რა ნივთები არ უნდა შეინახოთ სახლში გამოსაჩენ ადგილას?
საიდუმლო არ არის, რომ ყველა სახლს თავისი ენერგეტიკა აქვს. ეს ენერგეტიკა სულიერ სიმშვიდეს მოგვიტანს თა დამთრგუნველად იმოქმედებს, თავად მაცხოვრებლებზეა დამოკიდებული. როგორც გიგანტური ფაზლი, რომელიც უამრავი წვრილი ნაწილისგან შედგება, ასე შედგება საცხოვრებელი სახლი წლების განმავლობაში დაგროვილი მოვლენებისა და ნივთებისგან. ამ უკანასკნელში შედის თილისმები, რომელსაც წარმატება და ჯანმრთელობა მოაქვს პატრონისთვის. რა ნივთებზეა საუბარი, პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გაიგებთ.ჩვენ შევკრიბეთ განსაკუთრებული ნივთების ჩამონათვალი, რომელიც უცხო თვალისგან მალულად უნდა შეინახოთ. მაშინაც კი, თუ არ გჯერათ სხვადასხვა ნიშნების, ჯობია ყურადღება მიაქციოთ. დადებითი ენერგიის მატარებელი ნივთები ყველაზე ძვირფასია, განძი კი უცხოებისგან მალულად უნდა იყოს შენახული.
რისი შენახვა არ შეიძლება გამოსაჩენ ადგილას?
ადამიანები სხვადასხვანაირები არიან: არიან კარგები და არც ისე. მათი ენერგეტიკის ზეგავლენით, უწყინარი ნივთები შეიძლება სახიფათო გახდეს. აი, ჩამონათვალი იმის, რის დადებაც არ შეიძლება ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილას:
ხატები, ამულეტები, თილისმები – ასეთი ნივთები მფლობელის ძლიერ ენერგეტიკას ატარებენ და არ არის სასურველი ვინმე შეეხოს. ამიტომ ხატებს ათავსებენ მიუწვდომელ კუთხეში, მაგალითად, ზედა თაროებზე. ამულეტები და თილისმები შეგიძლიათ თან ატაროთ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მისცეთ სხვას ხელში, ან დაათვალიერებინოთ. უკეთეს შემთხვევაში ისინი დაკარგავენ თავის ძალას, ხოლო უარესში – თავისი მფლობელის მტერი გახდებიან.
ძველი ფოტოები – ფოტოები, რომელზეც გარდაცვლილი წინაპრები არიან გამოსახული. მათი ენერგეტიკა ათწლეულების მანძილზე ინახებოდა. როდესაც ასეთი ფოტო სხვის ნეგატიურ ხელში ხვდება, უსიამოვნების მომტანია. პირადი ფოტოები მხოლოდ მათ ანახეთ, ვისაც ენდობით. ნუ შეინახავთ სურათებს, რომელიც განწყობას გიფუჭებთ და ცუდ მოგონებებს აღგიძრავთ. ისინი ნეგატიურ ენერგიას ატარებენ.
სამკაულების ყუთი – არ შეიძლება სამკაულების გამოფენა ყველასთან, მითუმეტეს, მათი მოსინჯვა. ძვირფასი მეტალები მარტივად იღებენ სხვის ნეგატიურ ენერგიას. შედეგად, თქვენი ემოციური და ფიზიკური მდგომარეობა ცვალებადი გახდება და გამოიფიტება.
რომელი ნივთები უნდა გადაყაროთ ახლავე?
ძველი ფეხსაცმელი და ტანსაცმელი – ყველას გექნებათ სახლში მოძველებული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი. ისინი წლობით დევს კარადაში ყოველი შემთხვევისთვის. იცოდეთ, რომ ასეთი ნივთები იზიდავენ ნეგატიურ ენერგიას, რომელიც დროთა განმავლობაში ტრანსლირდება მთელს სახლზე. არ დაგენანოთ მათი გადაყრა, ყველაფრის, რაც არ გჭირდებათ, რასაც დიდი ხანია აღარ იყენებთ. მოიშორეთ ყველაფერი უსარგებლო და იგრძნობთ, როგორ გაგინთავისუფლდებათ გარემო და ემოციური მდგომარეობა.
