საპატრიარქო - 40 დღე სრულდება, რაც ილია მეორე ზესთასოფელს შეუერთდა, შეგახსენებთ მის სურვილს, თუნდაც ერთი ნაკლოვანება გამოგვესწორებინა, ამას თუ გავაკეთებთ, შეწევნა იქნება ჩვენი და მისი სულისთვის
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალებიდან მე-40 დღის მოახლოებასთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქო მიმართვას ავრცელებს.
„შაბათს, 25 აპრილს, 40 დღე სრულდება, რაც მისი უწმინდესობა და უნეტარესობა ილია II ზესთასოფელს შეუერთდა.
მოგეხსენებათ, ქრისტიანული სწავლებით, ამქვეყნად აღსრულებულ საქმეთა მიხედვით, მე-40 დღეს ხდება სულის დამკვიდრება იმ ადგილზე, რომელიც აღარ შეიცვლება მეორედ მოსვლამდე; მეორედ მოსვლისას კი ხელახლა მოხდება საბოლოო ადგილის მიკუთვნება გარდაცვლილისთვის მის სახელზე შემდეგ აღსრულებულ სხვა სიკეთეთა გათვალისწინებით.
ასე რომ, მე-40 დღე ფრიად მნიშვნელოვანია.
ფაქტია, მთელი საქართველო ლოცულობს მისი უწმინდესობისთვის და ყველას სურს, მაქსიმალურად შეეწიოს ჩვენს პატრიარქს.
გარდა ლოცვისა, რა თქმა უნდა, სხვა შესაძლებლობებიც მრავალგვარია; დიდად მნიშვნელოვანია, მაგალითად, მოყვასისათვის სიკეთის ქმნა.
ამასთან, შეგახსენებთ ილია II-ის ერთ სურვილსაც, რომ, ღვთის სადიდებლად, თუნდაც ერთი ნაკლოვანება გამოგვესწორებინა და მას სამუდამოდ განვშორებოდით.
თუ თითოეული ჩვენგანი ამას ჩვენი პატრიარქის სახელზეც გავაკეთებთ, წარმოიდგინეთ, უფლის რაოდენ დიდი მადლი და წყალობა მოეფინება ჩვენს ერს, როგორ გავახარებთ ამით მის უწმინდესობასა და უნეტარესობას და როგორი დიდი შეწევნა იქნება ეს (როგორც ჩვენი, ისე) მისი სულისთვის“, – ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ მიმართვაში.
1776869727
ახალი ამბებიგანსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე, უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს 17-17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებ...
1776868842
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი: საქართველოსთვის ფორუმის თავმჯდომარეობა იქნება კიდევ ერთი შესაძლებლობა, ორგანიზაციის მუშაობაში წვლილი შეიტანოს
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ეუთოს უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმის (FSC) გახსნით სხდომასთან დაკავშირებით მედიასთან კომენტარი გააკეთა. მაკა ბოჭორიშვილ...
1776867609
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი: ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად გამოვიყენოთ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით შექმნილი შესაძლებლობები, რათა კიდევ უფრო გავზარდოთ ქართული პროდუქციის ექსპორტი ჩინეთის ბაზარზე და ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტემპი გავაძლიეროთ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მარიამ ქვრივიშვილის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში ქვეყნებს შორის არსებულ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში ცვლილებები შევიდა....
1776866567
ახალი ამბებიმაჭავარიანი: ახალი სამინისტროს ხელმძღვანელი უნდა იყოს კვალიფიციური ძალოვანი სტრუქტურების მუშაობაში, სამართალდამცავი უწყებების მუშაობასა და პოლიტიკურ პროცესებში - მდინარაძე ამ სამინისტროს ხელმძღვანელობისთვის იდეალური კანდიდატია
პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა სამთავრობო ცვლილებები მედიასთან შეაფასა და აღნიშნა, რომ ცვლილებები მნიშვნელოვანია. მისი თქმით, მამუკა მდინარაძე...
1776865730
ახალი ამბებიგია ვოლსკი - სახელმწიფოს დასაცავად სამთავრობო სტრუქტურაში ძალოვანი ორგანოების კოორდინაცია კიდევ უფრო გაძლიერებულია, მამუკა მდინარაძეს კარგი ორგანიზაციული რესურსი აქვს
პატარა ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს, გლობალური გამოწვევების წინაშე ნაკლები რესურსები აქვს, მაგრამ ეს უნდა იქნეს დაკომპენსირებული კარგი ორგანიზაციული რესურსით, რომელიც მამუკა მდინარაძეს აქვს, – ამის...































