შალვა პაპუაშვილი: ყველამ ყველაფერი იცოდა 4-მდეც, 4-შიც, ყველამ იცოდა, რომ საკუთარ ქვეყანაში ნეპალის მოსაწყობად იკრიბებოდა, ყველამ მოისმინა კითხვა, გინდათ თუ არა ნეპალის მოწყობა? ყველამ შესძახა - კი

„ყველამ ყველაფერი იცოდა 4-მდეც, 4-შიც, ყველაზე კარგად კი 4-ის მერე იციან“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
პაპუაშვილი აქვეყნებს ვიდეოს, სადაც, მისი თქმით, კარგად ჩანს, რომ იმ რამდენიმე ათასი ადამიანიდან, რომლებიც 4-ში, ოთხ საათზე შეიკრიბნენ, არავინ არაფერს გამიჯვნია.
„ყველამ ყველაფერი იცოდა - 4-მდეც, 4-შიც, ყველაზე კარგად კი 4-ის მერე იციან.
4-მდე ყველამ იცოდა, რომ საკუთარ ქვეყანაში ნეპალის მოსაწყობად იკრიბებოდა. 4-ში კი ყველა მისულმა მოისმინა კითხვა - გინდათ, თუ არა ნეპალის მოწყობა, და ყველამ შესძახა - კი.
წილი იყარა და ქვეყნის დამამხობელთა „გაუჩერებელი მდინარე“ თავისუფლების მოედნიდან საქართველოს პრეზიდენტის სასახლის ასაღებად გადაედინა.
შემდეგ იქნება სასახლის შტურმი, ცეცხლწაკიდებული ბარიკადები, გაპარული ლიდერები, 25 დაშავებული პოლიციელი და მათ გმირობაზე კისერწატეხილი გადატრიალება.
ამ ვიდეოში კარგად ჩანს, რომ იმ რამდენიმე ათასი ადამიანიდან, ვინც 4-ში 4-ზე შეიკრიბა, არავინ არაფერს გამიჯვნია. არც ექიმი და არც ვექილი. ამ „ხალხის მდინარეში“ ერთი კაციც კი არ აღმოჩნდა, ვინც დინების საწინააღმდეგოდ გაცურავდა.
ამ ვიდეოში სხვა ვერ, მაგრამ თავად ხომ ყველა ამოიცნობს საკუთარ თავს და ადგილს. ამიტომ ეს ვიდეო მათ პირად ისტორიას დარჩება, როგორც შეხსენება თითოეული იქ შეკრებილისთვის, რომ 4-ში 4-ზე საკუთარი ქვეყნის მომავალი ვერ დაამხეს“, - წერს შალვა პაპუაშვილი.
1760604504
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი ვენეციის კომისიაზე: როცა საუბრობენ „ფარაზე“, რომელიც მოქმედებს ამერიკაში, ვერ ბედავენ, თქვან, რომ ამერიკაში რომ მოქმედებს, კანონის უზენაესობას ეწინააღმდეგებაო - ამბობენ, საქართველოში რომ მოქმედებს, იმაზე ვამბობთო
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მედიასთან შეაფასა ვენეციის კომისიის რეკომენდაცია იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველომ გააუქმოს ამერიკული FARA-ს ანალოგი კანონი, რადგან მათი შეფასებით, ამ კანონის...
1760602749
ახალი ამბებიკახა კალაძე ეუთოს თავმჯდომარის ვიზიტზე: ჩამოვიდა რუსთაველის გამზირზე მდგარი „აკაცუკების“ პატრონი, რომ საკუთარი „შვილები“ მოენახულებინა
დედაქალაქის მერმა ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის თბილისში ვიზიტის დროს მომხდარი ფაქტი სამწუხაროდ შეაფასა. როგორც კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, გასაკვირი არ ყოფილა, რომ ელინა ვალტონენი რუსთაველ...
1760602657
ახალი ამბებიცესკომ მორიგი საერთაშორისო ISO 9001:2015 სერტიფიკატი მოიპოვა
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) არჩევნების მართვის სფეროში საერთაშორისო აუდიტი კვლავ წარმატებით გაიარა. ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტის ISO 9001:2015-ის ფარგლებში ჩატარებულიაუდიტი ორ ე...
1760600027
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი „ნაცმოძრაობის“ აკრძალვაზე: ჩვენი მიზანია, რომ დავიცვათ ჩვენი დემოკრატია რადიკალი, ექსტრემისტი, ანტიკონსტიტუციური ძალებისგან, საკონსტიტუციო სასამართლომ განსაჯოს ვის რა ეკუთვნის
დემოკრატიულ პროცესში არ არის ადგილი ანტიდემოკრატიული, დემოკრატიის მტერი პარტიებისთვის. ეს არის მთავარი არსი თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის. და თუ გვინდა ჩვენ ქართული დემოკრატია გადარჩეს, თუ გვინდა ჩვენ...
1760599246
ახალი ამბებინარკოდანაშაულთან ბრძოლის ფარგლებში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, გასული 24 საათის განმავლობაში, თბილისსა და რეგიონებში დაკავებულია 47 ნარკოდამნაშავე
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ საზოგადოებას ნარკოდანაშაულთან ბრძოლის ფარგლებში ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ ინფორმაციას მიაწოდა. როგორც ალექსანდრე დარახველიძემ უწყებაშ...