ნიჟარები – ზღვიდან წამოღებული ნიჟარები ითვლებოდა სასიამოვნო სუვენირად, მაგრამ მათი სახლში შენახვა არ შეიძლება! გაითვალისწინეთ, რომ ის მოლუსკის სახლი იყო და ეს ერთი შეხედვით უწყინარი ნივთი, მაგნიტივით იზიდავს ნეგატიურ ენერგიას, სხვადასხვა პრობლემებს ავადმყოფობებს, წარუმატებლობას.
გატეხილი სარკე, შუშა, ჭურჭელი – ბიოენერგეტიკოსები გვარწმუნებენ, რომ გატეხილი ნივთები შთანთქავენ დადებით ენერგიას და გარდაქმნიან ნეგატიურად. გატეხილ სარკეში ჩახედვა განსაკუთრებით საშიშია: ქმნის მარტოობის საფრთხეს, მიაქვს სილამაზე და ახალგაზრდობა. რა საჭიროა ბედის გამოცდა? მოიშორეთ სასწრაფოდ. იგივე შეიძლება ითქვას, გაბზარულ და გატეხილ ჭურჭელზეც.
თქვენ გჯერათ პოზიტიური და ნეგატიური ენერგეტიკის? თვლით, რომ ის შეიძლება ნივთებში დაგროვდეს? გაგვიზიარეთ კომენტარებში.
წყარო:paparazzi.ge
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵მიხეილ სააკაშვილს წერილი შარლ მიშელმა და ურსულა ფონ დერ ლაიენმა გამოუგზავნეს
🔵“ჩემი 10 წლის შვილი შეშინებული იყო და მთხოვდა მალე ჩამოვსულიყავი და წამეყვანა“ - ნინო წილოსანი
1794421665
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე: სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში დადასტურდება, რომ წარმოდგენილი ფაქტები არის კონსტიტუციის დარღვევა
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ განმარტა, რომ „სარჩელის განხილვა სასამართლოს პროცესზე, ეს არის პრევენცია“. მისივე გ...
1794418145
ახალი ამბებიგიორგი კახიანი: პოლიტიკური პარტიის აკრძალვა პროპორციული ღონისძიებაა, რადგან ემსახურება იმ ფუნდამენტური კონსტიტუციური წესრიგის დაცვას, რომელიც თავად პოლიტიკური უფლებებისა და თავისუფლების განხორციელების საფუძველს წარმოადგენს
„როდესაც პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე ვსაუბრობთ, ამ შემთხვევაში ერთმანეთს უპირისპირდება ორი ფუნდამენტური კონსტიტუციური ინტერესი. ერთი მხრივ, ეს არის დემოკრატიული სახელმწიფოს არსებობა, კონსტიტუციური...
1794417130
ახალი ამბებითბილისში, საცხოვრებელ კორპუსში ორი ადამიანი ჩაცხრილეს
თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, „გერმანული ჰოსპიტლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში, ორი ადამიანი ჩაცხრილეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ექსკლუზივს“ განუცხ...
1794415878
ახალი ამბებისაქართველოს პრეზიდენტი: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ, ბულგარეთში მომხდარი ტრაგიკული ავტოსაგზაო შემთხვევების გამო
„გლოვის ამ დღეს, ქართველი ხალხის სახელით, სოლიდარობას ვუცხადებ ბულგარელ ხალხს“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი X-ზე წერს. პრეზიდენტი თანაგრძნობას უცხადებს დაღუპულთა ოჯახებსა...
1794413989
ახალი ამბებითორნიკე ჭეიშვილი: რამდენმა პარტიამაც დააკმაყოფილა შესაბამისი კრიტერიუმები, იმდენი პარტია იქნა მოხსენიებული სარჩელში, როგორც შესაბამისი კონსტიტუციური პრეტენზიის ადრესატი
„ჩვენი თვალთახედვით, რამდენმა პარტიამაც დააკმაყოფილა შესაბამისი კრიტერიუმები, იმდენი პარტია იქნა მოხსენიებული სარჩელში, როგორც მოპასუხე მხარე, როგორც შესაბამისი კონსტიტუციური პრეტენზიის ადრესატი“, - გ...






























