არასრულწლოვანი შშმ პირის ცემის საქმეზე დაკავებულ პატრულ-ინსპექტორებს პატიმრობა შეეფარდათ
არასრულწლოვანი შშმ პირის ცემის საქმეზე დაკავებულ პატრულ-ინსპექტორებს, ნუკრი ბაქრაძესა და კახა ბაკაშვილის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მიხეილ ჯინჯოლიამ მიიღო.
დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარე დაკავებულების მიმართ მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას ითხოვდა.
როგორც პროკურორი ალექსანდრე ჩხეიძე აცხადებდა, ბრალდებულების მხრიდან მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე არსებობს.
დაცვის მხარე კი აღნიშნულ შუამდგომლობას არ ეთანხმებოდა. კახა ბაკაშვილის ადვოკატი მის 10 000-ლარიანი, ნუკრი ბაქრაძის ადვოკატი კი 20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვდა.
სხდომას ესწრებოდა დაზარალებული არასრულწლოვანიც.
ცნობისთვის, პატრულ-ინსპექტორ ნუკრი ბაქრაძეს ბრალად ედება არაადამიანური მოპყრობა, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული და უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144 ტერცია მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პატრულ-ინსპექტორს კახა ბაკაშვილს კი ბრალად ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით.
წყარო: interpressnews.ge
1791654989
ახალი ამბებითბილისში, „დელტას“ ქარხანაში ხანძარია
თბილისში „დელტას“ ქარხანაში ხანძარია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ადგილზე სახანძრო სამაშველო ჯგუფშია მობილიზებული. მიმდინარეობს სალოკალიზაციო სამუშაოები.
1791654431
საზოგადოებარატომ გახდა საჭირო მსჯავრდებული გიორგი დავითაძის დეესკალაციის ოთახში გადაყვანა - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელის განმარტება
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელმა, გიორგი პატარიძემ გადაცემაში „ღია ეთერი“ განმარტა, რატომ გახდა მსჯავრდებული გიორგი დავითაძის დეესკალაციის ოთახში გადაყვანა საჭირო. როგორც პატარიძემ აღნ...
1791653970
საზოგადოებაპაატა სალია: სახალხო დამცველმა მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის ვიდეოკადრებთან დაკავშირებით გაავრცელა განცხადება და სახალხო დამცველის აპარატმა მიიჩნია, რომ იქ არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია
„სახალხო დამცველმა მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის ვიდეოკადრებთან დაკავშირებით გაავრცელა განცხადება და სახალხო დამცველის აპარატმა მიიჩნია, რომ იქ არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია“, - განაცხადა იუსტიციი...
1791653374
მსოფლიოდონალდ ტრამპი: ვფიქრობ, უკრაინისთვის ახალი პრეზიდენტის არჩევის დროა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან ურთიერთობების გამწვავების ფონზე განაცხადა, რომ უკრაინაში ხელისუფლების ცვლილების დროა. ტრამპის თქმით, „ვფიქრობ, უკრაინისთვის ახალი პრეზიდენტის...
1791651835
საზოგადოებაიუსტიციის მინისტრი: ჩვენი ხელისუფლების პირობებში ციხეში ძალადობა არის წარმოუდგენელი რამ, აქამდე ასეთი შემთხვევა არ ყოფილა
ჩვენი ხელისუფლების პირობებში ციხეში ძალადობა არის წარმოუდგენელი რამ. აქამდე ასეთი შემთხვევა არ ყოფილა, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა, პაატა სალიამ გადაცემაში „ღია ეთერი“. იუსტიციის მინისტრმა მსჯავრდ...

























