ვაკო თურნავა: ყველამ უნდა აღიაროს ქართველი ხალხის არჩევანი, პატივი სცეს ამ არჩევანს, რომელიც არჩევნებზე იყო გამოხატული და ამის შემდეგ შესაძლებელი იქნება ძველ, ნორმალურ ურთიერთობებში დაბრუნება ბრიუსელთან

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ვაკო თურნავამ იტალიურ რადიოსთან „Radio Roma“-სთან ინტერვიუში საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არჩევნებში დამარცხებული ოპოზიცია არაკანონიერი გზებით ცდილობს ხელისუფლების შეცვლას.
„ამ პოლიტიკურმა ჯგუფებმა ორჯერ წააგეს არჩევნები. უარი თქვეს პარლამენტში მუშაობაზე და ახლა, როცა ხედავენ, რომ კანონიერი გზით ვერ ცვლიან ხელისუფლებას, ცდილობენ ამას ქუჩის აქციებითა და რევოლუციური სცენარებით მიაღწიონ. ყველაფერი, რასაც დღეს ამბობენ, თითქოს რაღაც კანონი არ მოსწონთ, ან მთავრობა პრორუსულია, რეალურად მხოლოდ იმ მარცხის გადაფარვის მცდელობაა, რაც პოლიტიკურად განიცადეს“, - განაცხადა თურნავამ.
მისივე თქმით, საქართველოს სწრაფვა ევროპისკენ ქვეყნის ცივილიზაციური არჩევანია.
„საქართველო ევროპაა. ჩვენც ვქმნიდით ევროპას ქართული კულტურით, ხელოვნებით, ისტორიით, ქრისტიანობით… ასე რომ, ევროპისკენ სწრაფვა ჩვენი ცივილიზაციური არჩევანი და მდგომარეობაა. ეს სულ ასე იყო და სულ ასე იქნება. საქართველო დღესაც აგრძელებს ევროპის შენებაში მონაწილეობას და ამას გააკეთებს ყოველთვის. იმიტომ, რომ ეს არის მისი ცივილიზაციური ბუნება“, - განაცხადა ვაკო თურნავამ.
როგორც თურნავამ განმარტა, ბრიუსელმა პატივი უნდა სცეს საქართველოს მოსახლეობის მიერ არჩევნებზე დაფიქსირებულ პოზიციას და ამის შემდეგ შესაძლებელი იქნება ურთიერთობების კვლავ ნორმალიზება.
„ბურთი საქართველოს მხარეს არაა. ყველამ უნდა აღიაროს ქართველი ხალხის არჩევანი, პატივი სცეს ამ არჩევანს, რომელიც არჩევნებზე იყო გამოხატული და ამის შემდეგ შესაძლებელი იქნება ძველ, ნორმალურ ურთიერთობებში დაბრუნება. აქ ბრიუსელზე გვაქვს საუბარი, თორემ იტალიასთან ყოველთვის კარგი კავშირები გვქონდა. ვაფასებთ ამ პარტნიორობას და ჩვენც იტალიის მთავრობის და ხალხის გვერდით ვდგავართ, საერთო ინტერესებისთვის”, - განაცხადა თურნავამ.
1760600027
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი „ნაცმოძრაობის“ აკრძალვაზე: ჩვენი მიზანია, რომ დავიცვათ ჩვენი დემოკრატია რადიკალი, ექსტრემისტი, ანტიკონსტიტუციური ძალებისგან, საკონსტიტუციო სასამართლომ განსაჯოს ვის რა ეკუთვნის
დემოკრატიულ პროცესში არ არის ადგილი ანტიდემოკრატიული, დემოკრატიის მტერი პარტიებისთვის. ეს არის მთავარი არსი თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის. და თუ გვინდა ჩვენ ქართული დემოკრატია გადარჩეს, თუ გვინდა ჩვენ...
1760599246
ახალი ამბებინარკოდანაშაულთან ბრძოლის ფარგლებში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, გასული 24 საათის განმავლობაში, თბილისსა და რეგიონებში დაკავებულია 47 ნარკოდამნაშავე
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ საზოგადოებას ნარკოდანაშაულთან ბრძოლის ფარგლებში ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ ინფორმაციას მიაწოდა. როგორც ალექსანდრე დარახველიძემ უწყებაშ...
1760599003
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ყველამ ყველაფერი იცოდა 4-მდეც, 4-შიც, ყველამ იცოდა, რომ საკუთარ ქვეყანაში ნეპალის მოსაწყობად იკრიბებოდა, ყველამ მოისმინა კითხვა, გინდათ თუ არა ნეპალის მოწყობა? ყველამ შესძახა - კი
„ყველამ ყველაფერი იცოდა 4-მდეც, 4-შიც, ყველაზე კარგად კი 4-ის მერე იციან“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. პაპუაშვილი აქვეყნებს ვიდეოს, სადაც,...
1760598103
ახალი ამბებისუსის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ფაქტზე ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი დააკავა
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ დაკავებულია ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი სოფელ დილისკის ადმინისტრაციულ ერთეულში - ო. გ....
1760595294
ახალი ამბებივაკო თურნავა: ბოლო პერიოდში მიმდინარე პროტესტი მიზანმიმართულად იმართება იმ პოლიტიკური ჯგუფების მიერ, რომლებმაც წააგეს არჩევნები და ვერ ახერხებენ ძალაუფლების მიღებას დემოკრატიული გზით
ბოლო პერიოდში მიმდინარე პროტესტები არ არის საზოგადოებრივი უკმაყოფილების ბუნებრივი გამოხატულება. ისინი მიზანმიმართულად იმართება იმ პოლიტიკური ჯგუფების მიერ, რომლებმაც წააგეს არჩევნები და ვერ ახერხებენ...