პრეზიდენტი: დღეს პოზიციაც და ოპოზიციაც სცოდავს და სცოდავს ქვეყნის წინაშე!
"ოპოზიცია სცოდავს, როცა ბრიუსელში, კიევში თუ ამერიკაში აქვს მცდელობები, რომ საქართველოს სახელი და სახე გააშავოს და ქვეყანა ისე წარმოაჩინოს, რომ ვითომცდა შიში ვამჯობინეთ ღირსებას", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"ოპოზიცია, თანხმობის ძიების მაგივრად, ხელისუფლების ნებისმიერ განცხადებას, თუ გადაწყვეტილებას უაპელაციოდ პრორუსულად აცხადებს.
რაც ქვეყნის შიგნით იწვევს დაყოფას, გვასუსტებს, ძალას გვაცლის, აბნევს და აფრთხობს საზოგადოებას.
ქვეყნის გარეთ კი, გაუგებარს ხდის ჩვენი სახელმწიფოს მისწრაფებების მდგრადობასა და მიზანმიმართულობას.
ხელისუფლება სცოდავს, როცა ვერ ბედავს გამოხატოს ის, რასაც ჩვენი ისტორია და ღირსება გვკარნახობს. ამას გამართლება არ აქვს. სიფრთხილისა თუ შიშის ვერცერთი არგუმენტი ამართლებს იმას, რომ ღირსეულად, სიტყვით მაინც ვიდგეთ იქ, სადაც სინდისი და ქართველობა მოითხოვს!
ხელისუფლება სცოდავს, როცა ამ გარდამტეხ მომენტში, ქვეყნისთვის ისტორიული განაცხადი, ერთობლივი ხელმოწერით გამყარებული კი არ წარადგინა ევროპის წინაშე, როგორც სრული სახელმწიფოებრივი კონსოლიდაციის ნიშანი და ეროვნული თანხმობის პირველი ნაბიჯი, არამედ არჩია თავის თავში ჩაკეტვა და ერთპიროვნულად ხელის მოწერა.
ხელისუფლება სცოდავს, როცა პარტიას ეძლევა უპირატესობა სახელმწიფო ინსტიტუტების ნაცვლად გადაწყვეტილების მიღებაში, თუ გასაჯაროებაში. როცა სახელმწიფო უწყებებს შორის მთავარი გადაწყვეტილებები არ განიხილება ერთობლივად და ინფორმაცია არ ზიარდება.
ვინმე დაიჯერებს რომ ასეთ მძიმე და საყურადღებო ვითარებაში არც ერთხელ არ შეკრებილა უსაფრთხოების საბჭო, არც ერთხელ არ ყოფილა ერთობლივად განხილული სამხედრო საფრთხეები უმაღლესი მთავარასარდლის დასწრებით.
სასწრაფოდ გამოსასწორებელია ეს მანკიერი ფორმები!
ოპოზიცია სცოდავს, როცა ბრიუსელში, კიევში თუ ამერიკაში აქვს მცდელობები, რომ საქართველოს სახელი და სახე გააშავოს და ქვეყანა ისე წარმოაჩინოს, რომ ვითომცდა შიში ვამჯობინეთ ღირსებას! თითქოს ღირსი არ ვართ არც ევროკავშირში გაწევრიანების, არც ნატოსთან და ამერიკასთან პარტნიორობის.
ან კიდევ უარესი, როცა ამტკიცებს, ვითომცდა მთავრობამ - და მაშასადამე ქვეყანამ - შეცვალა პროდასავლური კურსი!", - განაცხადა ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილი კანცელარიასთან რამდენიმე დღის წინ გამართულ "დროა"-ს აქციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ოპოზიცია სცოდავს, როცა შეურაცხყოფას აყენებს პოლიციას და პოლიციელებს.
"მათ მიმართ პატივისცემა და მხარდაჭერა ყველას გვევალება და პირველ რიგში, ვინც ხალხის არჩეულია!
რა „დროა“ კეტჩუპის და ფქვილის? ეს „სირცხვილია“!
