იტალიაში, ქართული დიასპორის წარმომადგენლებისთვის, იტალიის მიგრაციის კანონმდებლობის გზამკვლევის პრეზენტაცია გაიმართა (ვიდეო)
უცხო ქვეყანაში მცხოვრები პირის უფლებები, ადგილობრივი კანონმდებლობისა და რეგულაციების არცოდნის გამო, არც თუ იშვიათად იზღუდება და ილახება. ხშირად, ეს ხდება ენობრივი ბარიერის, ხშირად მიგრაციის კანონმდებლობის საკითხების საფუძვლიანი არცოდნის გამოც, რაც ბუნებრივია, რადგან რიგით მოქალაქეს, ზედმიწევნით, ფიზიკურად ვერ ეცოდინება თუნდაც მიგრაციული კანონი. პრობლემები მიმღები ქვეყნის ბიუროკრატიული ლაბირინთების გამოც იქმნება ხოლმე.
სწორედ ამ, ასე ვთქვათ ხარვეზის შესწორებას ემსახურება იტალიის მიგრაციის კანონმდებლობის განახლებული გზამკვლევის შექმნა ქართულ ენაზე, რომლის პრეზენტაციაც 27 ნოემბერს, რომში გაიმართა, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მხარდაჭერით და რომელსაც იტალიაში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, იტალიის სხვადასხვა რეგიონებიდან.
ხაზი უნდა გაესვას მოვლენის მნიშვნელობას, რადგან სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული მსგავსი ნაბიჯების წყალობით, ემიგრანტი ერთგვარ მხარდაჭერას გრძნობს საკუთარი სახელმწიფოსგან და იმედი ეძლევა, რომ მარტო არ არის იმ "ომში", რასაც ემიგრანტული ცხოვრება ჰქვია.
გზამკვლევი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით, პროგრამა ENIGMA 2-ის ფარგლებში, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრმა (ICMPD) იტალიის რესპუბლიკაში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლებისთვის შეადგინა. მსგავსი გზამკვლევები ასევე შექმნილია ესპანურ და ბერძნულ ენებზეც, ამ ქვეყნებში მცხოვრები ქართველებისთვის.
შეხვედრა, რომელიც საქართველოს ელჩმა იტალიის რესპუბლიკაში კონსტანტინე სურგულაძემ გახსნა, ესწრებოდნენ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ კონსტანტინიდი, საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, ICMPD-ის წარმომადგენლები, საქართველოს კონსული იტალიის რესპუბლიკაში ნატალია კორძაია, გენერალური კონსული ქ.ბარიში ვახტანგ ანდღულაძე, ელჩის მრჩეველი კულტურის საკითხებში დავით გომართელი და სხვა.
ხაზი უნდა გაესვას დიასპორის წარმომადგენელთა ჩართულობის მნიშვნელობას, რადგან მას შემდეგ, რაც 2018-2019 წლის და 2020-2021 წლის პროგრამის - „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“ გამარჯვებულებმა, ნენო გაბელიამ და მარიამ ბოჭორიშვილმა დამსწრე საზოგადოებას პროექტი წარუდგინეს, დიასპორის წარმომადგენლებს, საშუალება მიეცათ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაეგრძელებინათ და მიეღოთ პასუხები იმ კითხვებზე, რომლებიც ყველა ემიგრანტს აინტერესებს. შეხვედრაზე, ასევე, განხილული იყო საქართველოს მოქალაქეობის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები, ორმაგი მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებით, რომელზეც სერვისების განვითარების სააგენტოს, მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახურის უფროსმა ეკატერინე ოდიშარიამ ისაუბრა.
კონსტანტინე სურგულაძე: მიგრაცია გლობალური ფენომენია და დღესდღეობით გამოწვევაა მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნისთვის. ბუნებრივია, გამონაკლისი არც საქართველოა. მიგრაციას ბევრ უარყოფით ფენომენთან ერთად, დადებითი დინებებიც ახლავს. მნიშვნელოვანია, საზღვარგარეთ წასული მოქალაქეების მიერ ცოდნის, გამოცდილებისა და თვალსაწიერის გაფართოება, სხვადასხვა კულტურისა და ტრადიციის გაცნობა და შემდეგ ამ გამოცდილების საკუთარ ქვეყანაში გამოყენება. დიდია ემიგრაციისა და ზოგადად დიასპორის როლი ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში. საზღვარგარეთ მყოფ ქართველებს თავიანთი საქმიანობით დიდი წვლილი შეაქვთ არა მარტო ადგილსამყოფელი ქვეყნის განვითარებაში, არამედ საზღვარგარეთ საქართველოს პოპულარიზაციასა და დადებითი იმიჯის შექმნაში... უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ დღეს უკვე არსებობს „იტალიის მიგრაციის კანონმდებლობის გზამკვლევი“, მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომლებიც უშუალოდ იყვნენ ჩართულნი ამ პროექტის მომზადებაში. იმედი მაქვს, რომ აღნიშნულ გზამკვლევში შესაბამის პასუხებს იპოვით თქვენთვის საინტერესო კითხვებზე.
მოამზადა ნინა მამუკაძემ
1793092176
ახალი ამბებიკახა კალაძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე მოვლენებზე: ოპოზიცია სასამართლოს ტრიბუნას მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებისთვის იყენებს, სამართლებრივი დავისთვის საჭირო არგუმენტები არ გააჩნიათ
„ოპოზიციურ პარტიებს არ აქვთ არანაირი კონტრარგუმენტი იმ დანაშაულზე, რაც ჩაიდინეს“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე მოვლენებს. მისივე თქმით, ის...
1793092135
ახალი ამბებილევან მახაშვილი: ყველაფერი ძალიან მკაფიოა, ეს არ არის უბრალოდ საკონსტიტუციო პროცესი, ეს არის ხალხის მიერ იმ ძალების გასამართლება, რომლებმაც ქვეყანას მხოლოდ დამანგრეველი შედეგები მოუტანეს
„რადიკალური ოპოზიცია არის საკონსტიტუციო სასამართლოს და ხალხის სასამართლოს განსასჯელის სკამზე. იმ ქმედებების გამო, რასაც ეს არაკონსტიტუციური ძალები ამდენი წლის განმავლობაში თავს ახვევდნენ ქვეყანას და ხ...
1793091298
ახალი ამბებიპროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე სამ პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე სამ პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა....
1793090523
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: მჯერა, საკონსტიტუციო სასამართლოში ჩვენი სარჩელი გაიმარჯვებს, რაც პირდაპირ საქართველოს გამარჯვებას ნიშნავს
„მჯერა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში ჩვენი სარჩელი გაიმარჯვებს, რაც პირდაპირ საქართველოს გამარჯვებას ნიშნავს!“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ პარლამენტის პლენარუ...
1793089517
ახალი ამბებისოპნენდუ მოჰანტი: შოთა რუსთაველი ჯერ კიდევ მე-12 საუკუნეში წერდა, რასაცა გასცემ შენია, რაც არა დაკარგულიაო, საქართველო ახლა სწორედ ამ ეტაპზეა, რაც უფრო გავცემთ, მით უფრო გაიზრდება ეკონომიკა
გლობალური ფინანსებისა და ტექნოლოგიების ქსელის (GFTN) ხელმძღვანელის სოპნენდუ მოჰანტის განცხადებით, საქართველოს ფინანსური სექტორის მომავალს ხელოვნური ინტელექტი, ტოკენიზაცია და კვანტური ტექნოლოგიები განს...































