“ჩვენ ვართ ქვეყანა მეხსიერების გარეშე… ქვეყანა, სადაც ბავშვებისთვის სამკურნალო თანხები ემიგრანტების შესაგროვებელია” - ნანა მახარაძე

9 აპრილის სიმბოლო, გოგონა იური მეჩითოვის ცნობილი ფოტოდან, მარი ნანა მახარაძე, რომელიც წლებია იტალიაში, ემიგრაციაში ცხოვრობს, დღევანდელ მოვლენებს ეხმაურება და საკუთარ ფეისბუკგვერდზე პოსტს აქვეყნებს:

"ჩვენ ვართ ქვეყანა მეხსიერების გარეშე... თუ არ გვაქვს მეხსიერება, არ გვაქვს  ისტორიაც ... ვიმახსოვრებთ ფრაგმენტებს, კადრებს, მომენტებს, მოგონებებს და მეხსიერებიდან უახლესი წარსულის წაშლით, ვამახინჯებთ მათ... ვატრიალებთ ისე როგორც გვაწყობს, თავს ვიმართლებთ ,,წინსვლით,, რომელიც ისევ ადგილზე დგას და იტკეპნება. ქვეყანა რომ ზრუნავდეს საკუთარ ისტორიაზე, საკუთარ მეხსიერებაში-მივხვდებოდით, რომ რეჟიმები ,,არსაიდან,, არ წარმოიქმნება... იგი წარსულის მეტასტაზებია, რომელსაც მშვენივრად იყენებს სათავეში მოსული ყოველი ახალი ,,კაცი,, იგივე ცინიზმით  გულგრილობით და მორალური სტრესით. ქვეყანა, სადაც  ქართველები ერთმანეთს ეჯიბრებიან მოედნების გავსებაში... სადაც ბავშვებისთვის სამკურნალო თანხები ემიგრანტების შესაგროვებელია... სადაც მოხუცები და პენსიონერები ,,ბუნკერებში,, ეძებენ შველას...(ნურავინ შემეკამათოს,უამრავს ვიცნობ). სადაც ფიქრობენ, რომ ,,ექიმები კლავენ,,... სადაც მხოლოდ პატიოსანი შრომის საფასურია ,,უფასო,,... სადაც პრიორიტეტებს ისე ცვლიან, როგორც ბანერებს... სადაც არ ყვირიან და არ იბრძვიან სამუშაო ადგილებისთვის, განათლებისთვის, საკუთარი ტერიტორიებისთვის... ქვეყანა, რომელმაც ოცდაათი წელია ,,სხვისი საჯდომებისთვის ,,საკუთარი მოქალაქეები გაყო და ერთმანეთს გადაკიდა... ეს ქვეყანაა ჩვენი სახელმწიფო ... ეს ქვეყანაა ჩვენი სამშობლო... ხო და როგორც თამაზ ჭილაძე იტყოდა:”...ღმერთს, მაინცდამაინც, არ უყვარს საჩუქრების დარიგება და თანაც მისი საჩუქრები ყოველთვის უცნაურობით გამოირჩევა. მაგალითად, გაჩუქებს უდაბნოს ან სალ კლდეებს, დაარქმევს მას შენს სამშობლოს და არ არსებობს ქვეყნად რაიმე, თუნდაც, სამოთხე, რომელზედაც ამ უდაბნოსა და სალ კლდეებს გაცვლი, თუკი, რასაკვირველია, მართლაც გესმის ღმერთის საჩუქრის მნიშვნელობა”.... ან მივხედავთ ჩვენ სამშობლოს, ან მისგან არც ქვეყანა და აღარც სახელმწიფო დარჩება..."

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1787071946

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან არანაირი მოლაპარაკება არ მიმდინარეობს და არც დაგეგმილია

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ამჟამად ვაშინგტონი თეირანთან მოლაპარაკებებს არ აწარმოებს. „ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან არანაირი მოლაპარაკებები ან საუბრები არ მიმდინარეობს და არც დაგეგმ...

დონალდ ტრამპი

1787068517

მსოფლიო

„ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის პოლიტიკურ პარტიებს შორის ლიდერობს

Welt-ის მიერ გამოქვეყნებული ახალი სოციოლოგიური კვლევით, გერმანიაში მემარჯვენე პოლიტიკური პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ რეიტინგის სათავეშია, ფრიდრიხ მერცის მმართველი კოალიცია კი მას მკვეთრად ჩამორ...

„ალტერნატივა გერმანიისთვის

1787066560

ახალი ამბები

გიორგი ვოლსკი: არავითარი რუსული, ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატების ან ჩინეთის ინტერესის გათვალისწინება, თუკი ეს შენს კონკრეტულ ამოცანას არ უკავშირდება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძის დღევანდელი ბრიფინგის ერთ-ერთ თემას - სახელმწიფოს მიერ ეროვნული ინტერესების დაცვას აფ...

გიორგი ვოლსკი

1787064174

ახალი ამბები

გივი მიქანაძემ საფრანგეთის სამაგისტრო პროგრამების სტიპენდიატებს უმასპინძლა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე „სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში France Excellence 2026-2027“ პროგრამის გამარჯვებულებს შეხვდა. ინფორმაციას განათლების სამ...

გივი მიქანაძე

1787062491

ახალი ამბები

იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს“ უფროსად გიორგი საჯაია დაინიშნა

იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს“ უფროსად გიორგი საჯაია დაინიშნა. ახალი ხელმძღვანელი უწყების თანამშრომლებს იუსტიციის...

იუსტიციის სამინისტრო