ოპოზიცია სცოდავს, როცა რადიკალურ ზომებზე აპელირებს და ამით ცდილობს, მთავრობის შერყევას, ანუ შექმნილი საერთაშორისო ვითარების გამოყენებით საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მიღწევას. ამ დროს კი, ქვეყანას აყენებს ჩიხურ მდგომარეობაში და შესაძლოა, საფრთხის ქვეშ, ისე რომ ამის პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე არ იღებს. გაერთიანებაზე სიტყვიერად აპელირებს და რეალურად, პოლიტიკური ნიშნის მოგებას და პროვოკაციებს არ, თუ ვერ ელევა. თუმცა ვეთანხმები ორივეს, ხელისუფლებას იმაში, რომ გარკვეული სიფრთხილეც გვჭირდება და ოპოზიციას იმაში, რომ გარკვეული გამბედაობაც შეგვიძლია.
მე არ და ვერ შევალ, საიდანაც არ უნდა მოდიოდეს ეს, სააკაშვილის შეწყალების თემის ხელახლა განხილვაში, რამე თუ პასუხი, ერთხელ უკვე გაცემულია.
უკრაინის ომით ამ საკითხის გაცოცხლება კი, მხოლოდ შიდა პოლარიზაციის გაღვივების გამომწვევია.
კიდევ ერთხელ, ჩვენსა და უკრაინას შორის რაიმე გაუგებრობის შემოტანის მცდელობაც კი მიუღებელია. მე ამას არ დავუშვებ! ამიტომ, როგორც შარშან, 9 აპრილს, ჩემი საპარლამენტო მოხსენებისას, საქართველოს მთავრობას მივმართე, დაებრუნებინა ჩვენი ელჩი უკრაინაში ასევე, დღეს აქედან, ამ ტრიბუნიდან მივმართავ, ჩემს კოლეგას და მეგობარს, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის და ვთხოვ, დააბრუნოს ელჩი, რათა ჩვენ ორ ერს შორის, ამ უმძიმეს წუთებში, კავშირი სრულიად გამყარდეს და იყოს უფრო მჭიდრო და უდრეკი", - განაცხადა პრეზიდენტმა.
სხვა სიახლეები:
1783269153
ახალი ამბებილევან მახაშვილი ეუთოში ინიცირებულ რეზოლუციაზე: ჩვენი დელეგაციის ძალისხმევით საჭირო ჩანაწერები გაკეთდა ოკუპაციასთან დაკავშირებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით
ჩვენი დელეგაციის ძალისხმევით საჭირო ჩანაწერები გაკეთდა ოკუპაციასთან დაკავშირებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით, ამიტომ არის მნიშვნელოვანი და საინტერესო ჩანაწერები,...
1783266862
ახალი ამბებიზურაბ აბაშიძე: მთაწმინდის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით მუშაობა აქტიურ რეჟიმში გრძელდება
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი ზურაბ აბაშიძე მთაწმინდის რაიონის გამგებელ დავით კირკიტაძესთან ერთად კოჯორში დასრულებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო. კოჯორში აზეულა...
1783263515
მსოფლიოვენესუელაში მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 3 000-ს უახლოვდება
ვენესუელაში მომხდარი ორი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი სულ მცირე 2 954-მდე გაიზარდა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს. ბოლო მონაცემებით, მიწისძვრების შედეგად 16 500-ზე მეტი ადამიანი...
1783259522
ახალი ამბებივაზისუბანში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ხანძარია
ვაზისუბანში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ბინაში ხანძარია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ადგილზე იმყოფება სამაშველო ჯგუფი და მიმდინარეობს ხანძრის ქრობის პროცესი. დაშავებულე...
1783258833
ახალი ამბებინიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, საქართველოს დელეგაციამ ეუთოს ასამბლეაზე ოკუპაციის პრობლემატიკასა და „მოსკოვის მექანიზმის“ უზუსტობებზე ისაუბრა
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე საქართველოს საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად ჰააგაში ეუთოს ყოველწლიურ ასამბლეას ესწრება, სადაც თითოეულ წევრს ჰქონდა...































