სუსის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ფაქტზე ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი დააკავა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ დაკავებულია ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი სოფელ დილისკის ადმინისტრაციულ ერთეულში - ო. გ. ინფორმაციას სუსი ავრცელებს.

უწყების ცნობით, საქმე ეხება მოხელის მიერ თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ ქმედების განსახორციელებლად, კერძოდ, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის წარმოშობის შესახებ ყალბი ცნობის გაცემის სანაცვლოდ ქრთამის აღების ფაქტს.

„გამოძიებით დადგენილია, რომ დილისკის ადმინისტრაციულ ერთეულში ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა ო.გ.-მ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოშობის შესახებ სამი ანალოგიური შინაარსის ყალბი ცნობა დაამზადა. თითოეული ცნობის თანახმად, თითქოს მის ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივი მცხოვრების მიერ მოყვანილი 25 ტონა (ჯამში 75 ტონა) კარტოფილი რეალიზებულ იქნა კონკრეტულ მეწარმე სუბიექტზე.

ო.გ.-ს განმარტებით, მის მიერ საქონლის წარმოშობის შესახებ გაცემული ყალბი ცნობების საფუძველზე, შესაძლებელი იქნებოდა პროდუქციის მაღალ ფასში რეალიზაცია, როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე მისი ექსპორტზე გატანის შემთხვევაში, რადგან ახალქალაქის მუნიციპალიტეტში მოყვანილი მსგავსი პროდუქციის ფასი ბაზარზე გაცილებით მაღალია სხვა ადგილწარმოშობის პროდუქციასთან შედარებით.

აღნიშნული ქმედების სანაცვლოდ, ო.გ.-მ მეწარმე სუბიექტს ქრთამის სახით მოსთხოვა და 2025 წლის 15 ოქტომბერს გამოართვა 6000 ლარი.

სასამართლოს განჩინების საფუძველზე, განხორციელდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, რის შედეგადაც მოპოვებულია აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ამსახველი აუდიო/ვიდეომტკიცებულება.


გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1760604504

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი ვენეციის კომისიაზე: როცა საუბრობენ „ფარაზე“, რომელიც მოქმედებს ამერიკაში, ვერ ბედავენ, თქვან, რომ ამერიკაში რომ მოქმედებს, კანონის უზენაესობას ეწინააღმდეგებაო - ამბობენ, საქართველოში რომ მოქმედებს, იმაზე ვამბობთო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მედიასთან შეაფასა ვენეციის კომისიის რეკომენდაცია იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველომ გააუქმოს ამერიკული FARA-ს ანალოგი კანონი, რადგან მათი შეფასებით, ამ კანონის...

შალვა პაპუაშვილი

1760602749

ახალი ამბები

კახა კალაძე ეუთოს თავმჯდომარის ვიზიტზე: ჩამოვიდა რუსთაველის გამზირზე მდგარი „აკაცუკების“ პატრონი, რომ საკუთარი „შვილები“ მოენახულებინა

დედაქალაქის მერმა ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის თბილისში ვიზიტის დროს მომხდარი ფაქტი სამწუხაროდ შეაფასა. როგორც კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, გასაკვირი არ ყოფილა, რომ ელინა ვალტონენი რუსთაველ...

კახა კალაძე

1760602657

ახალი ამბები

ცესკომ მორიგი საერთაშორისო ISO 9001:2015 სერტიფიკატი მოიპოვა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) არჩევნების მართვის სფეროში საერთაშორისო აუდიტი კვლავ წარმატებით გაიარა. ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტის ISO 9001:2015-ის ფარგლებში ჩატარებულიაუდიტი ორ ე...

ცესკომ მორიგი საერთაშორისო ISO 9001:2015 სერტიფიკატი მოიპოვა

1760600027

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი „ნაცმოძრაობის“ აკრძალვაზე: ჩვენი მიზანია, რომ დავიცვათ ჩვენი დემოკრატია რადიკალი, ექსტრემისტი, ანტიკონსტიტუციური ძალებისგან, საკონსტიტუციო სასამართლომ განსაჯოს ვის რა ეკუთვნის

დემოკრატიულ პროცესში არ არის ადგილი ანტიდემოკრატიული, დემოკრატიის მტერი პარტიებისთვის. ეს არის მთავარი არსი თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის. და თუ გვინდა ჩვენ ქართული დემოკრატია გადარჩეს, თუ გვინდა ჩვენ...

შალვა პაპუაშვილი

1760599246

ახალი ამბები

ნარკოდანაშაულთან ბრძოლის ფარგლებში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, გასული 24 საათის განმავლობაში, თბილისსა და რეგიონებში დაკავებულია 47 ნარკოდამნაშავე

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ საზოგადოებას ნარკოდანაშაულთან ბრძოლის ფარგლებში ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ ინფორმაციას მიაწოდა. როგორც ალექსანდრე დარახველიძემ უწყებაშ...

47 ნარკოდამნაშავე