შალვა პაპუაშვილი: საქართველო არის ხიდი, რომელიც აკავშირებს ევროპასა და აზიას, როდესაც ბრიუსელის ბიუროკრატია საქართველოს ებრძვის, ის ამ ხიდის დაწვას ცდილობს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასისა და ბრიუსელის ბიუროკრატიის პოლიტიკას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ საქართველოსთან ბრძოლით ისინი ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ „ხიდს წვავენ“.

პაპუაშვილის თქმით, კალასს საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ კონფრონტაციული დამოკიდებულება აქვს და პროცესებს ამ გადმოსახედიდან უყურებს.

„თუკი ვსაუბრობთ შუა დერეფანზე, დაკავშირებადობაზე, საქართველო არის ხიდი, რომელიც აკავშირებს ევროპასა და აზიას. როდესაც ბრიუსელის ბიუროკრატია საქართველოს ებრძვის, ის ამ ხიდის დაწვას ცდილობს. აქედან გამოვიტანოთ დასკვნა, რამდენად სერიოზულად შეიძლება განვიხილოთ ბრიუსელის ის ბიუროკრატები, რომლებიც მათთვისვე სასარგებლო ხიდს წვავენ“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, ევროკავშირი საქართველოს სხვა არავისთან აკავშირებს, გარდა საკუთარი თავისა, მაშინ როდესაც საქართველო ევროკავშირს აზიასთან აკავშირებს. პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ამ კავშირების ნგრევა მომავალში ევროპაში ენერგორესურსებისა და ცხოვრების დონის გაძვირებას გამოიწვევს და ამაზე პასუხისმგებლობა თავად ბრიუსელის ბიუროკრატიას დაეკისრება.

„როდესაც საკუთარ ხიდებს წვავენ აზიასთან, მერე გაზი და ცხოვრების დონე რომ გაძვირდება მათთან, აბრალონ რუსეთს. საკუთარ თავს უნდა დააბრალონ, იმიტომ რომ წვავენ ხიდებს, რომლებიც მათ სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალთან ეკონომიკურად აკავშირებენ“, - დასძინა შალვა პაპუაშვილმა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794986627

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილი აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრს, ფარვიზ შაჰბაზოვს შეხვდა. შეხვედრა ვიცე-პრემიერის აზერბაიჯანის რესპუბლიკაშ...

მარიამ ქვრივიშვილი

1794985476

ახალი ამბები

გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღება იწყება

გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაქვემდებარებაში არსებული ყველა პენიტენციური დაწესებულება ბრალდებულებისთვის/მსჯავრდებულებისთვის დამატებით ამანათების მიღებას იწ...

სპეციალური პენიტენციური სამსახური

1794984964

ახალი ამბები

დასახლებულ პუნქტებში 23:00-დან 08:00 საათამდე ავტომობილის მოძრაობისას წარმოქმნილი ხმაურის დასაშვები ნორმა 80-დან 100 დეციბალამდე გაიზარდა

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული ცვლილების თანახმად, სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დასაშვები ზღვარი 80-დან 100 დეციბალამდე გაიზარდა. ინფორმაც...

მანქანების ხმაური

1794984306

ახალი ამბები

„პროდუქცია და თანხა გაიტაცეს“ - ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით 4 არასრულწლოვანი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ...

დაკავება, პოლიცია

1794983674

ახალი ამბები

მებაჟე ოფიცრებმა შსს-ს წარმომადგენლებთან თანამშრომლობით, საფოსტო გზავნილში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის „თბილისის აეროპორტის“ გაფორმების ეკონომიკური ზონის მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თ...

 ნარკოტიკული საშუალება