შალვა პაპუაშვილი მარტა კოსის განცხადებაზე: ევროკავშირის ერთ-ერთი კომისარი უკრძალავს კანდიდატ ქვეყნებს ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციასთან ურთიერთობას, სასაცილოა უკვე

„ევროკავშირის ერთ-ერთი კომისარი უკრძალავს კანდიდატ ქვეყნებს ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციასთან ურთიერთობას. სასაცილოა უკვე. როდესაც [ევროკავშირის] წევრებიც არ არიან, არიან კანდიდატები და სუვერენული ქვეყნები, ცდილობენ, მათი საგარეო პოლიტიკასა და საგარეო ურთიერთობებთან დაკავშირებით პირდაპირ ულტიმატუმები დაუყენონ. ჯერ იყო ჩინეთი, ახლა ჩინეთს მიაყოლეს ამერიკის შეერთებული შტატები“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მედიასთან.

შალვა პაპუაშვილმა შეაფასა გაფართოების საკითხებში ევროკომისრის მარტა კოსის განცხადება, რომ ევროკავშირის კანდიდატმა ქვეყნებმა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მოძრაობა MAGA-სთან კავშირები უნდა გაწყვიტონ.

მან ევროკავშირის საგარეო პოლიტიკას არაკვალიფიციური უწოდა.

„იმდენად არაკვალიფიციურია ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა, მათ შორის, გაფართოების მიმართულებით, რომ ჩვენ უკვე სერიოზულად ვეღარ ვუყურებთ იმ განცხადებებს, რომლებიც ამ მიმართულებით გვესმის. როდესაც ამას საჯაროდ იტყვის გაფართოების კომისარი, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციასთან არ უნდა ჰქონდეთ ურთიერთობა, და MAGA სხვა არაფერია, თუ არა ტრამპის პოლიტიკური და მისი ფილოსოფიის მთავარი საყრდენი, როგორ შეიძლება, ამის შემდეგ რამენაირად სერიოზულად გავიგოთ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, კოსის განცხადებას კიდევ ერთი კონტექსტი აქვს და ეს სერბეთის არჩევნებში ჩარევის მცდელობაა.

„ამას აქვს მეორე კონტექსტიც, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ. ეს განცხადება განსაკუთრებით სერბეთის გასაგონად გაკეთდა, სადაც მალე გაიმართება კონფერენცია, მათ შორის, ამ მოძრაობის მონაწილეობით. გარდა ამისა, სერბეთში ოქტომბერში არჩევნებია დანიშნული, ეს სიგნალი კი არჩევნებში ჩარევის ერთ-ერთი მცდელობაა. მანამდე, სულ ახლახან, გაკეთდა განცხადებები იმ სერბის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, რომელიც სასჯელს 1990-იან წლებში ჩადენილი სხვადასხვა დანაშაულისთვის იხდიდა, მაგრამ [ბრიუსელში] არ მოეწონათ, რომ საზოგადოებაში გარკვეულ ჯგუფებს მის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება ჰქონდათ, რასაც პირდაპირ მოაყოლეს ულტიმატუმები.

ეს ყველაფერი სერბეთის არჩევნებში ჩარევის მცდელობაა, რისთვისაც საბაბს ეძებენ - ხან ყოფილი ჩინოვნიკის დასაფლავების ცერემონიას მოიმიზეზებენ, ხან MAGA-სთან ურთიერთობასა და კონფერენციის ჩატარებას. ეს კანდიდატი ქვეყნის არჩევნებში პირდაპირი ჩარევაა. დარწმუნებული ვარ, ამას კიდევ მოჰყვება სხვა თემები. დავაკვირდეთ და კარგად დავინახავთ ბრიუსელის მცდელობებს, ერიოს სერბეთის არჩევნებში ისევე, როგორც ეს საქართველოს არჩევნების შემთხვევაში ხდებოდა.

