„საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ფრთხილი კი არა, ვასალური პოლიტიკით არის დაკავებული“ - ნინო ბურჯანაძე

სიფრთხილე ცუდი არ არის, როდესაც ის გონიერებასთან არის კავშირში, უბრალოდ სიფრთხილე არ უნდა გადაიზარდოს მშიშრობაში და პოზიციის გამოხატვისგან თავის არიდებაში, - ამის შესახებ „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტს.

ბურჯანაძის თქმით, დასავლეთსა და რუსეთს შორის მსგავსი ესკალაცია და დაპირისპირება დიდი ხანია არ ყოფილა, რაც, მისი შეფასებით, არის შემაშფოთებელი.

„მე რომ პარლამენტში ვიყო, ძალიან ბევრი რამ სხვანაირად იქნებოდა. ალბათ, რეზოლუციის ტექსტიც სხვანაირი იქნებოდა. ერთი მხრივ, არ იქნებოდა ის, რომ პირდაპირ დაგვედანაშაულებინა რუსეთი იმაში, რომ ხვალ შეიჭრება და აიღებს კიევს, მაგრამ, მეორე მხრივ, არც ისე იქნებოდა, რომ საერთოდ არ ყოფილიყო რუსეთ-უკრაინის საკითხი ნახსენები. ის იქნებოდა ისეთი შუალედური და ზომიერი, როგორც მიიღებოდა მაშინ, როდესაც მე მიჯერებდნენ პარლამენტში. ახლა მოხდება საქართველოსთვის ტრაგიკულად მარტივად ერთი რამ - უკრაინასთან მიმართებითაც რა გადაწყვეტილებაც იქნება მიღებული, ხურდასავით მიბმული იქნება საქართველო ამ საქმეში. ეს არის ჩვენი დღევანდელი ხელისუფლება და თუ გინდა პროდასავლური ეძახე, გინდა ნატო-ს დროშა გამოკიდოს ბიძინა ივანიშვილმა.

საქართველოს დღეს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ფრთხილი კი არა, ვასალური პოლიტიკით არის დაკავებული. ეს არ არის სიფრთხილე, რასაც საქართველოს ხელისუფლება აკეთებს, როდესაც თუნდაც ჩვენი ტერიტორიის საზღვრებზე გადმოდის და გადმოდის ქვეყნის შიგნით ე.წ. საზღვარი. ეს არ არის სიფრთხილე, ეს არის ვასალური დამოკიდებულება. ფრთხილი პოზიცია არის ის, რომ პროვოცირება არ მოახდინო, როდესაც ამის აუცილებლობა არ არის, ხოლო ვასალური პოზიციაა, როდესაც შენ გაჩუმებული ხარ და საუკეთესო შემთხვევაში თავს მოაჩვენებ, თითქოს რაღაცას აპროტესტებ, სინამდვილეში კი არ აპროტესტებ“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

ასევე საინტერესოა:

🔵 რა წერია უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტში, რომელიც პარლამენტს „ქართული ოცნების“ სახელით წარედგინება

🔵 პუტინს რუსეთის მმართველი პარტია მიმართავს, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებს იარაღით დაეხმაროს

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1795538326

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობები და მეგობრობა მნიშვნელოვანია რეგიონის კონტექსტშიც, ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით შევუწყობთ ხელს სამხრეთ კავკასიის პოტენციალის სრულად ათვისებას

„დღეს შუა დერეფნის განვითარება არის ის გეოპოლიტიკური საჭიროება, რომელიც რეგიონში არსებობს, საქართველოსა და აზერბაიჯანს აქვს ათწლეულების განმავლობაში უკვე ჩამოყალიბებული, კარგ გამოცდილებაზე დაფუძნებული...

მაკა ბოჭორიშვილი

1795538284

ახალი ამბები

თბილისის სატელევიზიო ანძა ნარინჯისფრად განათდა

„მნიშვნელოვანია, რომ არცერთი ადამიანი არ დარჩეს ძალადობის წინაშე მარტო“, - ეს განცხადება თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ თინათინ ნიბლოშვილმა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16-დღი...

თბილისის სატელევიზიო ანძა

1795536184

ახალი ამბები

გიორგი გაბუნია ძალადობრივ აქციებზე დაკავებულებზე: ეს ადამიანები იყვნენ მსხვერპლი იმ უფროსების მხრიდან, რომლებიც პროცესს მართავდნენ

„ადამიანი, რომელიც აღიარებს ჩადენილ დანაშაულს და შემდეგ მიმართავს პრეზიდენტს შეწყალებაზე, აქ ყველაფერი გასაგებია. მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ სწორად შეაფასოს ეს პროცესი“, - განაცხადა კულტურის კომიტეტ...

გიორგი გაბუნია

1795534085

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველო-აზერბაიჯანს შორის მიმდინარე წელი საკმაოდ დატვირთული იყო მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგით, რაც კიდევ უფრო აღრმავებს თანამშრომლობას და ახალ შესაძლებლობლებს ხსნის

მქონდა შესაძლებლობა, შევხვედროდი აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს, მილი მეჯლისის თავმჯდომარეს, ასევე შევხვდები პრემიერ-მინისტრს, დღეს ჩემს ძვირფას კოლეგასთან, მეგობართან მქონდა შესაძლებლობა, სიღრ...

მაკა ბოჭორიშვილი

1795531471

ახალი ამბები

თამარ იოსელიანი: მნიშვნელოვანია, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი გეგმა-გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს - დასრულებულია დაღრმავებითი სამუშაოები

„მნიშვნელოვანია, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი გეგმა-გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს - დასრულებულია დაღრმავებითი სამუშაოები, მიმდინარეობს ტალღმჭრელის მშენებლობა, იდგმება ნაბიჯები იმისათვის,...

თამარ იოსელიანი