მეხსიერებაში ჩავარდნები აქვს, თავი სტკივა და ნიკაპი აქვს დაზიანებული - როგორია სალომე ტეტუნაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

ქ.ნეაპოლში 22 იანვარს გაუჩინარებული და 26 იანვარს ბუნდოვან ვითარებაში ნაპოვნი, სალომე ტეტუნაშვილის ამბის მიმართ, ინტერესი არ ნელდება. ყველა თანხმდება იმაზე, რომ მთავარია, გოგონა ცოცხალი იპოვეს, თუმცა იტალიის ქართული დიასპორა და არამხოლოდ, საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, ისტორიის დაფარული დეტალების გასაჯაროებას ითხოვს.

ExclusiveTV პროფესიული და მორალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, მაქსიმალურად ცდილობს საზოგადოებას ფაქტებზე დაყრდნობით და ობიექტური ინფორმაცია მიაწოდოს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მკითხველის ნდობა.  

მედიამაუწყებელი დღეს სალომეს დედას, ქალბატონ ლელას დაუკავშირდა. როგორც, მან ჩვენთან საუბარში აღნიშნა, შვილის გაუჩინარების და მიღებული სტრესის გამო, ჯერ კიდევ შოკურ მდგომარეობაში იმყოფება. მადლობას უხდის ყველა იმ ადამიანს, ვინც გულთან მიიტანა სალომეს გაუჩინარების ამბავი და თანადგომა გამოხატა. 

ქალბატონ ლელას ვთხოვეთ ჩვენს კითხვებზე ეპასუხა, რომელიც სალომეს დაბრუნების შემდეგ საზოგადოებაში მუსირებს. ამჯერად, საზოგადოების ნაწილი, რომელიც ფიზიკურ თუ ემოციურ დონეზე ჩართული იყო გაუჩინარებული ემიგრანტის პოვნის პროცესში, დედისგან საჯარო „აღიარებას“ ითხოვს. 

თემის სპეციფიკიდან და ბოლო დღეებში გავრცელებული, გაუჩინარების ინტერპრეტირებული და ფაქტებს მოკლებული ვერსიების გამო საზოგადოების ნაწილი ორად გაიყო. 

რა გაარკვია exclusivetv.ge-მ: სალომე სახლიდან 24 კილომეტრის დაშორებით იპოვეს, ფეხშიშველი. მისი პირველი კომუნიკაცია, ქართულ მხარესთან ხდება მაკა ხაჩოშვილთან - ნეაპოლში მცხოვრებ ქართველ მედიატორთან, რომელმაც სალომეს ძებნის იტალიურ ენოვანი ტექსტური შეტყობინებები გაავრცელა. მაკა ხაჩოშვილთან საუბარში, სალომე მის ვინაობას ასახელებს და დამატებით კითხვებს ბუნდოვან პასუხებს სცემს. რის შემდეგაც ხაჩოშვილი წყვეტს სალომესთან კომუნიკაციას და უკავშირდება exclusivetv.ge-ს რედაქციას. რედაქციასთან კავშირის შემდეგ, ხაჩოშვილი ასევე სოციალურ ქსელში აქვეყნებს სალომეს პოვნის ინფორმაციას და საზოგადოებას სთხოვს დედას დააკავშიროს. 

როგორ მოხვდა სალომე საავადმყოფოში: როგორც მისი საუბრიდან ირკვევა, დაზუსტებით ვერ იხსენებს როგორ და რატომ გავიდა სახლიდან, შესაბამისად  საზოგადოების აგრესიული ნაწილის ვერსიები სრულიად უსაფუძვლოდ გამოიყურება. 

დედის დუმილი: განვითარებული მოვლენები ცხადყოფს და ნათელს ხდის დედის სიჩუმეს, რომელიც ცდილობს საჯაროდ არ ისაუბროს შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ცნობისმოყვარეობის წყურვილის მოკვლის მქონე საზოგადოება, ვერ იღებს საკმარის ინფორმაციას, რის შემდეგაც „მხარდამჭერი“ ტალღა, აგრესიული პოსტებით დედას მოუწოდებენ საჯარო მადლობა მოუხადოს მათ და ყველას თანდასწრებით ოჯახურ დეტალებზე ისაუბროს. 

რა მოხდა სინამდვილეში: მეხსიერების დაბინდვის გამო სალომე ნეაპოლის საავადმყოფო "დელ მარეს" ფსიქიატრიულ განყოფილებაში აღმოჩნდა. 

