ია მეტრეველი: დამიბრუნოს ჩემი შვილი და ვაპატიებ ყველაფერს
ბუტა რობაქიძის დედამ, ია მეტრეველმა ვახო ხუზმიაშვილის გადაცემაში - „თავისუფალი სივრცე“ განაცხადა, რომ თავის შვილის სიკვდილს მიხეილ სააკაშვილს აბრალებს.
"სააკაშვილს შეცდომები კი არა, გამოუსწორებელი დანაშაულები აქვს ჩადენილი.
რამდენი ბიჭი გაჟლიტა ქუჩაში.
მიზანმიმართულად ხოცავდა.
უპირველეს ყოვლისა, ჩემს უბედურებას სააკაშვილის ვაბრალებ.
მან პირდაპირ გასცა ბრძანება, პოლიციას ყველაფრის უფლება მისცა.
ხელი არ აგიკანკალდეთ, ადგილზე ესროლეთ და მოკალითო.
ამას მე ხომ არ ვიგონებ? ჩანაჩწერებია.
დამიბრუნოს ჩემი შვილი და ვაპატიებ ყველაფერს", - განაცხადა ია მეტრეველმა.
ბუტა რობაქიძის საქმე მთავარმა პროკურატურამ 2012 წელს გახსნილად გამოაცხადა. ხელახალი გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 19 წლის ბუტა რობაქიძის სიცოცხლე სამართალდამცველის, გიორგი ბაშალეიშვილის მიერ შემთხვევით გასროლილმა ტყვიამ იმსხვერპლა. ბუტა რობაქიძე თბილისში, აკ. წერეთლის გამზირზე 2004 წლის 24 ნოემბერს მოკლეს.
დღის სხვა სიახლეები:
🔴 „შეეცადა ქალი მკვლელობამდე დახმარების მიღებას პოლიციისგან, სოციალური სამსახურისგან, ექიმისგან?“
🔴 გიორგი გახარიამ საქართველოს პატრიარქს აღსაყდრებიდან 44 წლის იუბილე დღეს მიულოცა
🔴 შენს სისხლს არავის შევარჩენთ გპირდები! – სასტიკად მოკლული 22 წლის ორსული გოგონას და
1794421665
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე: სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში დადასტურდება, რომ წარმოდგენილი ფაქტები არის კონსტიტუციის დარღვევა
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ განმარტა, რომ „სარჩელის განხილვა სასამართლოს პროცესზე, ეს არის პრევენცია“. მისივე გ...
1794418145
ახალი ამბებიგიორგი კახიანი: პოლიტიკური პარტიის აკრძალვა პროპორციული ღონისძიებაა, რადგან ემსახურება იმ ფუნდამენტური კონსტიტუციური წესრიგის დაცვას, რომელიც თავად პოლიტიკური უფლებებისა და თავისუფლების განხორციელების საფუძველს წარმოადგენს
„როდესაც პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე ვსაუბრობთ, ამ შემთხვევაში ერთმანეთს უპირისპირდება ორი ფუნდამენტური კონსტიტუციური ინტერესი. ერთი მხრივ, ეს არის დემოკრატიული სახელმწიფოს არსებობა, კონსტიტუციური...
1794417130
ახალი ამბებითბილისში, საცხოვრებელ კორპუსში ორი ადამიანი ჩაცხრილეს
თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, „გერმანული ჰოსპიტლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში, ორი ადამიანი ჩაცხრილეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ექსკლუზივს“ განუცხ...
1794415878
ახალი ამბებისაქართველოს პრეზიდენტი: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ, ბულგარეთში მომხდარი ტრაგიკული ავტოსაგზაო შემთხვევების გამო
„გლოვის ამ დღეს, ქართველი ხალხის სახელით, სოლიდარობას ვუცხადებ ბულგარელ ხალხს“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი X-ზე წერს. პრეზიდენტი თანაგრძნობას უცხადებს დაღუპულთა ოჯახებსა...
1794413989
ახალი ამბებითორნიკე ჭეიშვილი: რამდენმა პარტიამაც დააკმაყოფილა შესაბამისი კრიტერიუმები, იმდენი პარტია იქნა მოხსენიებული სარჩელში, როგორც შესაბამისი კონსტიტუციური პრეტენზიის ადრესატი
„ჩვენი თვალთახედვით, რამდენმა პარტიამაც დააკმაყოფილა შესაბამისი კრიტერიუმები, იმდენი პარტია იქნა მოხსენიებული სარჩელში, როგორც მოპასუხე მხარე, როგორც შესაბამისი კონსტიტუციური პრეტენზიის ადრესატი“, - გ...






























