ირაკლი კირცხალია ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეზე: არავისთვის არის სასიამოვნო და მარტივი, განსაკუთრებით ჩვენი გუნდის წევრებისთვის იმ ყველაფრის ყურება, რასაც ვხედავთ, მეტიც, სამწუხაროა ძალიან
„ბევრს ამ თემაზე არ ვისაუბრებ, არავისთვის არის სასიამოვნო და არავისთვის არის მარტივი, განსაკუთრებით ჩვენი გუნდის წევრებისთვის იმ ყველაფრის ყურება, რასაც ვხედავთ, მეტიც, სამწუხაროა ძალიან“, - განაცხადა გადაცემაში “იმედი Live” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ ყოფილი მაღალჩინოსნების საქმესთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხად.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი სამართლებრივ დეტალებში არ შედის და გამოძიების დასრულებას ელოდება.
„სამართლებრივ დეტალებში არ შევალ, არც მაქვს ბევრი ინფორმაცია, როგორც თქვენ ელოდებით, ისე ველოდები მეც. არის შესაბამისი უწყებები, ხედავთ როგორი მოწოდების სიმაღლეზეა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, პროკურატურა, შინაგან საქმეთა სამინისტრო. ვხედავთ, რომ მაქსიმალურად გამჭვირვალეა პროცესი, უწყებები მაქსიმალურად ოპერატიულად აწვდიან საზოგადოებას ინფორმაციას თითოეულ საქმესთან და პერსონასთან დაკავშირებით, ასე რომ დაველოდოთ. კანონი არის კანონი და უნდა გვახსოვდეს ყველას, რომ ინდულგენცია ვერ იქნება ვერაფერი, ვერც პროფესია, ვერც თანამდებობა, ეს უნდა იცოდეს ყველამ. ყველას კარგად გვახსოვს ის განცხადება, რომელიც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა, როდესაც შემობრუნდა პოლიტიკაში“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
1761242467
მსოფლიოვლადიმერ პუტინი: აშშ-ის სანქციებს გარკვეული შედეგი ექნება, თუმცა ჩვენს ეკონომიკურ მდგომარეობაზე არსებითად არ აისახება
„არც ერთი თავმოყვარე ქვეყანა ან თავმოყვარე ადამიანი არასდროს არაფერს წყვეტს ზეწოლის ქვეშ“, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მედიასთან საუბრისას განაცხადა. პუტინმა აშშ-ის მიერ რუსეთი...
1761238384
ახალი ამბებიპროკურატურამ 250 კილოგრამი „ჰეროინის“, უკანონო შეძენის, შენახვის, საქართველოში უკანონოდ შემოტანის და საერთაშორისო ტრანზიტით გადაზიდვის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ 250 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ უკანონო შეძენის, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ...
1761237497
ახალი ამბებილევან მეხუზლა: კახეთის რეგიონში სუბსიდირების არსებული სისტემიდან გამოსვლამ გაამართლა
„2025 წლის რთველის დროს კახეთის რეგიონში სუბსიდირების არსებული სისტემიდან გამოსვლამ, ცალსახად გაამართლა. გამართლდა ჩვენი პროგნოზი, რომ წელს ღვინის კერძო სექტორი, ჩაიბარებდა 200 ათასი ტონის ფარგლებში ყ...
1761235197
ახალი ამბებიპროკურატურამ 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე 7 პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას ჟურნალისტებისათვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე 7 პირს ბრალდება წარუდგინა. საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა...
1761233143
ახალი ამბებითენგიზ შარმანაშვილი: როგორ შეიძლება ჩვენ ვისაუბროთ პოლიტიკური ველის მოსუფთავებაზე, მაშინ მათ უნდა დაასაბუთონ, რომ ის, რაც პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ დადო 400 გვერდზე მეტ დასკვნაში, ის ფაქტები საქართველოში არ მომხდარა
„როგორ შეიძლება ჩვენ ვისაუბროთ პოლიტიკური ველის მოსუფთავებაზე, მაშინ მათ უნდა დაასაბუთონ - ასე უაზრო ნარატივებით არა, უარგუმენტოდ, როგორც სჩვევიათ ხოლმე, რომ ის, რაც პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ დ...