ჩვენი ვერსიით (ფაქტებზე დაყრდნობით) კლინიკამ, პაციენტის ეროვნების დაზუსტების შემდეგ, 25 იანვარს მიიწვია ქართველი მედიატორი, რომლის მეშვეობითაც მოხდებოდა პაციენტის იდენტიფიცირება. ჩვენი ვერსიით, რეალობის აღქმის მდგომარეობაში დაბრუნების შემდეგ, სალომემ ფსიქიატრიული კლინიკა თვითნებურად დატოვა, სადაც ის გამვლელმა, სოციალურ მედიაში გავრცელებული ფოტოს წყალობით ამოიცნო. სწორედ იმ დღეს, როცა სალომეს პოვნის ინფორმაცია გავრცელდა, მედიატორ, რომელიც კლინიკაში უნდა გამოცხადებულიყო, დაჯავშნილი შეხვედრა გაუუქმეს. 

რაც შეეხება თემის დეტალებს ეს უკვე გამოძიების პრეროგატივაა და ჩვენ აქტიურად მივადევნებთ თვალს თუ როგორ განვითარდება მოვლენები. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

📌 იტალიური პრესა ადასტურებს, რომ სალომე ტეტუნაშვილის იდენტიფიცირება სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის საშუალებით მოხდა

📌  ქართველი ემიგრანტი ჟურნალისტებისა და მედიატორის, მაკა ხაჩოშვილის აქტიურობით ნაპოვნი ემიგრანტი - რატომ ჩავიდა Chi l’ha visto ნეაპოლში

📌  ექსკლუზივი: სალომე ტეტუნაშვილი ცოცხალია - ხუთ დღიანი ძებნის შემდეგ დაკარგული ემიგრანტი იპოვეს

📌 „ამ დაკარგულ გოგოზე რომელიც ასე განვიცადეთ, ათას სისულელეს ამბობენ რატომ? იმიტომ რომ ცოცხალია“ - ემიგრანტის შოკის მომგვრელი წერილი

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791654989

ახალი ამბები

თბილისში, „დელტას“ ქარხანაში ხანძარია

თბილისში „დელტას“ ქარხანაში ხანძარია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ადგილზე სახანძრო სამაშველო ჯგუფშია მობილიზებული. მიმდინარეობს სალოკალიზაციო სამუშაოები.

ხანძარი ლიკვიდირებულია

1791654431

საზოგადოება

რატომ გახდა საჭირო მსჯავრდებული გიორგი დავითაძის დეესკალაციის ოთახში გადაყვანა - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელის განმარტება

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელმა, გიორგი პატარიძემ გადაცემაში „ღია ეთერი“ განმარტა, რატომ გახდა მსჯავრდებული გიორგი დავითაძის დეესკალაციის ოთახში გადაყვანა საჭირო. როგორც პატარიძემ აღნ...

გიორგი პატარიძე

1791653970

საზოგადოება

პაატა სალია: სახალხო დამცველმა მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის ვიდეოკადრებთან დაკავშირებით გაავრცელა განცხადება და სახალხო დამცველის აპარატმა მიიჩნია, რომ იქ არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია

„სახალხო დამცველმა მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის ვიდეოკადრებთან დაკავშირებით გაავრცელა განცხადება და სახალხო დამცველის აპარატმა მიიჩნია, რომ იქ არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია“, - განაცხადა იუსტიციი...

პაატა სალია

1791653374

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: ვფიქრობ, უკრაინისთვის ახალი პრეზიდენტის არჩევის დროა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან ურთიერთობების გამწვავების ფონზე განაცხადა, რომ უკრაინაში ხელისუფლების ცვლილების დროა. ტრამპის თქმით, „ვფიქრობ, უკრაინისთვის ახალი პრეზიდენტის...

დონალდ ტრამპი

1791651835

საზოგადოება

იუსტიციის მინისტრი: ჩვენი ხელისუფლების პირობებში ციხეში ძალადობა არის წარმოუდგენელი რამ, აქამდე ასეთი შემთხვევა არ ყოფილა

ჩვენი ხელისუფლების პირობებში ციხეში ძალადობა არის წარმოუდგენელი რამ. აქამდე ასეთი შემთხვევა არ ყოფილა, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა, პაატა სალიამ გადაცემაში „ღია ეთერი“. იუსტიციის მინისტრმა მსჯავრდ...

პაატა სალია