აშშ მოუწოდებს ყველა პარტიას და განსაკუთრებით “ნაციონალურ მოძრაობას”, რომ პარლამენტში შევიდეს - კელი დეგნანი
საქართველოში ამერიკის ელჩი კელი დეგნანი, “ნაციონალური მოძრაობის” მიერ პარლამენტის ბოიკოტის შესაძლო შეწყვეტას ეხმაურება.
“ვიმედოვნებთ, რომ “ნაციონალური მოძრაობა” შევა პარლამენტში” – განაცხადა ელჩმა და დასძინა, რომ საქართველოს საუკეთესო ინტერესებში იქნება, თუ მმართველი პარტია და ოპოზიცია ერთად მუშაობას კეთილსინდისიერად შეძლებენ.
”ამერიკის შეერთებული შტატები მოუწოდებს ყველა პარტიას და განსაკუთრებით “ნაციონალურ მოძრაობას”, რომ პარლამენტში შევიდეს არჩევნების შემდეგ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საკუთარი პოზიციების, ინტერესებისა და რწმენის დასაფიქსირებლად საუკეთესო ადგილი პარლამენტია.
უნდა იქნას გამოყენებული დემოკრატიული ბერკეტი, რომლის აშენებასაც საქართველო ცდილობს. უნდა იყოს შექმნილი წარმომადგენლობითი პარლამენტი, რომელიც ქართველი ხალხის განსხვავებულ ხედვებს ასახავს. იმედი გვაქვს, რომ “ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტში შევა. მივესალმებით იმ ფაქტს თუ მმართველ პარტიას და ოპოზიციას ერთად ვიხილავთ, ეს საქართველოს საუკეთესო ინტერესებში შედის. მოლაპარაკებები დროს მოითხოვს, მაგრამ სწორედ ასე ფუნქციონირებს პარლამენტი. საქართველოს ინტერესია ორივე მხარემ ერთად იმსჯელოს ინიციატივებზე და მათ იმპლემენტაციაზე,” – განაცხადა კელი დეგნანმა.
ასევე დაგაინტერესებთ:
1795538326
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი: საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობები და მეგობრობა მნიშვნელოვანია რეგიონის კონტექსტშიც, ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით შევუწყობთ ხელს სამხრეთ კავკასიის პოტენციალის სრულად ათვისებას
„დღეს შუა დერეფნის განვითარება არის ის გეოპოლიტიკური საჭიროება, რომელიც რეგიონში არსებობს, საქართველოსა და აზერბაიჯანს აქვს ათწლეულების განმავლობაში უკვე ჩამოყალიბებული, კარგ გამოცდილებაზე დაფუძნებული...
1795538284
ახალი ამბებითბილისის სატელევიზიო ანძა ნარინჯისფრად განათდა
„მნიშვნელოვანია, რომ არცერთი ადამიანი არ დარჩეს ძალადობის წინაშე მარტო“, - ეს განცხადება თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ თინათინ ნიბლოშვილმა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16-დღი...
1795536184
ახალი ამბებიგიორგი გაბუნია ძალადობრივ აქციებზე დაკავებულებზე: ეს ადამიანები იყვნენ მსხვერპლი იმ უფროსების მხრიდან, რომლებიც პროცესს მართავდნენ
„ადამიანი, რომელიც აღიარებს ჩადენილ დანაშაულს და შემდეგ მიმართავს პრეზიდენტს შეწყალებაზე, აქ ყველაფერი გასაგებია. მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ სწორად შეაფასოს ეს პროცესი“, - განაცხადა კულტურის კომიტეტ...
1795534085
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი: საქართველო-აზერბაიჯანს შორის მიმდინარე წელი საკმაოდ დატვირთული იყო მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგით, რაც კიდევ უფრო აღრმავებს თანამშრომლობას და ახალ შესაძლებლობლებს ხსნის
მქონდა შესაძლებლობა, შევხვედროდი აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს, მილი მეჯლისის თავმჯდომარეს, ასევე შევხვდები პრემიერ-მინისტრს, დღეს ჩემს ძვირფას კოლეგასთან, მეგობართან მქონდა შესაძლებლობა, სიღრ...
1795531471
ახალი ამბებითამარ იოსელიანი: მნიშვნელოვანია, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი გეგმა-გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს - დასრულებულია დაღრმავებითი სამუშაოები
„მნიშვნელოვანია, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი გეგმა-გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს - დასრულებულია დაღრმავებითი სამუშაოები, მიმდინარეობს ტალღმჭრელის მშენებლობა, იდგმება ნაბიჯები იმისათვის,...