ეს თავისთავად აჩვენებს ერთ რამეს - ის, რაზეც საუბრობენ ევროპულ ღირებულებებთან დაკავშირებით და თუკი რაიმე არის ევროპული ღირებულება, არის სხვა ქვეყნის სუვერენიტეტის და ხალხის სუვერენული არჩევანის პატივისცემა, ამას პირდაპირ თელავს დღევანდელი ბრიუსელი იმით, რომ პირდაპირ ერევა არჩევნებში. 2024 წლის არჩევნები ამის ყველაზე კარგი მაგალითია, სადაც უხეშად, თავად რომ უყვართ ხოლმე თქმა, რუსული მეთოდებიო, ზუსტად ასეთი მეთოდებით ჩაერივნენ საქართველოს არჩევნებში. მას შემდეგ ვხედავთ არა მხოლოდ კანდიდატი, არამედ წევრი ქვეყნების არჩევნებში ჩარევას და არჩევნების შედეგების გაუქმების იძულებას სხვადასხვა ქვეყანაში“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1789112670

ახალი ამბები

გურამ მაჭარაშვილი: მარტა კოსი ევრობიუროკრატიის პოზიციას აჟღერებს და გვეუბნება, დაუპირისპირდით რუსებს, ჩინეთს, აშშ-ს, მერე ჩამოგართმევთ ყველა სუვერენულ უფლებას და გაგაწევრიანებთო

„რომელი ჭკუათმყოფელი ქვეყანა და ერი გადაწყვეტს, რომ გაერთიანდეს ნებისმიერ გაერთიანებაში, როდესაც მსოფლიოში სამ ყველაზე ძლიერ ქვეყანაზე გვეუბნება დაუპირისპირდითო“, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“...

გურამ მაჭარაშვილი

1789111886

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: აშშ-სთან ურთიერთობას ვერ ალაგებენ, ამაზე მეტყველებს ისიც, რომ ქალბატონი კალასი, რომელიც საგარეო ურთიერთობებს ხელმძღვანელობს, ვერ ახერხებს მარკო რუბიოსთან ერთწუთიანი შეხვედრის ჩანიშვნასაც კი

„თუ აშშ-სთან ასეთი დაძაბული ურთიერთობა ექნებათ და ფაქტობრივად ეს ურთიერთობა თუ აღარ იარსებებს, მათ აღარ ეყოლებათ უსაფრთხოების გარანტორი, რომლის გამოც, ევროკავშირი თავის მხრივ ამდენი წლის განმავლობაში...

ლევან მაჭავარიანი

1789110485

ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურმა სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე 3 პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე სამი...

საგამოძიებო სამსახურმა

1789108695

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველომ ბოლო პერიოდის განმავლობაში განსაკუთრებით ანახვა თავისი შესაძლებლობები - ქვეყნის, რომელიც გამორჩეული, სანდო, უსაფრთხო პარტნიორია გადაადგილებისა და გადაზიდვების თვალსაზრისით

საქართველომ ბოლო პერიოდის განმავლობაში განსაკუთრებით ანახვა თავისი შესაძლებლობები ქვეყნის, რომელიც გამორჩეული, სანდო, უსაფრთხო პარტნიორია გადაადგილებისა და გადაზიდვების თვალსაზრისით, - ამის შესახებ ეკ...

მარიამ ქვრივიშვილი

1789108610

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილი: მზად ვიქნებით, ოქტომბრის ბოლომდე გამოვაცხადოთ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან რკინიგზის მისასვლელი გზის სამშენებლო ტენდერი

„ვფიქრობთ, რომ ჩვენს პარტნიორებთან ერთად მზად ვიქნებით იმისთვის, რომ მომდევნო თვეში, ანუ ოქტომბრის თვის ბოლომდე, გამოვაცხადოთ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან რკინიგზის მისასვლელი გზის სამშენებლო ტენდერი“...

მარიამ ქვრივიშვილი