ძალადობა ცხოველზე და სასტიკი მოპყრობა - სავარაუდოდ არასრულწლოვანებმა, მიუსაფარ ძაღლს პირში ასაფეთქებელი ნივთიერება ჩაუდეს

ცხოველზე ძალადობის და სასტიკი მოპყრობის შემზარავი ფაქტი.  სავარაუდოდ არასრულწლოვანებმა, მიუსაფარ ძაღლს პირში ასაფეთქებელი ნივთიერება ჩაუდეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიუსაფარი ძაღლის ასაფეთქებელი ნივთიერებით მძიმედ დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

შემთხვევა წყალტუბოში მოხდა. სავარაუდოდ, არასრულწლოვანებმა მიუსაფარ ძაღლს პირში ასაფეთქებელი ნივთიერება ჩაუდეს. ცხოველს პირის ღრუ ძლიერად აქვს დაზიანებული და მისი მდგომარეობა მძიმეა. ის სამკურნალოდ თბილისში გადმოიყვანეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცხოველის წამებას ან სასტიკ მოპყრობას ითვალისწინებს და ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 120-დან 240 საათამდე, შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე, ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

იგივე ქმედება, ჩადენილი ჯგუფურად, არაერთგზის ან მცირეწლოვნის თანდასწრებით, ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 200-დან 400-ს საათამდე, შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე, ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1772652591

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: რასაც ჩვენ ვთავაზობთ ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციას, ეს არის რეალური სტრატეგიული პარტნიორობა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გადაცემა „ღამის კურიერის“ ეთერში ვაშინგტონში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტზე საუბრობს. შალვა პაპუაშვილის თქმით, რასაც საქართველო ამერიკ...

შალვა პაპუაშვილი

1772651232

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: ჩვენი ხელისუფლების დამსახურება, რომ უწყვეტი მშვიდობის დეკადა გვაქვს მაშინ, როდესაც ყველა ლოგიკით ომში უნდა ვყოფილიყავით სხვადასხვა მომენტში, ბოლო 14 წლის განმავლობაში

„წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი აღარ არსებობს, მოშლილია. ის, რაზეც საუბარი იყო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, რომ არსებობს რაღაც ჩარჩო, ეს ჩარჩო რეალურად აღარ არსებობს“, - ამის შესახებ პარლამენტ...

შალვა პაპუაშვილი

1772650207

ახალი ამბები

დიდ დიღომში ხანძარია - ცეცხლი სასაწყობე ფართს უკიდია

დიდ დიღომში ხანძარია. როგორც „ექსკლუზივს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი სასაწყობე ფართს უკიდია. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები და ამ ეტაპზე ცეცხლის ქრობ...

ხანძარი ბათუმში

1772649358

ახალი ამბები

ვახტანგ თოფურია სამხარაძე-ბეიკერის შეხვედრაზე: აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის მოადგილე ენდი ბეიკერი, ტრამპის ადმინისტრაციაში „რუხი კარდინალია“, ის აყალიბებს ვიცე-პრეზიდენტ ვენსის საგარეო პოლიტიკურ აზროვნებას

ანალიტიკოსი ვახტანგ თოფურია, ვაშინგტონში, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძისა და მარკო რუბიოს მოადგილის, ენდრიუ ბეიკერის შეხვედრას, სოციალურ ქსელში ა...

ვახტანგ თოფურია

1772646987

ახალი ამბები

ნიკოლოზ სამხარაძე თეთრ სახლში უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეს ხვდება

ნიკოლოზ სამხარაძე თეთრ სახლში უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეს ხვდება. დღესვე დაგეგმილია შეხვედრები კონგრესმენებთან. „დღეს დაგეგმილი გვაქვს შეხვედრა თეთრ სახლში, უშიშროების საბჭოში. ასევე ვაგრძელებ...

ნიკოლოზ სამხარაძე