შალვა პაპუაშვილი „დროას“ განცხადებაზე: ცდილობენ რეალობის შეცვლას, დავივიწყოთ პიროტექნიკით როგორ ესხმოდნენ თავს პოლიციელებს, როგორ წვავდნენ პოლიციელებს, პოლიციის მანქანებს და პარლამენტს?

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, 2024 წლის დეკემბერში, ოპოზიცია, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობით, ქვეყანაში 90-იანი წლების დაბრუნებას ცდილობდა.

შალვა პაპუაშვილი ეხმაურება პარტია „დროაში“ გამართულ ბრიფინგს, სადაც კატეგორიულად უარყოფენ პროკურატურის ინფორმაციას, რომლის თანახმადაც 2024 წლის 4 დეკემბერს, „გირჩი - მეტი თავისუფლებისა“ და „დროას“ ოფისის ჩხრეკის შედეგად, ამოღებული იყო „მოლოტოვის კოქტეილის“ დამზადებისთვის საჭირო ბენზინით სავსე ბიდონები და სხვა ატრიბუტიკა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, პარტიის წევრები ცდილობენ, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ.

„ცდილობენ რეალობის შეცვლას. დავივიწყოთ პიროტექნიკით როგორ ესხმოდნენ თავს პოლიციელებს, როგორ წვავდნენ პოლიციელებს, პოლიციის მანქანებს, პარლამენტს? ნახევარი მილიონი ლარის ზარალი მიადგა პარლამენტს, იმიტომ, რომ მის გადაწვას ცდილობდნენ. რამდენიმე სამუშაო ოთახი მთლიანად დაიწვა და რომ არა ჩვენი საქართველოს პარლამენტის აპარატის თანამშრომლების და აქ მყოფი მეხანძრეების სწრაფი მოქმედება, პარლამენტი დღეს, როგორც 90-იან წლებში გადაწვეს, ისე იქნებოდა გადამწვარი.

აი, ეს იყო, რასაც ისინი აპირებდნენ 2024 წლის დეკემბერს, რომ აქ 90-იანი წლები დაებრუნებინათ. ასე რომ, ფაქტია თვალები ყველას გვაქვს და მეხსიერება ყველას გვაქვს, ახლა რაც არ უნდა შეეცადონ წარსულის შეცვლას, ეს არის მოძალადე პოლიტიკური ჯგუფები, რომლისთვისაც პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობა, მათი წარმოდგენით, არის პოლიტიკური წარმოების საშუალება“, - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794987507

ახალი ამბები

ნინო წილოსანი: სასიამოვნოა, როდესაც ევროკავშირის კვლევა საქართველოს ეკონომიკურ ზრდას პოზიტიურად აფასებს, ეს გვაფიქრებს, როგორ აცდენილია ევროკავშირის კვლევები თავად ევრობიუროკრატების განცხადებებთან

ევროკავშირის კვლევაში ნათლად ჩანს, რომ როგორც სხვა სხვა კანდიდატ სახელმწიფოებში, ისე ევროკავშირის წევრი ქვეყნების ეკონომიკური ზრდაც არ არის დამაიმედებელი, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო...

ნინო წილოსანი

1794986627

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილი აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრს, ფარვიზ შაჰბაზოვს შეხვდა. შეხვედრა ვიცე-პრემიერის აზერბაიჯანის რესპუბლიკაშ...

მარიამ ქვრივიშვილი

1794985476

ახალი ამბები

გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღება იწყება

გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაქვემდებარებაში არსებული ყველა პენიტენციური დაწესებულება ბრალდებულებისთვის/მსჯავრდებულებისთვის დამატებით ამანათების მიღებას იწ...

სპეციალური პენიტენციური სამსახური

1794984964

ახალი ამბები

დასახლებულ პუნქტებში 23:00-დან 08:00 საათამდე ავტომობილის მოძრაობისას წარმოქმნილი ხმაურის დასაშვები ნორმა 80-დან 100 დეციბალამდე გაიზარდა

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული ცვლილების თანახმად, სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დასაშვები ზღვარი 80-დან 100 დეციბალამდე გაიზარდა. ინფორმაც...

მანქანების ხმაური

1794984306

ახალი ამბები

„პროდუქცია და თანხა გაიტაცეს“ - ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით 4 არასრულწლოვანი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ...

დაკავება, პოლიცია