ნინო წილოსანი: ის პროცესი, რომელიც ქართული მედიასაშუალებების წინააღმდეგ არის დაწყებული, არა მხოლოდ ქართულ, არამედ იმ ცენზურის ჭრილში შეგვიძლია განვიხილოთ, რომელსაც აშშ აკრიტიკებს

ის პროცესი, რომელიც ქართული მედიასაშუალებების წინააღმდეგ არის დაწყებული, არა მხოლოდ ქართულ, არამედ იმ ცენზურის ჭრილში შეგვიძლია განვიხილოთ, რომელსაც აკრიტიკებს ამერიკის შეერთებული შტატები, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა.

მისივე თქმით, ქართული, თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ ბრძოლა არ დაწყებულა არც მოლდოვაში და არც ევროპარლამენტში.

„იმედის“, „პოსტივის“ და ზოგადად დამოუკიდებელი ქართული მედიასაშუალებების წინააღმდეგ უკვე ბევრი წელია, მიდის აქტიური მუშაობა, მათ შორის განსაკუთრებით ადგილობრივი აგენტურა [მუშაობს], რომელიც აქედან გარეთ აგზავნის ინფორმაციებს. ეს ყველაფერი გაცხადებულად დაიწყო ბრიტანეთის სანქციებით. ეს იყო უპრეცედენტო გადაწყვეტილება. როგორც ვხედავთ, იქაც უკვე აქტიურად მუშაობს არაფორმალური პოლიტიკური გავლენები, რომლის დაკვეთებსაც ყველანაირი საფუძვლის გარეშე ასრულებენ. თუ მათ პოლიტიკურ ნარატივში არ ჯდება, ყველაფერი სხვა არის მიუღებელი. არსებობს კარგად დამუშავებული ტაქტიკა, რაც გულისხმობს იმას, რომ პირდაპირ მიაკრა იარლიყი „რუსული“, ეს არის უკვე გამზადებული ფორმულა, თუ როგორ შეგიძლია აკრძალო, დაასანქცირო. მოლდოვის გადაწყვეტილება ნამდვილად ზის ამ ქვეყნის მმართველების ქცევის ჟანრში. ეს არის ქვეყანა, რომლის მმართველიც აცხადებს, რომ მზად არის, გააუქმოს საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობა და შეუერთოს მეზობელ ქვეყანას“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1778776553

ახალი ამბები

განათლების სამინისტრო სასკოლო ფორმების შესყიდვასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ეხმიანება სასკოლო ფორმების შესყიდვასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, განათლების, მეცნი...

განათლების სამინისტრო

1778775387

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს მიერ ინიცირებული შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგიული პროექტია არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ რეგიონისა და ევროკავშირისთვის

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საბერძნეთის დედაქალაქში გამართულ ენერგეტიკულ პანელზე დისკუსიის მიმდინარეობისას ენერგეტიკული დაკავშირებადობის, ევროპის ენერგოუსაფრთხოებ...

მარიამ ქვრივიშვილი

1778772838

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეგიონული ენერგეტიკული დაკავშირებადობის მიმართულებით და არაერთი სტრატეგიული ინფრასტრუქტურა სწორედ ჩვენს ქვეყანაზე გადის

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, საქართველოს აღმოსავლეთ-დასავლეთის ენერგეტიკულ დერეფანში სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პოზიცია უკავია და რეგიონული ენერგეტიკული...

მარიამ ქვრივიშვილი:

1778770914

ახალი ამბები

მათიკაშვილი მოლდოვის გადაწყვეტილებაზე: საკუთარ ქვეყანაში ტელევიზიას ტელევიზიაზე ხურავენ, პოლიტიკურ პარტიას პოლიტიკურ პარტიაზე ხურავენ და ახლა გადაწყვიტეს, სხვა ქვეყნის თავისუფალ მოცემულობაში ხელები აფათურონ

„რა უნდა გაგიკვირდეს იმ ქვეყნის ხელისუფლებისა და ოფიციალური პირებისგან, საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა რომ არაფრად მიაჩნიათ? რა უნდა გაგიკვირდეს იმ ქვეყნის ხელისუფლებისა და ოფიციალური...

 დავით მათიკაშვილი

1778770259

ახალი ამბები

ფოჩხუა: 1000 დოლარს რომ გადაუხდიან ნაცები, ჯო უილსონი გამოვარდება და საქართველოს მთავრობას კომუნისტური ჩინეთის გავლენის ქვეშ მყოფად მოიხსენიებს, თითქოს ნანახი არ ჰქონდეს მისი ქვეყნის პრეზიდენტის დითირამბები სი ძინპინთან

„ხვალ რომ 1000 დოლარს გადაუხდიან ნაცები, ჯო უილსონი გამოვარდება და საქართველოს მთავრობას კომუნისტური ჩინეთის გავლენის ქვეშ მყოფ ძალად მოიხსენიებს“, - ასე ეხმიანება ექსპერტი ნინო ფოჩხუა, ტრამპისა და სი...

 ნინო ფოჩხუა