შალვა პაპუაშვილი თორნიკე რაზმაძის განცხადებაზე: უნდა, რომ თავი წარმოაჩინოს ტანჯულ გმირად, რომელიც ხან ცრემლებით ებრძვის რუსეთს, ხან გინებით და ამისთვის მას მთელი სახელმწიფო დასდევს, რომ დასაჯოს ამ ქმედებისთვის, ეს არის აბსურდი

თორნიკე რაზმაძეს უნდა თავი წარმოაჩინოს ტანჯულ გმირად, რომელიც ხან ცრემლებით ებრძვის რუსეთს, ხან გინებით და ამისთვის მას მთელი სახელმწიფო დასდევს, რომ დასაჯოს ამ ქმედებისთვის. ეს არის აბსურდი, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მედიას, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად.

საუბარია ოპოზიციონერი აქტივისტის, თორნიკე რაზმაძის განცხადებაზე, თითქოს შინაგან საქმეთა სამინისტრო სასამართლოში იბარებს იმის გამო, რომ სოციალურ ქსელში კრემლის პროპაგანდისტებს შეაგინა ერეკლე მეფის შეურაცხყოფისთვის.

„შსს-მ პასუხი გასცა. მოდი შევხედოთ რა არის მიზეზი - ყველა ვხედავთ, ეს ადამიანი არის ემოციურად დაზიანებული პიროვნება და ჩემი აზრით, ჩვენ რასაც ვუყურებთ მის ასეთ ისტერიულ გამოვლინებებს, თუნდაც ახლა რომ თითქოს მას სჯიან იმისთვის, რომ რუს პროპაგანდისტს მიაყენა შეურაცხყოფა და ის არის ახლა წამებული გირი. ეს არის მისი ფსიქოთერაპიის სეანსი, რომ თავი უნდა წარმოაჩინოს ტანჯულ გმირად, რომელიც ხან ცრემლებით ებრძვის რუსეთს, ხან გინებით და ამისთვის მას მთელი სახელმწიფო დასდევს, რომ დასაჯოს ამ ქმედებისთვის. ეს არის აბსურდი.

შსს-მ ამაზე განცხადება გააკეთა და მათ შორის თქვა, რომ ეხება ერთი პოსტის ქვეშ კომენტარს. ერთი კონტექსტია იქ. სხვათა შორის მან დამალა, ვიდეოს გაჩვენებთო და მოჭრა დასაწყისი, რომ ეს ყველაფერი ირაკლი კობახიძის ბრიფინგიდან იწყებოდა. ასეთ ტყუილებს მოკლე ფეხები აქვს. ამ ადამიანის ფსიქოლოგიური სეანსის მონაწილეები ნუ გავხდებით. მისგან გმირი რომ არ გამოვა, მე მგონი ყველა ვხედავთ“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1789112670

ახალი ამბები

გურამ მაჭარაშვილი: მარტა კოსი ევრობიუროკრატიის პოზიციას აჟღერებს და გვეუბნება, დაუპირისპირდით რუსებს, ჩინეთს, აშშ-ს, მერე ჩამოგართმევთ ყველა სუვერენულ უფლებას და გაგაწევრიანებთო

„რომელი ჭკუათმყოფელი ქვეყანა და ერი გადაწყვეტს, რომ გაერთიანდეს ნებისმიერ გაერთიანებაში, როდესაც მსოფლიოში სამ ყველაზე ძლიერ ქვეყანაზე გვეუბნება დაუპირისპირდითო“, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“...

გურამ მაჭარაშვილი

1789111886

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: აშშ-სთან ურთიერთობას ვერ ალაგებენ, ამაზე მეტყველებს ისიც, რომ ქალბატონი კალასი, რომელიც საგარეო ურთიერთობებს ხელმძღვანელობს, ვერ ახერხებს მარკო რუბიოსთან ერთწუთიანი შეხვედრის ჩანიშვნასაც კი

„თუ აშშ-სთან ასეთი დაძაბული ურთიერთობა ექნებათ და ფაქტობრივად ეს ურთიერთობა თუ აღარ იარსებებს, მათ აღარ ეყოლებათ უსაფრთხოების გარანტორი, რომლის გამოც, ევროკავშირი თავის მხრივ ამდენი წლის განმავლობაში...

ლევან მაჭავარიანი

1789110485

ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურმა სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე 3 პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე სამი...

საგამოძიებო სამსახურმა

1789108695

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველომ ბოლო პერიოდის განმავლობაში განსაკუთრებით ანახვა თავისი შესაძლებლობები - ქვეყნის, რომელიც გამორჩეული, სანდო, უსაფრთხო პარტნიორია გადაადგილებისა და გადაზიდვების თვალსაზრისით

საქართველომ ბოლო პერიოდის განმავლობაში განსაკუთრებით ანახვა თავისი შესაძლებლობები ქვეყნის, რომელიც გამორჩეული, სანდო, უსაფრთხო პარტნიორია გადაადგილებისა და გადაზიდვების თვალსაზრისით, - ამის შესახებ ეკ...

მარიამ ქვრივიშვილი

1789108610

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილი: მზად ვიქნებით, ოქტომბრის ბოლომდე გამოვაცხადოთ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან რკინიგზის მისასვლელი გზის სამშენებლო ტენდერი

„ვფიქრობთ, რომ ჩვენს პარტნიორებთან ერთად მზად ვიქნებით იმისთვის, რომ მომდევნო თვეში, ანუ ოქტომბრის თვის ბოლომდე, გამოვაცხადოთ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან რკინიგზის მისასვლელი გზის სამშენებლო ტენდერი“...

მარიამ ქვრივიშვილი