ! თამაშს, რომელიც საქართველოს ინტერესებს არ ემსახურება. დღეს უკვე აშკარაა, რომ როცა გარედან დავალება მოდის, ყველა განსხვავება ავიწყდებათ და ერთ ხაზზე დგებიან. სწორდიზე! ცალ ფეხზე!“, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი ნიკა გვარამიას განცხადებას, რომელმაც ოპოზიციურ ალიანსში გახარიას პარტიის მიღებაზე გააკეთა განცხადება.
ანალიტიკოსი აცხადებს, რომ „ახალი ერთობა“ სინამდვილეში იმ ძალების შეკრებაა, რომლებიც წლებია, საქართველოს სუვერენიტეტს ებრძვიან და ქვეყნის ინტერესებზე მაღლა უცხო პოლიტიკური ცენტრების სურვილებს აყენებენ, შესაბამისად, დაძაბულობას, შუღლსა და პოლიტიკური ქაოსის შექმნას ცდილობენ, რასაც გვარამიას განცხადებები და „გახარიების“ გააქტიურებაც ადასტურებს.
„გიმნაზისტი გიმნაზისტკას ეფიცება, აძლევს სიტყვას…“, - ეს ნიღაბიც ჩამოუვარდათ… - რეალურად, ეს ადამიანები დიდი ხანია, ერთ თამაშს თამაშობენ! თამაშს, რომელიც საქართველოს ინტერესებს არ ემსახურება. დღეს უკვე აშკარაა, რომ, როცა გარედან დავალება მოდის, ყველა განსხვავება ავიწყდებათ და ერთ ხაზზე დგებიან. სწორდიზე! ცალ ფეხზე! - ეს „ახალი ერთობა“ სინამდვილეში იმ ძალების შეკრებაა, რომლებიც წლებია, საქართველოს სუვერენიტეტს ებრძვიან და ქვეყნის ინტერესებზე მაღლა უცხო პოლიტიკური ცენტრების სურვილებს აყენებენ. სხვადასხვა პატრონი ჰყავდათ, ერთს დიდი ბრიტანეთი კვებავს, მეორეს - გერმანია, როლიც თითქოს სხვადასხვა ჰქონდათ, მაგრამ მიზანი ყოველთვის ერთი იყო - სუსტი, არეული და ერთმანეთთან დაპირისპირებული საქართველო. გვარამიას განცხადებები და კოლექტიური გახარიების გააქტიურებაც სწორედ ამ საერთო სცენარის ნაწილია. როდესაც ქვეყანას სიმშვიდე და სტაბილურობა სჭირდება, ისინი ისევ დაძაბულობას, შუღლსა და პოლიტიკური ქაოსის შექმნას ცდილობენ“, - წერს სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში.
1778775387
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს მიერ ინიცირებული შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგიული პროექტია არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ რეგიონისა და ევროკავშირისთვის
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საბერძნეთის დედაქალაქში გამართულ ენერგეტიკულ პანელზე დისკუსიის მიმდინარეობისას ენერგეტიკული დაკავშირებადობის, ევროპის ენერგოუსაფრთხოებ...
1778772838
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი: საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეგიონული ენერგეტიკული დაკავშირებადობის მიმართულებით და არაერთი სტრატეგიული ინფრასტრუქტურა სწორედ ჩვენს ქვეყანაზე გადის
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, საქართველოს აღმოსავლეთ-დასავლეთის ენერგეტიკულ დერეფანში სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პოზიცია უკავია და რეგიონული ენერგეტიკული...
1778770914
ახალი ამბებიმათიკაშვილი მოლდოვის გადაწყვეტილებაზე: საკუთარ ქვეყანაში ტელევიზიას ტელევიზიაზე ხურავენ, პოლიტიკურ პარტიას პოლიტიკურ პარტიაზე ხურავენ და ახლა გადაწყვიტეს, სხვა ქვეყნის თავისუფალ მოცემულობაში ხელები აფათურონ
„რა უნდა გაგიკვირდეს იმ ქვეყნის ხელისუფლებისა და ოფიციალური პირებისგან, საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა რომ არაფრად მიაჩნიათ? რა უნდა გაგიკვირდეს იმ ქვეყნის ხელისუფლებისა და ოფიციალური...
1778770259
ახალი ამბებიფოჩხუა: 1000 დოლარს რომ გადაუხდიან ნაცები, ჯო უილსონი გამოვარდება და საქართველოს მთავრობას კომუნისტური ჩინეთის გავლენის ქვეშ მყოფად მოიხსენიებს, თითქოს ნანახი არ ჰქონდეს მისი ქვეყნის პრეზიდენტის დითირამბები სი ძინპინთან
„ხვალ რომ 1000 დოლარს გადაუხდიან ნაცები, ჯო უილსონი გამოვარდება და საქართველოს მთავრობას კომუნისტური ჩინეთის გავლენის ქვეშ მყოფ ძალად მოიხსენიებს“, - ასე ეხმიანება ექსპერტი ნინო ფოჩხუა, ტრამპისა და სი...
1778768297
ახალი ამბებიმახაშვილი: მოლდოვისგან გასაკვირი არაფერია, ბოლო წლებში ვნახეთ, მოლდოვის პრეზიდენტმა როგორ მოასუფთავა მედიასივრცე და დატოვა მხოლოდ ის ერთი-ორი არხი, რომლებიც პირდაპირ სამთავრობო პროპაგანდაა
ეს არის გაგრძელება იმ ძალისხმევის, რასაც ჩვენ ვაკვირდებით ბოლო პერიოდის განმავლობაში, რომ მათთვის არასასურველი ხმები გააჩუმონ, - განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევ...































