ილია წულაია: Emaar Properties/Eagle Hills-ის შემოსვლით მოხდება საქართველოს, როგორც ახალი საინვესტიციო მიმართულების მონიშვნა რუკაზე, ნომერ პირველი კომპანიის შემოსვლა ბაზარზე არის გზამკვლევი სხვა ინვესტორებისთვის
„Emaar Properties/Eagle Hills-ის შემოსვლით მოხდება საქართველოს, როგორც ახალი საინვესტიციო მიმართულების მონიშვნა რუკაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ნომერ პირველი კომპანიის შემოსვლა ბაზარზე არის გზამკვლევი სხვა ინვესტორებისთვის“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ბიზნესმენმა ილია წულაიამ.
მან 6 მილიარდიან ინვესტიციასა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„როდესაც ჩემთვის პირველად გახდა ცნობილი ამ ინვესტიციის შესახებ, მაშინვე ძალიან პოზიტიურად შევხვდი. მიუხედავად იმისა, რომ მეორე მხრივ შეიძლება გეთქვა, რომ ამხელა კონკურენტი და მსოფლიო მასშტაბის მოთამაშე შემოდის ბაზარზე, პირიქით, ძალიან დიდი სიხარულით შევხვდი ასეთი კომპანიის შემოსვლას და ავხსნი რატომაც. პირველ რიგში „Emaar“-ი არის მსოფლიოში ნომერ პირველი უძრავი ქონების დეველოპერული კომპანია, ყველაზე ცნობილი ბრენდი მსოფლიოში ამ ბაზარზე, უზარმაზარი აქტივებით. 40 მილიარდ დოლარზე მეტი აქტივები აქვს და 20 მილიარდ დოლარზე მეტი გაყიდვები აქვს ყოველწლიურად, რაც არის წარმოუდგენელი მასშტაბი. შედარებისთვის, რომ ავიღოთ მთელი ქართული ბაზარი არის ორ მილიარდ ნახევარი დოლარი ყოველწლიურად და დაახლოებით 8-ჯერ მეტი აქვს მარტო ამ ერთ კომპანიას გაყიდვები და უფრო მეტი.
შესაბამისად, „Emaar“-ის შემოსვლით მოხდება საქართველოს, როგორც ახალი საინვესტიციო მიმართულების მონიშვნა რუკაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა ჩვენთან ბევრი უცხოელი ყიდულობს საინვესტიციოდ უძრავ ქონებას, ბევრ ინვესტიციას ახორციელებს, მაგრამ „Emaar“-ი არის გზამკვლევი. ნომერ პირველი კომპანიის შემოსვლა ბაზარზე არის გზამკვლევი სხვა ინვესტორებისთვის“, - განაცხადა ილია წულაიამ.
1761242467
მსოფლიოვლადიმერ პუტინი: აშშ-ის სანქციებს გარკვეული შედეგი ექნება, თუმცა ჩვენს ეკონომიკურ მდგომარეობაზე არსებითად არ აისახება
„არც ერთი თავმოყვარე ქვეყანა ან თავმოყვარე ადამიანი არასდროს არაფერს წყვეტს ზეწოლის ქვეშ“, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მედიასთან საუბრისას განაცხადა. პუტინმა აშშ-ის მიერ რუსეთი...
1761238384
ახალი ამბებიპროკურატურამ 250 კილოგრამი „ჰეროინის“, უკანონო შეძენის, შენახვის, საქართველოში უკანონოდ შემოტანის და საერთაშორისო ტრანზიტით გადაზიდვის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ 250 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ უკანონო შეძენის, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ...
1761237497
ახალი ამბებილევან მეხუზლა: კახეთის რეგიონში სუბსიდირების არსებული სისტემიდან გამოსვლამ გაამართლა
„2025 წლის რთველის დროს კახეთის რეგიონში სუბსიდირების არსებული სისტემიდან გამოსვლამ, ცალსახად გაამართლა. გამართლდა ჩვენი პროგნოზი, რომ წელს ღვინის კერძო სექტორი, ჩაიბარებდა 200 ათასი ტონის ფარგლებში ყ...
1761235197
ახალი ამბებიპროკურატურამ 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე 7 პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას ჟურნალისტებისათვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე 7 პირს ბრალდება წარუდგინა. საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა...
1761233143
ახალი ამბებითენგიზ შარმანაშვილი: როგორ შეიძლება ჩვენ ვისაუბროთ პოლიტიკური ველის მოსუფთავებაზე, მაშინ მათ უნდა დაასაბუთონ, რომ ის, რაც პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ დადო 400 გვერდზე მეტ დასკვნაში, ის ფაქტები საქართველოში არ მომხდარა
„როგორ შეიძლება ჩვენ ვისაუბროთ პოლიტიკური ველის მოსუფთავებაზე, მაშინ მათ უნდა დაასაბუთონ - ასე უაზრო ნარატივებით არა, უარგუმენტოდ, როგორც სჩვევიათ ხოლმე, რომ ის, რაც პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ დ...































