სახლი იწვის, არის ჩამონგრევის საშიშროება - კიევში რუსული საფრენი აპარატის ნაწილები საცხოვრებელ სახლს მოხვდა
უკრაინის დედაქალაქში საცხოვრებელ სახლზე რაკეტის ნაწილების მოხვედრის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, მათგან ერთი მძიმედაა. ინფორმაციას ამის შესახებ კიევის მერი, ვიტალი კლიჩკო ავრცელებს.
"სასწრაფოს დაშავებულები კლინიკაში გადაჰყავს. ადგილზე ყველა სამაშველო ჯგუფი მუშაობს. სახლი იწვის, არის ჩამონგრევის საშიშროება", - წერს კლიჩკო.
კიევის თავზე ჩამოგდებული რუსული საფრენი აპარატის ნაწილები საცხოვრებელ სახლს მოხვდა, რის შედეგადაც შენობაში ხანძარი გაჩნდა.
ადგილს ორი ნაწილი დაეცა, რომელიც კორპუსის პირველ და მეორე, ასევე მერვე და მეცხრე სართულებს მოხვდა.
კიევში აფეთქებების ხმა ისმოდა. მოგვიანებით რადას დეპუტატმა ალექსეი გონჩარენკომ თქვა, რომ კიევის საჰაერო თავდაცვამ ქალაქის თავზე ოკუპანტების მიერ გაშვებული რაკეტები ჩამოაგდო. გარდა ამისა, მისი განცხადებით, უკრაინელმა სამხედროებმა კიევთან ახლოს ჩამოაგდეს რუსული თვითმფრინავი.
1791052051
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ყოველწლიურად ასეულობით მილიონი იხარჯება თავდაცვის სისტემის გაძლიერებაში, მათ შორის შეიარაღებისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებით
„ყოველწლიურად ასეულობით მილიონი იხარჯება თავდაცვის სისტემის გაძლიერებაში, მათ შორის შეიარაღებისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებით“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ღია ეთ...
1791048650
ახალი ამბებიპრემიერი: დაახლოებით წელიწად-ნახევარი დასჭირდა სისტემის გადაწყობას იმისათვის, რომ ზედა დონეზე სრულად აღმოგვეფხვრა კორუფცია
„დაახლოებით წელიწად-ნახევარი დასჭირდა სისტემის გადაწყობას იმისათვის, რომ ზედა დონეზე სრულად აღმოგვეფხვრა კორუფცია, თუმცა საბოლოო ჯამში პრინციპულად გარდავტეხეთ სიტუაცია“, - ამის შესახებ საქართველოს პრ...
1791046170
ახალი ამბებიპრემიერი: ბიზნესის რეკეტს ჰქონდა არა მარტო სისტემური, არამედ ტოტალური ხასიათი, არ არსებობდა ბიზნესის თავისუფლება, რაც ეკონომიკურ განვითარებასაც მძიმე კვალს აჩნევდა, სასამართლო და პროკურატურა ჩვეულებრივად სისხლიანი რეჟიმის ინსტრუმენტად იყო ქცეული
„ბიზნესის რეკეტი ჰქონდა არა მარტო სისტემური, არამედ ტოტალური ხასიათი. ბიზნესის რეკეტი იყო ჩვეულებრივი ყოველდღიურობის შემადგენელი ნაწილი. საუბარი ზედმეტი იყო ბიზნესის თავისუფლებაზე“, - ამის შესახებ სა...
1791045203
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: წინა ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაახლოებით 150 ახალგაზრდა ადამიანი პირდაპირ ქუჩებში ჩაცხრილეს იმისათვის, რომ ეჩვენებინათ საკუთარი სასტიკი სახე და დაემკვიდრებინათ შიში საზოგადოებაში
„დაახლოებით 150 ახალგაზრდა ადამიანი პირდაპირ ქუჩებში ჩაცხრილეს იმისათვის, რომ ეჩვენებინათ საკუთარი სასტიკი სახე და დაემკვიდრებინათ შიში საზოგადოებაში“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირ...
1791043169
ახალი ამბებიცესკოს წარმომადგენელი: ვანში დაახლოებით 60% იყო აქტივობა, შესაძლებელია, რომ 20:00 საათამდე ეს აქტივობა კიდევ გაიზარდოს
ვანში პოზიცია უკვე დააფიქსირა რეგისტრირებული ამომრჩევლის 60%-მა. პროცესი მშვიდ ვითარებაში ხარვეზების გარეშე მიმდინარეობს. უბანზე 679 ამომრჩეველია რეგისტრირებული, გადასატანი ყუთით 29 ამომრჩეველი სარგე...































