საქართველო ეუთო-ს უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა
საქართველო ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმის (FSC) თავმჯდომარე ქვეყანა გახდა. საქართველოს თავმჯდომარეობა ოფიციალურად 22 აპრილს, ვენაში გამართულ გახსნით სხდომაზე დაიწყო.
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს თავმჯდომარეობით ეუთო-ს უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმის (FSC) გახსნით სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ვრცლად ისაუბრა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე, გამოწვევებსა და საქართველოს პრიორიტეტებზე.
მინისტრმა აღნიშნა, რომ ეუთო-ს რეგიონში უსაფრთხოების მდგომარეობა კვლავ სერიოზულ შეშფოთებას იწვევს და მოითხოვს დაუყოვნებლივ ყურადღებას.
მან ყურადღება გაამახვილა თანამედროვე, სწრაფად ცვალებად საფრთხეებზე, რომლებიც ტრადიციულ უსაფრთხოების ჩარჩოებს სცდება. მინისტრმა განმარტა, რომ ამ რეალობის გათვალისწინებით FSC-იმ უნდა გააძლიეროს არა მხოლოდ არსებული ვალდებულებები, არამედ განავითაროს თანამშრომლობა და ინოვაციური მიდგომები - „საქართველოს მტკიცედ სწამს, რომ შეთანხმებული პრინციპების მიმართ პატივისცემის და მონაწილე სახელმწიფოებს შორის ნდობის აღდგენა ჩვენი საერთო ძალისხმევის ამოსავალი წერტილი უნდა იყოს“.
ქვეყნის გამოცდილებაზე დაყრდნობით მინისტრმა განმარტა, რომ საქართველო FSC-ის ფარგლებში კონსტრუქციულ ჩართულობასა და პრაქტიკულ გადაწყვეტილებებს უჭერს მხარს და ცდილობს, ფორუმი დარჩეს დიალოგისა და შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობის პლატფორმად.
„ჩვენს ქვეყანას უსაფრთხოების რთულ გამოწვევებთან უწევს გამკლავება და საკუთარი გამოცდილებით ვიცით გადაუჭრელი კონფლიქტების, სუვერენიტეტის დარღვევის, მონაწილე სახელმწიფოებს შორის ნდობის რღვევის შედეგები, მაშინ როდესაც რუსეთი განაგრძობს საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაციას და იქ უკანონო სამხედრო ყოფნას“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
მაკა ბოჭორიშვილმა ყურადღება გაამახვილა საერთო გამოწვევების ფონზე ორგანიზაციის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე.
„ორგანიზაციის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების, მათ შორის ვენის დოკუმენტით გათვალისწინებული და ნდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებისკენ მიმართული სხვა ღონისძიებების განხორციელება მუდმივი გამოწვევების წინაშე დგას. რისკის შემცირების მექანიზმები ზეწოლის ქვეშაა, გამჭვირვალობისა და სამხედრო სფეროში პროგნოზირებადობის დონე დაბალია, ხოლო დიალოგის შესაძლებლობები ხშირად პოლიტიკური ან უსაფრთხოების ფაქტორებით იზღუდება“, - განაცხადა უწყების ხელმძღვანელმა.
ამ პრინციპებზე დაყრდნობით, მინისტრმა წარმოადგინა საქართველოს თავმჯდომარეობის სამი ძირითადი მიმართულება: ქცევის კოდექსის გაძლიერება, შეიარაღებული კონფლიქტების გავლენა ქალებსა და გოგოებზე და ადამიანის უფლებათა დარღვევები კონფლიქტების დროს.
დასასრულს მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველომ ოფიციალურად წარადგინა განაცხადი 2027 წელს ეუთო-ს თავმჯდომარეობაზე, რაც ორგანიზაციის ღირებულებების მიმართ ქვეყნის ერთგულებას ადასტურებს. მისი თქმით, არსებული გამოწვევების დაძლევა მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით, თანამშრომლობითა და ურთიერთპატივისცემით არის შესაძლებელი და საქართველო მზად არის ამ პროცესში აქტიური და პასუხისმგებლიანი როლი შეასრულოს.
უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმის თავმჯდომარეობის როტაცია წელიწადში სამჯერ ხორციელდება. საქართველო FSC-ის თავმჯდომარე ქვეყანა 2026 წლის სექტემბრამდე იქნება.
1776871127
ახალი ამბებისულხან თამაზაშვილი: მჯერა, რომ აჭარაში დაწყებული პროექტები და ინიციატივები აუცილებლად გაგრძელდება და წარმატებით განხორციელდება
სულხან თამაზაშვილი აჭარის მთავრობის წევრებს, მუნიციპალიტეტების მერებს, პარტია „ქართული ოცნების” აჭარის რეგიონული ორგანიზაციის და უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდა. მათ ერთობლივი და დაუღალავი შრომ...
1776871048
ახალი ამბებითამარ ჩიბურდანიძე: მადიარი კონსერვატორია, მას საარჩევნო პროგრამაში შეტანილი ჰქონდა ოჯახური ღირებულებები, ტრადიციული კულტურა
„ორბანის და მადიარის ამომრჩეველი კონსერვატორია, ანუ ტრადიციული პოლიტიკური კულტურის მხარდამჭერები, ვისთვისაც ღირებულებები უმთავრესია“, - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა თამარ...
1776869727
ახალი ამბებიგანსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე, უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს 17-17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებ...
1776868842
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი: საქართველოსთვის ფორუმის თავმჯდომარეობა იქნება კიდევ ერთი შესაძლებლობა, ორგანიზაციის მუშაობაში წვლილი შეიტანოს
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ეუთოს უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმის (FSC) გახსნით სხდომასთან დაკავშირებით მედიასთან კომენტარი გააკეთა. მაკა ბოჭორიშვილ...
1776867609
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი: ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად გამოვიყენოთ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით შექმნილი შესაძლებლობები, რათა კიდევ უფრო გავზარდოთ ქართული პროდუქციის ექსპორტი ჩინეთის ბაზარზე და ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტემპი გავაძლიეროთ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მარიამ ქვრივიშვილის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში ქვეყნებს შორის არსებულ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში ცვლილებები შევიდა....































